სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?
"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა სან­ქცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, ჯე­იმს ო'ბრა­ი­ენ­მა და კუ­მარ აი­ე­რიმ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის­თვის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, სა­დაც სან­ქცი­ე­ბის როლ­ზე ისა­უბ­რეს უკ­რა­ი­ნის ომის კონ­ტექ­სტში და თქვეს, რომ ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად აღ­სრუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სან­ქცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჯე­იმს ო'ბრა­ი­ენ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თქვა, რომ არა­ვინ ითხოვს რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის სრუ­ლად გა­წყვე­ტას, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა იმ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რაც შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას რუ­სე­თის მხრი­დან ბრძო­ლის ველ­ზე.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ხელი შე­ვუ­შა­ლოთ რუ­სეთს, მი­ი­ღოს ის ია­რა­ღი, რაც მას სჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ომის სა­წარ­მო­ებ­ლად და ხალ­ხის და­სა­ხო­ცად. ჩვენ, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ისე დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ევ­რო­კავ­ში­რი, ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ იმ ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ მიზ­ნით და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ზუს­ტად გუ­ლის­ხმობს ამ ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას...

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ არ ვცდი­ლობთ შე­ვა­ჩე­როთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი და ვაჭ­რო­ბა. ჩვენ არ ვა­სან­ქცი­რებთ რუ­სულ სურ­სათ­ზე, სა­სუ­ქებ­ზე ან სხვა ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელ­ზე, ჩვენ ხელს ვუ­წყობთ მათ მი­აღ­წი­ონ გლო­ბა­ლურ ბა­ზარს და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებს, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო. გრძელ­დე­ბა რა ეს ვაჭ­რო­ბა, გვსურს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ ჩვენ, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვრჩე­ბით იმ სა­ქო­ნელ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბრძო­ლის ვე­ლის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ჯე­იმს ო'ბრა­ი­ენ­მა.

მისი თქმით, რუ­სებს სურთ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია თა­ვი­ან­თი ომის მან­ქა­ნის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

"ამი­ტომ, ჩვენ ვმუ­შა­ობთ რუ­სე­თის მე­ზობ­ლებ­თან და რუ­სე­თის უმ­სხვი­ლეს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­თან, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს. რაც ჩვენ ვნა­ხეთ რამ­დე­ნი­მე ამ ქვე­ყა­ნა­ში, არის მცდე­ლო­ბა გა­ამ­კაც­რონ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კა ისე, რომ რუ­სეთ­მა ნაკ­ლე­ბად შეძ­ლოს მათი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენ ამას ვხე­დავთ თურ­ქე­თის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში და ასე­ვე კარგ, ძა­ლი­ან ვრცელ მუ­შა­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის მიერ“, - აღ­ნიშ­ნა ო'ბრა­ი­ენ­მა.

კუ­მარ აი­ე­რის თქმით, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი რუ­სეთ­ში 38 და­სა­ხე­ლე­ბის ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით შე­საძ­ლო ექ­სპორტზე სა­უ­ბა­რი იყო.

"მინ­და, კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ზუს­ტად 38 და­სა­ხე­ლე­ბის ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო. ეს არის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გვა­ინ­ტე­რე­სებსდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრა­ი­ე­ნი და მე შემ­დეგ სომ­ხეთ­ში მივ­დი­ვართ. ჩვე­ნი ჯგუ­ფი უკვე 5-6 ქვე­ყა­ნა­ში არის ნამ­ყო­ფი და კი­დევ ბევ­რგან ვა­პი­რებთ ჩას­ვლას ზუს­ტად ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ. რო­გორ ვმუ­შა­ობთ ამა­ზე, რო­გორ ვა­კე­თებთ ამის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რო­გორ ხდე­ბა ამის აღ­სრუ­ლე­ბა და აღ­კვე­თა - ეს იყო ფო­კუ­სი და კი­დევ ერთხელ, ძა­ლი­ან დიდი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო ამ ვი­ზი­ტის დროს,” - გა­ნა­ცხა­და აი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანი იქით აქეთ ჯამურად შვიდივე სასაზღვრო გადასასვლელებიდან 200 736 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022 წლის 1-ელ 5 თვეში დერეფანში 157 343 სატვირთომ გაიარა. აბა სიცრუის მასშტაბი მოვსინჯოთ, ეს დანილოვია, დავიდოვი თუ პეტროვი, ბოკუჩავა კვერს უკრავბს , თუ ახმოვანებს , არსებობს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკა ვინ როდის და რა ტვირთით გადაკვეთა ლარსი , სადახლო, სარფი, წითელი ხიდი, ვალე, ლაგოდეხი , რას იგონებთ თქენ და რუსეთის საბაჟოს უფროსი , ეს რუსი მებაჟე კი ამბობს ისტორიული მაქსიმუმიო ლარსზეო,15 მილიონი ტონააო მოსალოდნელიო , დღეშიო ლარსმაო რეკორდული იქით აქეთ 1350 ტრაილერი გააფორმაო, აქეთ არავის აინტერესებს და იქით ნახევარი ვიგულისხმოთ , კარგი, თითო ტრაილერში 20 ტონაც კი არ დევს ტვირთი , აკრძალულიცაა მეტი, და ვერც მოერევა მიხვეულ მოხვეულ დაღმართ აღმართია, ერთი მეორეზე მეტი , დიახ, დამიმტკიცეთ აბა, თუ ეგრე არ არის ?! 15 მილიონი ტონა ეს 750 ათასი ტრაილერია გენა, (ფოთის პორტი 7 მილიონიანია, ბათუმი 5 მილიონი , საქართველო სულ 23 მილიონი და15 გაივლის ლარსზე? მა მტყუნის ?!) ოფიციალური სტატისტიკით კი ლარსიან სარფიანად და წითელი ხიდით სადახლო ლაგოდეხიანად იქით და აქეთ 157 ათასზე მეტს არასოდეს გაუვლია , წელს საქართველო 200 ათასმატრაილერმა "მოინახულა" , ანუ რუსი შეგნებულად არსებულზე 5-ჯერ მეტს სტყუის, ათჯერაც, გინათ ახლა ნაცსექტის აქ შემოსული ნახევარი მილიონი რუსი იყო თუ არა, ვნახოთ? ოფიციალურად 70 იყო, მაგრამ რუსია და შპიონია და არ აღრიცხეს, ისე გამოუშვეს, ჰოოდა ერთი კაცი 5 წუთი პასპორტკონტროლი, ათიც მებაჟესთან ვაჭრობა , ხომ უნდა უპასუხოს ატკუდა პრიბილიო და კაკიე პრიბილი ვსიო უბიტკი და უბიტკიო, ია ვალუტუ სპრაშიავაიუ, ვაი იმას ვსისაც სპრავკა არა აქვს- სარა დალაო, ა უ ნეიო ატკუდაო, ია დალო, ატ ოტკუდა ს ტუმბოჩკიო, ამ იწილო ბიწილოს 15 წუთი უნდა, ჰოოდა საათში ატარებენ ათი ფანჯრიდან ჰაჰა ას სულს ! ათ საათზე მეტს ვერ მუშაობენ, ეგეცა 1000 სული , ნახევარი წელი თოვლისა და ლიპყინულ ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია , ანუ 185 ათას ატარებს, რუსს, მა სომეხს რა ?! თურქს რა ?! და ჩვენა თავად რა ? გაიგეთ ახლა სად უბერავენ ესენი ? ეგერ თქვენი ცოდვით მთა ატირდა ხარაგოულ მოლითზე და ცრემლებით გააჩერა დაჩიპული მატარებელი, მოსკოვს მიდიოდა , ჩიპებს ეზიდებოდა, ლარსზე გადავა ეგა ?! გაწმინდავენ, ალბათ, სანამ ანაკლია აშენდება და ას მილიონ ტონას გაატარებს ! არა შეჯდა მწყერი ხესაო !? რა კორიდორი, რის ჰაბი, ჩხერიმელა მოდიდებულა, ქვედრულას ვიღას ჩივა, ჩიხურას ჯებირი გაურღვევია !?

შეშფოთებული
1

რა ჩამოიტანეს და რა წაიღეს ამ მეფისტოლა კაცებმა? ჩვენს საზღვრებს თვითონ აკონტროლებენ თუ ადგილზე და თუ კოსმოსიდან. 

ავტორი:

"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?

"განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პროდუქციაზე, რაც შეიძლება რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყენოს" - რა განაცხადეს სანქციების კოორდინატორებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან?

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერიმ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სანქციების როლზე ისაუბრეს უკრაინის ომის კონტექსტში და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნას რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას...

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

მისი თქმით, რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად.

"ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, - აღნიშნა ო'ბრაიენმა.

კუმარ აიერის თქმით, ვიზიტის მიზანი რუსეთში 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო.

"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებსდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა.