საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში ამჯერად ნუცა ბუზალაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. ბიზნესმენი მომღერლის გასამართლებლად ბიბლიურ ფრაზას იშველიებს. მისი თქმით, ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები და ის, რაც ნუცამ ამ რამდენიმე თვეში საქართველოსთვის გააკეთა, ბევრ ჩვენგანს არ გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.
ფადი ასლი:
"ნუცა ბუზალაძის შესახებ.
ეს ციტატა 10 წლის წინ დავწერე:
"ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვჯერა, რომ სწორია დროის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და ის, რაც ადრე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, მოგვიანებით შეიძლება საშინელებად იქცეს“. ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები; როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, ნუცამაც დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ მწარედ ინანა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.
ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: "ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო”. ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე, ისევე როგორც სხვებმა გვაპატიეს ჩვენი შეცდომის გამო და დაგვიბრუნეს სიცოცხლე და გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ ნუცამ რამდენიმე თვეში მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე ბევრმა ჩვენგანმა გააკეთა ქვეყნისთვის ცხოვრებაში".
წაიკითხეთ ასევე:
ნუცას წარმატებას ვუსურვებ და არც არაფერი შეშლია,მაგრამ ეს ლიბანელი არაბი რა გაგვიხდა,ახლა ქრისტეს მორალის წაკითხვა გვაკლდა მისგან.
სირცხვილია ეს კაცი გვასწავლიდეს ქართველებს მიტევებას, მართლა სირცხვილია და საერთოდ, რა აიჩემეთ არ იმღერო, არ იცეკვო, არ წახვიდე და თქვენ ხართ ქრისტიანები? ვის უმღერა პუტინს? ეხლა გარეწარი პუტინის და მისი გარეწარი საზოგადოების გულისთვის გავბოროტდეთ და საკუთარ ხალხს მოღალატეები ვუწოდოთ ? თქვენს გულებში ჩაიხედეთ და თქვენს ცოდვებს მიხედეთ, ახლა გაიგეთ არა , რუსეთი თურმე ოკუპანტია , რუსეთი ოკუპანტია მთელი თავისი არსებობის მანძილზე და სათავეშიც ყავდა ყოველთვის ოკუპანტები, მაგრამ რა ვქნათ ახლა...რავიცი აგვისტოს ომში ყველა გარბოდით- სოფლელები თუ არასოფლელები, თბილისი დაცარიელებული იყო და თუ ასეთი მაგრები იყავით სად მირბოდით(ყველას ნამდვილად არ ეხება) დახვედროდით მტერს მტრულად... ისე აქ პატრიოტულ კომენტარებს ვკითხულობ და მეცინება, , კლავიატურას კი აკაკუნებთ და დიდ გულზე ხართ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდეს რას იზამთ? გულში და სულში ჩაიხედეთ ზოგიერთებმა, თქვენს ამძორებულ სულსა და გულში, ვინ ხართ, საიდან მოდიხართ, რა გაქვთ გაკეთებული, რა მიქარული და მერე განიკითხეთ სხვები....