მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს
"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს

შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი მებ­რძო­ლი, ირ­ლან­დი­ე­ლი კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი "მა­ი­მი­სა“ და "დენ­ვე­რის“ სა­კა­ლათ­ბურ­თო მატჩს და­ეს­წრო, სა­დაც ნე­ი­მა­რიც მო­ი­ნა­ხუ­ლა და სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა. პა­უ­ზის დროს, მან ტრი­ბუ­ნებს მი­მარ­თა და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სპრე­ის რეკ­ლა­მა გა­ა­კე­თა, შემ­დეგ კი "მა­ი­ა­მის“ მას­კო­ტი ბერ­ნი მო­ედ­ნის ცენ­ტრში და­ა­ნო­კა­უ­ტა - გულ­შე­მატ­კი­ვარს ეს არ მო­ე­წო­ნა და სტვე­ნა და­უ­წყეს.

მატ­ჩის შემ­დეგ, ბერ­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, კო­ნორ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო.

კი­დევ ერთი და უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. TMZ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ნორს მა­მა­კა­ცის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ად­ვო­კა­ტი არი­ელ მიტ­ჩე­ლი აცხა­დებს, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა მას მი­მარ­თა და დე­ტა­ლე­ბი გა­უ­ზი­ა­რა. მიტ­ჩე­ლის თქმით, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტრი­ბუ­ნებ­ზე და­ქალ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­კგ­რე­გო­რის დაც­ვამ სა­პირ­ფა­რე­შოი ძა­ლით შე­იყ­ვა­ნა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, დაც­ვის წევ­რე­ბი გა­რეთ დად­გნენ და არა­ვის უშ­ვებ­დნენ. თვი­თონ კო­ნო­რი შშმ პი­რე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო კა­ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­მო­ვი­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კე­დელ­თან მო­იმ­წყვდია, ჰკოც­ნი­და და ორა­ლურ სექსს აძა­ლებ­და.

მიტ­ჩე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქალ­მა თავი და­იღ­წია, მაგ­რამ ჩან­თა სა­პირ­ფა­რე­შო­ში დარ­ჩა. მან პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

მა­ი­ა­მის პო­ლი­ცია მომ­ხდარს იძი­ებს. კო­ნო­რის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და: "ეს ტყუ­ი­ლია, მის­ტერ მა­კგ­რე­გორს ვერ შე­ა­ში­ნე­ბენ“. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ, კო­ნორ­მა თქვა, რომ ის მე­ო­თხე შვილს ელო­დე­ბა.

"საქ­მე კარ­გად მი­დის. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით კი­დევ ერთ შვილს და ყვე­ლა ვნერ­ვი­უ­ლობთ“, - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი UFC-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც გა­ა­კე­თა: "ჩვენ საქ­მის კურ­სში ვართ, რომ კო­ნორს რა­ღა­ცებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჩვენ ამ ინ­ცი­დენტზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. UFC და­ე­ლო­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, სა­ნამ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს.“

და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "მა­ი­ა­მი­მაც“: "ჩვენ მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­ნორს ძა­ლა­დო­ბა­ში სდე­ბენ ბრას. და­ვე­ლო­დე­ბით სრულ­ფა­სო­ვან გა­მო­ძი­ე­ბას. მა­ნამ­დე კლუ­ბი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს.“

ცნო­ბის­თვის, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც კო­ნორს ძა­ლა­დო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

Time-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მა­კგ­რე­გორს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. მისი თქმით, მებ­რძო­ლის მძღოლ­მა მას ნარ­კო­ტი­კე­ბი შეს­თა­ვა­ზა, აიყ­ვა­ნა პენ­ტჰა­უს­ში, სა­დაც დახ­ვდა კო­ნო­რი, რო­მელ­მაც მის­თვის ტან­საც­მლის გახ­და მო­ინ­დო­მა. პო­ლი­ცი­ამ ირ­ლან­დი­ე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ამ­ბავ­ში ვერ და­ამ­ტკი­ცა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

ერთი წლის შემ­დეგ დუბ­ლი­ნის პო­ლი­ცი­ას ქალ­მა მი­მარ­თა. მისი თქმით, კო­ნორ­მა ის პა­ბის პარ­კინგზე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­სუ­ლა.

2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. ამ­ჯე­რად კორ­სი­კა­ში, სა­დაც კო­ნორს სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა ჰქონ­და. მა­ში­ნაც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცეს და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

ბოლო შემ­თხვე­ვა 2022 წლის ზა­ფხულ­ში იყო. ინ­ცი­დენ­ტი იახ­ტა­ზე მოხ­და, სა­დაც მა­კგ­რე­გო­რი და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. იახ­ტა­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გო­გო­ნა კი მა­კგ­რე­გორს ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. "ის კრი­მი­ნა­ლია. ვფიქ­რობ, იახ­ტი­დან რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მომ­კლავ­და“, - ამ­ბობ­და გო­გო­ნა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაჩო
3

ოდესმე კაცის გაუპატიურების შემთხვევა ყოფილა? რაღაც ავადმყოფი არის ჩვენს დნმში ან გაგვდის სექსვალური ძალადობა დაუსჯელად

ეკატერინე
9

მსოფლიო შანტაჟისტურმა საზოგადოებამ კარგად აიტაცა ეს ძალადობის ვერსია ეტყობა კარგადაც უხდიან...რა ქნან გაჭირდა ცხოვრება.....ჰაჰაჰჰაჰ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს

"დაცვამ გოგონა საპირფარეშოში ძალით შეიყვანა, იქ კონორი დახვდა, ჰკოცნიდა და სექსს აიძულებდა" - კონორ მაკგრეგორს ძალადობაში სდებენ ბრალს

შერეული ორთაბრძოლების პოპულარული მებრძოლი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი "მაიმისა“ და "დენვერის“ საკალათბურთო მატჩს დაესწრო, სადაც ნეიმარიც მოინახულა და სკანდალშიც გაეხვა. პაუზის დროს, მან ტრიბუნებს მიმართა და ტკივილგამაყუჩებელი სპრეის რეკლამა გააკეთა, შემდეგ კი "მაიამის“ მასკოტი ბერნი მოედნის ცენტრში დაანოკაუტა - გულშემატკივარს ეს არ მოეწონა და სტვენა დაუწყეს.

მატჩის შემდეგ, ბერნი საავადმყოფოში იმყოფებოდა, კონორმა კი განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

კიდევ ერთი და უფრო სერიოზული ინციდენტის შესახებ კი მოგვიანებით გახდა ცნობილი. TMZ-ის ინფორმაციით, კონორს მამაკაცის საპირფარეშოში ქალის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატი არიელ მიტჩელი აცხადებს, რომ დაზარალებულმა ქალმა მას მიმართა და დეტალები გაუზიარა. მიტჩელის თქმით, გოგონა, რომელიც ტრიბუნებზე დაქალთან ერთად იმყოფებოდა, მაკგრეგორის დაცვამ საპირფარეშოი ძალით შეიყვანა.

ადვოკატის თქმით, დაცვის წევრები გარეთ დადგნენ და არავის უშვებდნენ. თვითონ კონორი შშმ პირების საპირფარეშო კაბინაში იმყოფებოდა, გამოვიდა, დაზარალებული კედელთან მოიმწყვდია, ჰკოცნიდა და ორალურ სექსს აძალებდა.

მიტჩელის განცხადებით, ქალმა თავი დაიღწია, მაგრამ ჩანთა საპირფარეშოში დარჩა. მან პოლიციას მიმართა.

მაიამის პოლიცია მომხდარს იძიებს. კონორის მხარემ განაცხადა: "ეს ტყუილია, მისტერ მაკგრეგორს ვერ შეაშინებენ“. ტელევიზიებში გასული სიუჟეტის შემდეგ, კონორმა თქვა, რომ ის მეოთხე შვილს ელოდება.

"საქმე კარგად მიდის. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთ შვილს და ყველა ვნერვიულობთ“, - თქვა სპორტსმენმა.

მომხდარზე კომენტარი UFC-ის ხელმძღვანელობამაც გააკეთა: "ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ კონორს რაღაცებში ადანაშაულებენ. ჩვენ ამ ინციდენტზე ინფორმაციის შეგროვებას გავაგრძელებთ. UFC დაელოდება გამოძიებას, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებს.“

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა "მაიამიმაც“: "ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონორს ძალადობაში სდებენ ბრას. დაველოდებით სრულფასოვან გამოძიებას. მანამდე კლუბი განცხადების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.“

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონორს ძალადობაში ედება ბრალი.

Time-ის ინფორმაციით, 2018 წელს პოლიციას მიმართა გოგონამ, რომელიც მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მისი თქმით, მებრძოლის მძღოლმა მას ნარკოტიკები შესთავაზა, აიყვანა პენტჰაუსში, სადაც დახვდა კონორი, რომელმაც მისთვის ტანსაცმლის გახდა მოინდომა. პოლიციამ ირლანდიელის მონაწილეობა ამ ამბავში ვერ დაამტკიცა და საქმე დაიხურა.

ერთი წლის შემდეგ დუბლინის პოლიციას ქალმა მიმართა. მისი თქმით, კონორმა ის პაბის პარკინგზე გააუპატიურა. საქმე სასამართლომდე არ მისულა.

2020 წლის სექტემბერში მორიგი განცხადება შევიდა პოლიციაში. ამჯერად კორსიკაში, სადაც კონორს საქორწილო მოგზაურობა ჰქონდა. მაშინაც სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს და საქმე დაიხურა.

ბოლო შემთხვევა 2022 წლის ზაფხულში იყო. ინციდენტი იახტაზე მოხდა, სადაც მაკგრეგორი დაბადების დღეს აღნიშნავდა. იახტაზე მყოფი ერთ-ერთი გოგონა კი მაკგრეგორს ძალადობაში სდებდა ბრალს. "ის კრიმინალია. ვფიქრობ, იახტიდან რომ არ წამოვსულიყავი, მომკლავდა“, - ამბობდა გოგონა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე