სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი
"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი თვლის, რომ რუ­სეთ­ში მომ­ხდარ­მა წა­რუ­მა­ტე­ბელ­მა ამ­ბო­ხე­ბამ პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და­ა­სუს­ტა.

”ეს მოწ­მობს იმას, რომ არის ბზა­რე­ბი ავ­ტოკ­რა­ტი­ულ სტრუქ­ტუ­რებ­ში, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში და რომ ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ზის ისევ ისე მყა­რად თა­ვის სა­ვარ­ძელ­ში. მე მჯე­რა, რომ ის და­სუს­ტე­ბუ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

მისი თქმით, რუ­სეთ­ში ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლია და გერ­მა­ნია სიფრ­თხი­ლით იმოქ­მე­დებს.

“რუ­სე­თი არის ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამი­ტომ, ჩვენ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით უნდა შევ­ხე­დოთ, როცა სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა - და ეს სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­აა", - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

კან­ცელ­რის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნია მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას, რათა მან შეძ­ლოს თა­ვის დაც­ვა, მაგ­რამ ხაზი გა­უს­ვა, რომ „უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის მი­ზა­ნი არ არის რუ­სეთ­ში რე­ჟი­მის შეც­ვლა".

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ოლაფ შოლცმა უპა­სუ­ხა:

"არ მინ­და რა­ი­მე სპე­კუ­ლა­ცი­ა­ში ჩარ­თვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­გრძლი­ვი, შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე, ჩვენ არ ვი­ცით", - გა­ნა­ცხა­და მან.

შოლცმა დას­ძი­ნა, რომ კრემლში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­ვლა, შე­საძ­ლოა, არ იყოს სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი: „ჩვენ არ ვი­ცით, პუ­ტი­ნის შემ­დეგ უკე­თე­სი მოვა, თუ უა­რე­სი“, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შულცს
10

ნეტავ არ მკითხაობდეთ ეს ევროპელები!

რაო?
5

ჩვენებიანთ მიხოსი არ იყოს ამათ მართლა გონიათ რომ ტანმოკლე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩია მათი მთავარი პრობლემა და მისი ჩამოცილებით ყველაფერს მოაგვარებენ? სასაცილოა რა დონეზეა დეგრადირებული დასავლური პოლიტიკური აზროვნება. პუტინი მხოლოდ პიკია იმ აისბერგის რასაც ზოგადად რუსული პოლიტ ისტაბლიშმენტი და რუსული ველიკო დერჟავული აზროვნება ქვია.

ავტორი:

"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი

"ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის" - შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.

”ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

“რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა", - აღნიშნა შოლცმა.

კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა".

ამასთან, კითხვაზე, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

"არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, შეიძლება მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა, შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.