საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან
"უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ამ, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხა­ლი ძა­ლის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლებს 8 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა, ერთ დღე­ში, მტრის კუთ­ვნი­ლი ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნის 6 სა­დაზ­ვერ­ვო დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

გარ­და ამი­სა, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია უკ­რა­ი­ნე­ლი არ­ტი­ლე­რის­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბებ­ზე.

"სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის 2 პუნ­ქტს, პერ­სო­ნა­ლი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თავ­შეყ­რის 3 ტე­რი­ტო­რი­ას, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის 4 სა­წყობს, 10 სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყოფს და მტრის კი­დევ 3 მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მიზ­ნეს და­არ­ტყეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ამას­თან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე.

"ოკუ­პან­ტებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ S-300 ტი­პის 6 მარ­თვა­დი რა­კე­ტა გა­მო­ი­ყე­ნეს. გარ­და ამი­სა, მტერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 33 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა და მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი 45-ზე მეტ­ჯერ გახ­სნა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე
0

ცოტა დაუმატეთ თგვენგან რა მიდის გითვლით ვინმე 

კოკო
0

ბარონი მიუნჰაუზენი უკრინფორმბიუროში მუშაობს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან

"უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.

"სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

"ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.