საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ დამპატიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ" -  რას ამბობს ია ფარულავა ბოლო დღეების სკანდალზე
"მე რომ დამპატიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ" -  რას ამბობს ია ფარულავა ბოლო დღეების სკანდალზე

მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა ეხ­მი­ა­ნა. სთო­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ის ამ­ბობს, რომ "თუ და­პა­ტი­ჟე­ბენ მოს­კოვ­ში, თა­ვა­დაც ჩავა, მაგ­რამ პუ­ტი­ნის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არც იმ­ღე­რებს და არც გა­მოჩ­ნდე­ბა".

ია ფა­რუ­ლა­ვა:

"ყვე­ლამ რომ გა­და­უ­ა­რეთ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს და იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­ბა­დე­ბის დღე­ზე მღე­როდ­ნენ "სამ­შობ­ლოს,“ ბევ­რი მო­ღე­რა­ლი ჩა­დის რუ­სეთ­ში და მღე­რის. მე რომ დამპტი­ჟოს ვინ­მემ მოს­კოვ­ში, ჩა­ვალ, მაგ­რამ პუ­ტი­ნის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არც ვიმ­ღე­რებ, არც გა­მოვ­ჩნდე­ბი და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დავ­ტო­ვებ იმ ად­გილს, სა­დაც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან. პუ­ტი­ნის­ტე­ბი ცოტა არი­ან მოს­კოვ­ში. აი, ის გა­მოთ­ქმა - მკვდა­რი რუსი კარ­გი რუსი, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. წა­ი­ღეთ ახლა ეს ტი­კტო­კებ­ზე და სა­დაც გნე­ბათ იქ, ეს ჩემი აზ­რია"

  • მა­ნამ­დე მსა­ხი­ობ­მა ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუ­სეთ­ში ვინ­მე და­პა­ტი­ჟებ­და, ფოტო და ვი­დეო არ გა­და­ე­ღოთ მის­თვის.

"მოს­კოვ-პე­ტერ­ბურ­გში ქორ­წილ/და­ბა­დე­ბის დღე/ნათ­ლო­ბა/ ქელეხ­ში თუ დამ­პა­ტი­ჟებთ ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, არ გა­და­მი­ღო­თო ფოტო ან ვი­დეო თო­რემ… ორი კინ­კი­ლა ქარ­თვე­ლე­ბო, მო­დით, დავ­ჭა­მოთ ერ­თმა­ნე­თი ამა­ზე უკე­თე­სი ნეტა რა გაგ­ვი­კე­თე­ბია ოდით­გან".

  • იმა­ვე პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კი და­წე­რა:

"არა­ვის არ ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ პუ­ტი­ნისტ ყურ­მოჭ­რილ მონა პავ­ლი­აშ­ვილ­თან მე არ ვიმ­ღე­რებ­დი და წერ­ტი­ლი. და თუ ვნა­ხავ­დი სუფ­რა­ზე, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ავ­დგე­ბო­დი და წა­მო­ვი­დო­დი".

  • ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლეს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ "აი­დოლ­ში" გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. მომ­ღერ­ლის თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
2

აღაიანში ჩადი აქვეა იაააააა))))))

1342
4

სიმღერისა რა მოგახსენოთ, აი სააკოვის "სალამურზე" კი მარჯვედ "უკრავდა"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე რომ დამპატიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ" -  რას ამბობს ია ფარულავა ბოლო დღეების სკანდალზე

"მე რომ დამპატიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ" -  რას ამბობს ია ფარულავა ბოლო დღეების სკანდალზე

მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებულ სკანდალს "ინსტაგრამზე" მსახიობი ია ფარულავა ეხმიანა. სთორიში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ "თუ დაპატიჟებენ მოსკოვში, თავადაც ჩავა, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც იმღერებს და არც გამოჩნდება".

ია ფარულავა:

"ყველამ რომ გადაუარეთ ნუცა ბუზალაძეს და იმ ქართველებს, რომლებიც დაბადების დღეზე მღეროდნენ "სამშობლოს,“ ბევრი მოღერალი ჩადის რუსეთში და მღერის. მე რომ დამპტიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც ვიმღერებ, არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ იმ ადგილს, სადაც ისინი იქნებიან. პუტინისტები ცოტა არიან მოსკოვში. აი, ის გამოთქმა - მკვდარი რუსი კარგი რუსი, ჩემთვის მიუღებელია. წაიღეთ ახლა ეს ტიკტოკებზე და სადაც გნებათ იქ, ეს ჩემი აზრია"

  • მანამდე მსახიობმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთში ვინმე დაპატიჟებდა, ფოტო და ვიდეო არ გადაეღოთ მისთვის.

"მოსკოვ-პეტერბურგში ქორწილ/დაბადების დღე/ნათლობა/ ქელეხში თუ დამპატიჟებთ ძვირფასო ქართველებო, არ გადამიღოთო ფოტო ან ვიდეო თორემ… ორი კინკილა ქართველებო, მოდით, დავჭამოთ ერთმანეთი ამაზე უკეთესი ნეტა რა გაგვიკეთებია ოდითგან".

  • იმავე პოსტის კომენტარებში კი დაწერა:

"არავის არ ვამართლებ, მაგრამ პუტინისტ ყურმოჭრილ მონა პავლიაშვილთან მე არ ვიმღერებდი და წერტილი. და თუ ვნახავდი სუფრაზე, დემონსტრაციულად ავდგებოდი და წამოვიდოდი".

  • ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ "აიდოლში" გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. მომღერლის თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.