სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი
"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­ე­ვის და­გეგ­მილ კონ­ტრშე­ტე­ვა­ში მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა არ ყო­ფი­ლა. ამის შე­სა­ხებ მან Financial Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რო­დე­საც ეს მოხ­დე­ბა, თქვენ ამას ყვე­ლა და­ი­ნა­ხავთ. ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს და­ი­ნა­ხავს,” - გა­ნა­ცხა­და რეზ­ნი­კოვ­მა.

მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ უკ­რა­ი­ნის ძი­რი­თა­დი რე­ზერ­ვე­ბი, მათ შო­რის ბრი­გა­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლებ­მაც და­სავ­ლეთ­ში წვრთნე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ა­რეს და აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან ნატო-ს თა­ნა­მედ­რო­ვე ტან­კე­ბი­თა და ჯავ­შან­ტექ­ნი­კით, ოპე­რა­ცი­ა­ში ჯერ კი­დევ არ ჩარ­თუ­ლან.

ამას­თან, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა კონ­ტრშე­ტე­ვის ფარ­გლებ­ში გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ ჯა­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა. ამას­თან, ზოგ­ჯერ რუ­სე­ბიც არ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ანთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რომ ესა თუ ის ტე­რი­ტო­რია და­კარ­გეს.

"ზოგ­ჯერ რუ­სე­ბი არ აწ­ვდი­ან ცნო­ბებს თა­ვი­ანთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რომ და­კარ­გეს გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია, მათ ეში­ნი­ათ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

რეზ­ნი­კო­ვი "ვაგ­ნე­რის“ ამ­ბო­ხე­ბის მცდე­ლო­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სი­სუს­ტე გა­მო­ავ­ლი­ნა. "ეს თოვ­ლის გუნ­დას ჰგავს, რაც უფრო დიდი ხდე­ბა, მით უფრო სწრა­ფად ტრი­ა­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა რენ­ზი­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
1

ამათ პოზირების მეტი საქმე არა აქვთ

ჯუკა
4

დროზე ქენით რამე, ზელემ დასავლური დახმარება ინვესტიციად მონათლა, ჰოდა თუ ინვესტიციაა შედეგიც უნდა დადოთ თორე აღარ მოგცემენ ფარას. სხვა რა უკრაინელების სიცოცხლე და სისხლი რა მოსატანია, ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე არა?((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი

"უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის..." - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სოფლის ოკუპაციისგან გათავისუფლება კიევის დაგეგმილ კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა არ ყოფილა. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც ეს მოხდება, თქვენ ამას ყველა დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს,” - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან დაადასტურა, რომ უკრაინის ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებმაც დასავლეთში წვრთნები ბოლო პერიოდში გაიარეს და აღჭურვილი არიან ნატო-ს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, ოპერაციაში ჯერ კიდევ არ ჩართულან.

ამასთან, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის ფარგლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რომელიც გენერალურმა შტაბმა არ გაასაჯაროვა, რათა თავიდან აეცილებინათ ჯარების ადგილსამყოფელის გამჟღავნება. ამასთან, ზოგჯერ რუსებიც არ აწვდიან ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ ესა თუ ის ტერიტორია დაკარგეს.

"ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, მათ ეშინიათ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდების“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი "ვაგნერის“ ამბოხების მცდელობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ფუნდამენტური სისუსტე გამოავლინა. "ეს თოვლის გუნდას ჰგავს, რაც უფრო დიდი ხდება, მით უფრო სწრაფად ტრიალებს“, - აღნიშნა რენზიკოვმა.