მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს" - მარია ზახაროვა
"აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს" - მარია ზახაროვა

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნატო აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში უფრო ღრმად ჩათ­რე­ვას, მათ­მა აგ­რე­სი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ, შე­იძ­ლე­ბა, ბირ­თვულ ძა­ლებს შო­რის პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა­ზე დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა არის ის, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხის მი­ყე­ნე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კით მათ სა­კუ­თა­რი თა­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. აშშ და ნატო აგ­რძე­ლე­ბენ ფსო­ნე­ბის აწე­ვას და სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში უფრო ღრმად ჩათ­რე­ვას. აშ­კა­რაა, რომ ასეთ პო­ლი­ტი­კას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს პირ­და­პი­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბა ბირ­თვულ ძა­ლებს შო­რის. ვფიქ­რობ, არ არის სა­ჭი­რო კი­დევ ერთხელ ავ­ხსნათ ამ კუ­თხით წარ­მოქ­მნი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი რის­კე­ბის არსი და მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხა­სი­ა­თი უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თი სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებს სი­ტუ­ა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს სის­ტე­მუ­რად უგ­ზავ­ნის გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ სიგ­ნა­ლებს.

"სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­დგომ გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­სავ­ლე­თის დე­და­ქა­ლა­ქებს ეკის­რე­ბა. ჩვე­ნი მხრივ, მხო­ლოდ მტკი­ცედ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ რუ­სეთს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და არ ვურ­ჩევ­დით და­სავ­ლეთს ამა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნას“, - და­ას­კვნა ზა­ხა­რო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაზო
7

ყველაფერს მართალს ამბობს. ეგ ადამიანი იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის დაშლას და მითვისებას ცდილობენ და სხვანაირად რა უნდა განაცხადოს? ის, რომ ჩვენ არ მოგვწონს, არ ნიშნავს რომ რაიმეს არასწორად აფასებს. 

დიმა
7

ამერიკელებს გგონიათ, რომ ამჯერადაც მარტო ევროპაში იქნება ომი და ისევ იხეირებენ,მაგრამ ნურას უკაცრავად- თავადაც მოხვდებათ ,მაგ უნამუსო თავში,სიცრუის იმპერიას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს" - მარია ზახაროვა

"აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს" - მარია ზახაროვა

შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას, მათმა აგრესიულმა პოლიტიკამ, შეიძლება, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, რუსეთი სრულად აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და დასავლეთის ქვეყნებს სისტემურად უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალებს.

"სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის დედაქალაქებს ეკისრება. ჩვენი მხრივ, მხოლოდ მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და არ ვურჩევდით დასავლეთს ამაში ეჭვის შეტანას“, - დაასკვნა ზახაროვამ.