კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?
"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მისი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. პრი­გო­ჟი­ნი აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად "ვაგ­ნე­რის" ჯა­რის­კა­ცე­ბი" და­ი­ღუპ­ნენ.

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი გან­რის­ხე­ბუ­ლია, ის შუ­რის­ძი­ე­ბით იმუქ­რე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომს აა­ნონ­სებს. 23 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯი­პას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

"2023 წლის 23 ივ­ნი­სის შე­ჯა­მე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში:

- პრი­გო­ჟი­ნი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­რულ­მა ძა­ლებ­მა "ვაგ­ნე­რის" პო­ზი­ცი­ებ­ზე ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მან მო­უ­წო­და ყვე­ლა მის მებ­რძოლს გა­ერ­თი­ან­დნენ რუ­სე­თის გა­და­სარ­ჩე­ნად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს პრო­ვო­კა­ცი­ას აწყო­ბენ "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი" და არარ­სე­ბულ დარ­ტყმებ­ზე სა­უბ­რო­ბე­ნო, მა­ინც, სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კულ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა. 25 ათა­სი­ან სამ­ხედ­რო ძა­ლა­ზე სა­უბ­რობს პრი­გო­ჟი­ნი, რაც პო­ტენ­ცი­ურ შიდა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბას მო­ას­წა­ვებს. მაგ­რამ ჯერ ნა­ად­რე­ვია დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ვი­ცით ინ­ფორ­მა­ცია. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა და მარ­თლაც ხდე­ბა თუ არა რა­ი­მე ამას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­დან რამ­დე­ნი­მე დღემ­დე უკეთ და­ვი­ნა­ხავთ.

ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და პრი­გო­ჟი­ნის დღე­ვან­დე­ლი მი­მარ­თვა. მან შო­ი­გუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რუ­სე­თის არ­მი­ის მარ­ცხში და აღ­ნიშ­ნა, რომ ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლე­ბი შე­ა­წი­რა უკ­რა­ი­ნას ისე, რომ სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია არც კი ჰქონ­დათ რა ძა­ლე­ბი ჰყავ­დათ უკ­რა­ი­ნე­ლებ­სო. ამას­თან, პრი­გო­ჟინ­მა შო­ი­გუ დონ­ბა­სის ძარ­ცვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ფე­რი უკე­თე­ბია რუ­სულ არ­მი­ას 2014-2022 წლებ­ში კარ­გი იქო. ხოლო რო­დე­საც რუ­სულ ოფი­ცი­ა­ლურ თქმუ­ლე­ბას შე­ე­ხო თით­ქოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დონ­ბასს 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბომ­ბავ­დნენ, ეს სრუ­ლი­ად მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი­აო. სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია სა­მარ­ცხვი­ნო­დაა ქცე­უ­ლი, აფ­რი­კე­ლი ლი­დე­რე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, -ეგაა თქვე­ნი მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე არ­მი­აო.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ამ­ბის ფონ­ზე პრი­გო­ჟი­ნის და­კა­ვე­ბა ან მოკ­ვლა სცა­დოს შო­ი­გუ-გე­რა­სი­მო­ვის კლან­მა. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი პრი­გო­ჟი­ნი­სათ­ვის, რო­მელ­საც და­სა­კარ­გი ძა­ლი­ან ცოტა აქვს. თუკი ამ და­პი­რის­პი­რე­ბას სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის სახე მარ­თლაც ექ­ნე­ბა, მა­შინ დიდი ამ­ბე­ბი გვე­ლის წინ. რო­გორც არ უნდა იყოს, ვინც გა­დარ­ჩე­ბა ალ­ბათ მას და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ რუ­სუ­ლი არ­მი­ის ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა­ში.

თა­ვად რუს პრო­პა­გან­დის­ტებ­შიც არე­უ­ლო­ბაა. ზოგი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს, ზოგი პუ­ტი­ნის და­გეგ­მილ ქმე­დე­ბებ­ზე, ზო­გიც უბ­რა­ლოდ უმარ­თავ ქა­ოს­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ კი­დევ წი­ნაა ყვე­ლა­ფე­რი.

- ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. რო­გორც ქა­ლა­ქი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, ისე ჩრდი­ლო­ე­თი­თაც დი­ნა­მი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი. მე­ტიც, სო­ლე­და­რის ჩრდი­ლო­ე­თი­თაც დიდი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბია. სა­სან­გრე ბრძო­ლებ­თან ერ­თად სა­ტან­კო ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბახ­მუ­ტის ირ­გვლივ. ორი­ვე მხრი­დან მუ­შა­ო­ბენ შვე­ულმფრე­ნე­ბი. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გამ­თე­ნი­ი­სას კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნი კა-52 იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი.

- ზა­პო­რი­ჟი­ას ოლ­ქში რუ­სუ­ლი სა­წყო­ბე­ბის და­ბომბვა უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აშ­კა­რად მი­ღე­ბუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწრა­ფად ხდე­ბა მათი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა.

- და­ი­ბომ­ბა ჰე­ნი­ჩეს­კი, ხერ­სო­ნის ოლ­ქში, ყი­რი­მის სი­ახ­ლო­ვეს. ეს უკვე მე­ო­თხე შემ­თხვე­ვაა მხო­ლოდ ამ კვი­რა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მიზ­ნე რუ­სუ­ლი სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი იყო. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­შუ­ა­ლო რან­გის ოფი­ცე­რია ბოლო და­ბომბვე­ბის შემ­დეგ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.- ყი­რი­მი­დან გა­მო­სას­ვლელ ჩონ­გა­რის და­ბომ­ბი­ლი ხი­დის მო­მიჯ­ნა­ვედ რუ­სებ­მა სამ­ხედ­რო, პონ­ტო­ნუ­რი ხიდი აა­გეს. რო­გორც ჩანს ხიდი იმა­ზე მე­ტად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე ელოდ­ნენ რუ­სე­ბი.

- უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ბომ­ბა­ვენ ხერ­სო­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ოლქს. გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­ნა­რე დნეპ­რის სამ­ხრეთ ნა­წილს. რუ­სე­ბი ში­შო­ბენ რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა დე­სან­ტი გად­მოს­ხან ან ხერ­სო­ნის ან ზა­პო­რი­ჟი­ას ოლ­ქშიო.

- უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ზა­პო­რი­ჟია-დო­ნეც­კის ოლ­ქის მო­მიჯ­ნა­ვედ რივ­ნო­პო­ლი რკა­ლი­სებრ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. რუ­სებ­მა ან უკვე და­ტო­ვეს იქა­უ­რო­ბა ან ამი­ე­რი­დან და­ტო­ვე­ბენ მას.- დო­ნეც­კის ოლ­ქში, მა­რი­ინ­კას სი­ახ­ლო­ვეს, 2014 წლის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გუ­შინ­დე­ლი წინსვლის შემ­დეგ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დღეს კი­დევ რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ზე მო­ხერ­ხდა რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მეტრზე, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თი­თო­ე­ულ მეტრს საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- Bloomberg აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის ბი­უ­ჯეტ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა და ნაღდ შავ ფულ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­დაო".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლღა ბებია
0

100 გრამის მერე რატომ ისვრი ვის კლავ რატომ კლავ- არა აქვს მნიშვნელობა ცალტვინებისთვის

ვახტანგი -71
6

რა უნდა კერძო სამხედრო კომპანია (ე.წ. ჩვკ) „ვაგნერ“-ის ხელმძღვანელ პრიგოჟინს?

ჩემი აზრით თავისი ქვეყნის პატრიოტი ნამდვილად არის, რომელმაც საქმით დაადასტურა ეს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური, მეტიც - ფსიქიკურად გაუწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს...

გადაემტერა შოიგუსა და გერასიმოვს იმ მიზეზით თითქოს ბახმუტში (არტემოვსკში) საბრძოლო მოქმედებების დროს მას სპეციალურად არ აწვდიდნენ საბრძოლო მასალებს...

ან შეიძლება რამე პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს? მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლა?

ჩვენ, უბრალო მოკვდავები ვერასოდეს გავიგებთ სიმართლეს და არცაა საჭირო ამის გაგება. დაუჭამიათ ერთმანეთი...

ერთადერთი დაგვრჩენია ის, რომ გავარგძელოთ ყოველდღიური ცხოვრება და დაველოდოთ საბოლოოდ დამდგარ შედეგებს!

პ.ს. ისე სტალინი ათჯერ მაინც დახვრიტავდა პრიგოჟინს და შოიგუსა და გერასიმოვსაც მიაყოლებდა უკან.

ავტორი:

"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

"არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა" - რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად "ვაგნერის" ჯარისკაცები" დაიღუპნენ.

ევგენი პრიგოჟინი განრისხებულია, ის შურისძიებით იმუქრება და ფაქტობრივად, რუსეთში სამოქალაქო ომს აანონსებს. 23 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე:

"2023 წლის 23 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

- პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რეგულარულმა ძალებმა "ვაგნერის" პოზიციებზე ბახმუტის მიმართულებით დარტყმები განახორციელა. მან მოუწოდა ყველა მის მებრძოლს გაერთიანდნენ რუსეთის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს პროვოკაციას აწყობენ "ვაგნერელები" და არარსებულ დარტყმებზე საუბრობენო, მაინც, სიტუაცია კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება. 25 ათასიან სამხედრო ძალაზე საუბრობს პრიგოჟინი, რაც პოტენციურ შიდა სამხედრო დაპირისპირებას მოასწავებს. მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, ჯერჯერობით მხოლოდ პრიგოჟინის განცხადებებიდან ვიცით ინფორმაცია. რეალურად რა ხდება და მართლაც ხდება თუ არა რაიმე ამას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე უკეთ დავინახავთ.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრიგოჟინის დღევანდელი მიმართვა. მან შოიგუ დაადანაშაულა რუსეთის არმიის მარცხში და აღნიშნა, რომ ომის პირველივე დღეებში საუკეთესო ნაწილები შეაწირა უკრაინას ისე, რომ სადაზვერვო ინფორმაცია არც კი ჰქონდათ რა ძალები ჰყავდათ უკრაინელებსო. ამასთან, პრიგოჟინმა შოიგუ დონბასის ძარცვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი უკეთებია რუსულ არმიას 2014-2022 წლებში კარგი იქო. ხოლო როდესაც რუსულ ოფიციალურ თქმულებას შეეხო თითქოს უკრაინელები დონბასს 8 წლის განმავლობაში ბომბავდნენ, ეს სრულიად მოგონილი ამბავიაო. საბოლოოდ კი აღნიშნა, რომ რუსული არმია სამარცხვინოდაა ქცეული, აფრიკელი ლიდერები მეკითხებიან, -ეგაა თქვენი მსოფლიოში მეორე არმიაო.

არ არის გამორიცხული, ამ ამბის ფონზე პრიგოჟინის დაკავება ან მოკვლა სცადოს შოიგუ-გერასიმოვის კლანმა. ეს სავარაუდოდ კარგადაა ცნობილი პრიგოჟინისათვის, რომელსაც დასაკარგი ძალიან ცოტა აქვს. თუკი ამ დაპირისპირებას სრულმასშტაბიანი შეტაკებების სახე მართლაც ექნება, მაშინ დიდი ამბები გველის წინ. როგორც არ უნდა იყოს, ვინც გადარჩება ალბათ მას დაადანაშაულებენ რუსული არმიის ყველა უბედურებაში.

თავად რუს პროპაგანდისტებშიც არეულობაა. ზოგი სამხედრო გადატრიალებაზე საუბრობს, ზოგი პუტინის დაგეგმილ ქმედებებზე, ზოგიც უბრალოდ უმართავ ქაოსზე. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი.

- ბახმუტის მიმართულებით უკრაინელები აქტიურობენ. როგორც ქალაქიდან აღმოსავლეთით, ისე ჩრდილოეთითაც დინამიურად მოქმედებენ ისინი. მეტიც, სოლედარის ჩრდილოეთითაც დიდი გადაადგილებებია. სასანგრე ბრძოლებთან ერთად სატანკო ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტის ირგვლივ. ორივე მხრიდან მუშაობენ შვეულმფრენები. უკრაინელები აცხადებენ, რომ გამთენიისას კიდევ ერთი რუსული შვეულმფრენი კა-52 იქნა ჩამოგდებული.

- ზაპორიჟიას ოლქში რუსული საწყობების დაბომბვა უწყვეტად მიმდინარეობს. აშკარად მიღებული სადაზვერვო ინფორმაციიდან გამომდინარე სწრაფად ხდება მათი განეიტრალება.

- დაიბომბა ჰენიჩესკი, ხერსონის ოლქში, ყირიმის სიახლოვეს. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა მხოლოდ ამ კვირაში. ამ შემთხვევაში, სამიზნე რუსული სამეთაურო პუნქტი იყო. ასევე რამდენიმე ათეული საშუალო რანგის ოფიცერია ბოლო დაბომბვების შემდეგ განადგურებული.- ყირიმიდან გამოსასვლელ ჩონგარის დაბომბილი ხიდის მომიჯნავედ რუსებმა სამხედრო, პონტონური ხიდი ააგეს. როგორც ჩანს ხიდი იმაზე მეტად იყო დაზიანებული, ვიდრე ელოდნენ რუსები.

- უკრაინელები ძალიან დიდი ინტენსივობით ბომბავენ ხერსონის ოკუპირებულ ოლქს. განსაკუთრებით მდინარე დნეპრის სამხრეთ ნაწილს. რუსები შიშობენ რომ მომდევნო დღეებში შეიძლება უკრაინელებმა დესანტი გადმოსხან ან ხერსონის ან ზაპორიჟიას ოლქშიო.

- უკრაინელებმა ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის მომიჯნავედ რივნოპოლი რკალისებრ ალყაში მოაქციეს. რუსებმა ან უკვე დატოვეს იქაურობა ან ამიერიდან დატოვებენ მას.- დონეცკის ოლქში, მარიინკას სიახლოვეს, 2014 წლის საოკუპაციო ხაზთან შეტაკებები მიმდინარეობს. გუშინდელი წინსვლის შემდეგ ვარაუდობენ, რომ დღეს კიდევ რამდენიმე წერტილზე მოხერხდა რუსული პოზიციების დაკავება. საუბარია რამდენიმე ათეულ მეტრზე, თუმცა ამ მიმართულებით თითოეულ მეტრს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

- Bloomberg აცხადებს, რომ რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი დეფიციტი გაჩნდა და ნაღდ შავ ფულზე მოთხოვნა გაიზარდაო".

იხილეთ ასევე: