კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოცქსელების მაგნატების ბრძოლა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - ცუკერბერგი და მასკი ბრძოლაზე შეთანხმდნენ: ილონი მარკს "ლომვეშაპის ტაქტიკით" ემუქრება"
სოცქსელების მაგნატების ბრძოლა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - ცუკერბერგი და მასკი ბრძოლაზე შეთანხმდნენ: ილონი მარკს "ლომვეშაპის ტაქტიკით" ემუქრება"

მსოფ­ლი­ოს ორმა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა მი­ლი­არ­დერ­მა, ილონ მასკმა და მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა გა­და­წყვი­ტა, რომ ერ­თმა­ნეთს ოქ­ტა­გონ­ზე შე­ებ­რძო­ლონ.

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო - ილონ მასკმა "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ცუ­კერ­ბერგთან ოქ­ტა­გონ­ზე საბ­რძოლ­ვე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და.

"მე­ტას" მფლო­ბელ­მა მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა უკან არ და­ი­ხია და მას­კის "ტვი­ტის" სქ­რინ­შო­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - "მდე­ბა­რე­ო­ბა მომ­წე­რე". მასკმა ცუ­კერ­ბერგს სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლა და უპა­სუ­ხა, რომ ვე­გა­სის ოქ­ტა­გონ­ზე მი­სუ­ლი­ყო.

ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ილონ­მა ცუ­კერ­ბერგს შეს­თა­ვა­ზა UFC-ის ორ­თაბ­რძო­ლე­ბის­თვი­საა და ლას-ვე­გას­ში მდე­ბა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. გა­ლი­ის ბრძო­ლას, რო­მელ­საც მას­კი მარკს სთა­ვა­ზობს, ეს არის სრუ­ლად კონ­ტაქ­ტუ­რი სპორ­ტი, სა­დაც ორი მებ­რძო­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ეჯიბ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს, ხოლო ად­გი­ლი, გა­ლია სა­დაც იბ­რძვი­ან, რვა­კუ­თხაა.

51 წლის მასკმა ასე­ვე "დატ­ვი­ტა":

"მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტაქ­ტი­კა მაქვს, მას "ლომ­ვე­შა­პი" ჰქვია. ამ დროს მე უბ­რა­ლოდ ზე­მო­დან ვა­წე­ვარ ჩემს ოპო­ნენტს და სა­ერ­თოდ არ ვინ­ძრე­ვი". მან ასე­ვე და­წე­რა: "თით­ქმის არას­დროს ვვარ­ჯი­შობ, მხო­ლოდ ჩემს შვი­ლებს ჰა­ერ­ში ვაგ­დებ".

მას­კის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 39 წლის ცუ­კერ­ბერ­გი სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას მის­დევს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში­ცაა ჩარ­თუ­ლი. მან ახ­ლა­ხან ჯიუ-ჯი­ცუს ტურ­ნირ­ზე გა­ი­მარ­ჯვა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­ა­ხა­ლი­სა მას­კი­სა და ცუ­კერ­ბერ­გის ჩხუ­ბის იდე­ამ და დე­ბა­ტე­ბიც კი წა­მო­ი­წყეს იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ გა­ი­მარ­ჯვებ­და ორ­თაბ­რძო­ლა­ში. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ხუმ­რო­ბით ორ­თაბ­რძო­ლის პოს­ტე­რე­ბიც შექ­მნა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მასკმა ავტოწარმოებაში რევოლუცია მოახდინა, ცუკემბერგი ჩვეულებრივი აგენტია რომელსაც ფეისბუქში პირადი მონაცემები სრულად ღია აქვს ფედერალური ბიუროსთვის

??
6

ესენი როდისღა გაემგზავრებიან ტიტანიკის განძეულის მოსაძებნად?

ავტორი:

სოცქსელების მაგნატების ბრძოლა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - ცუკერბერგი და მასკი ბრძოლაზე შეთანხმდნენ: ილონი მარკს "ლომვეშაპის ტაქტიკით" ემუქრება"

სოცქსელების მაგნატების ბრძოლა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - ცუკერბერგი და მასკი ბრძოლაზე შეთანხმდნენ: ილონი მარკს "ლომვეშაპის ტაქტიკით" ემუქრება"

მსოფლიოს ორმა ყველაზე გავლენიანმა მილიარდერმა, ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს ოქტაგონზე შეებრძოლონ.

ყველაფერი ასე დაიწყო - ილონ მასკმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ის ცუკერბერგთან ოქტაგონზე საბრძოლველად ემზადებოდა.

"მეტას" მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა უკან არ დაიხია და მასკის "ტვიტის" სქრინშოთი გამოაქვეყნა წარწერით - "მდებარეობა მომწერე". მასკმა ცუკერბერგს სურვილი შეუსრულა და უპასუხა, რომ ვეგასის ოქტაგონზე მისულიყო.

ადგილი, რომელიც ილონმა ცუკერბერგს შესთავაზა UFC-ის ორთაბრძოლებისთვისაა და ლას-ვეგასში მდებარეობს. რაც შეეხება ე.წ. გალიის ბრძოლას, რომელსაც მასკი მარკს სთავაზობს, ეს არის სრულად კონტაქტური სპორტი, სადაც ორი მებრძოლი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით ეჯიბრება ერთმანეთს, ხოლო ადგილი, გალია სადაც იბრძვიან, რვაკუთხაა.

51 წლის მასკმა ასევე "დატვიტა":

"მე შესანიშნავი ტაქტიკა მაქვს, მას "ლომვეშაპი" ჰქვია. ამ დროს მე უბრალოდ ზემოდან ვაწევარ ჩემს ოპონენტს და საერთოდ არ ვინძრევი". მან ასევე დაწერა: "თითქმის არასდროს ვვარჯიშობ, მხოლოდ ჩემს შვილებს ჰაერში ვაგდებ".

მასკისგან განსხვავებით, 39 წლის ცუკერბერგი სპორტულ ცხოვრებას მისდევს და პროფესიონალურ ორთაბრძოლებშიცაა ჩართული. მან ახლახან ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე გაიმარჯვა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა მასკისა და ცუკერბერგის ჩხუბის იდეამ და დებატებიც კი წამოიწყეს იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებდა ორთაბრძოლაში. ზოგიერთმა მათგანმა ხუმრობით ორთაბრძოლის პოსტერებიც შექმნა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა