პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე კინოცენტრთან დაკავშირებულ ვითარებასა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებულ ფილმზე?
"აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე კინოცენტრთან დაკავშირებულ ვითარებასა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებულ ფილმზე?

კი­ნო­ცენ­ტრის გარ­შე­მო რა­ღაც ჭარ­ბი აჟი­ო­ტა­ჟია შექ­მნი­ლი. ეჭვი გა­მიჩ­ნდა, თა­ვის დრო­ზე იქ რა­ი­მე კლა­ნი ხომ არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი­ნო­ცენ­ტრის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რო­დე­საც კი­ნო­ცენ­ტრს ქარ­თუ­ლი კი­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­ცერ­თი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს და პრო­ტეს­ტი უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა, ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პრო­ტეს­ტი სუ­ბი­ექ­ტუ­რია.

"კი­ნო­ცენ­ტრის გარ­შე­მო რა­ღაც ჭარ­ბი აჟი­ო­ტა­ჟია შექ­მნი­ლი. ეჭვი გა­მიჩ­ნდა, თა­ვის დრო­ზე იქ რა­ი­მე კლა­ნი ხომ არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, ქარ­თულ კი­ნოს გა­ჯან­სა­ღე­ბა და მეტი რე­სურ­სის ჩა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. მი­ნის­ტრის ქმე­დე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, აქეთ­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ყვე­ლა სა­კი­თხი უნდა გა­ირ­კვეს დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში და არა პრო­ტეს­ტის.

კი­ნოს კონ­ტრო­ლი ჩვენ წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ. გახ­სოვთ, რა ხდე­ბო­და 2012 წლამ­დე, კი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თე­ბით იღებ­დნენ. დღეს ეს აღარ ხდე­ბა, ამი­ტომ აღარ ვიცი ამ პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი რა არის. შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი იყოს. რო­დე­საც ქარ­თუ­ლი კი­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­ცერ­თი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა და პრო­ტეს­ტი უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა, ეს, თა­ვის­თა­ვად, მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ რა­ღაც სუ­ბი­ექ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას სა­ლო­მე ჯა­შის ფილ­მის, "მოთვი­ნი­ე­რე­ბი­სა“ და კი­ნო­ცენ­ტრში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კავ­ში­რის შე­სა­ხებ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკზე მსგავ­სი ირო­ნი­უ­ლი ფილ­მის კი­ნო­ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბით გა­და­ღე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა, თუმ­ცა ამ­ჟა­მინ­დელ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან ამას კავ­ში­რი არ აქვს.

"სა­ლო­მე ჯა­შის ფილმზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ის სა­მარ­ცხვი­ნოა. სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ფილ­მი, რო­მე­ლიც კი­ნო­ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბით რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო. დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი არის უნი­კა­ლუ­რი, რომ­ლის მო­წყო­ბა­შიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი რე­სურ­სი ჩადო. ეს პარ­კი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და რო­დე­საც ამა­ზე ასეთ ირო­ნი­ულ ფილ­მს იღებ, ეს სა­მარ­ცხვი­ნოა, თუმ­ცა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან ამას რა კავ­ში­რი აქვს? ეს არის რე­ჟი­სო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კი­ნო­ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ფილ­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად სენ­სი­ტი­უ­რი და კრი­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად სა­მარ­ცხვი­ნო ფილ­მე­ბი უნდა და­ა­ფი­ნან­სოს კი­ნო­ცენ­ტრმა? როცა აბ­სურ­დს აფი­ნან­სებ, ამას ვე­რა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა ვერ ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ჯა­შის "მოთვი­ნი­ე­რე­ბის“ მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2021 წლის 31 იან­ვარს "Sundance’’-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. ფილ­მი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­შე­ნე­ბულ დენ­დრო­ლო­გი­ურ ბაღს ეხე­ბა, სა­დაც ხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­ი­ტა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2022 წლის აპ­რილ­ში თბი­ლის­ში ფილ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ნოს სახ­ლში იყო და­გეგ­მი­ლი, გა­უქ­მდა. რე­ჟი­სორ სა­ლო­მე ჯა­შის აზ­რით, ამის მი­ზე­ზი ფილ­მის ში­ნა­არ­სი იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამილა
4

უნდა გადაიღონ კონტრა ფილმი დენდროლოგიური პარკის სასარგებლო თვისებებზე

ანდრო
58

ახალი ეროვნულობაზე გაქაჩვის პიარკამპანიაა ოცნებაში, შესაბამისად შეიცვლება ნაცებშიც , რომ ეს მარაზმი , ვითომ ოპზიცია პოზიციის კამათის კიდევ გაგრძელდეს , ამასობაში შვილებიც მოესწრებიან და ტაშით ამხანაგებო ტაშით შევაქოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე კინოცენტრთან დაკავშირებულ ვითარებასა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებულ ფილმზე?

"აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე კინოცენტრთან დაკავშირებულ ვითარებასა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებულ ფილმზე?

კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც კინოცენტრს ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს მიანიშნებს, რომ დამოკიდებულება და პროტესტი სუბიექტურია.

"კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთკენაა მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტის.

კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ აღარ ვიცი ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერებისა“ და კინოცენტრში განვითარებული მოვლენების კავშირის შესახებ, ირაკლი კობახიძის თქმით, დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის კინოცენტრის დაფინანსებით გადაღება სამარცხვინოა, თუმცა ამჟამინდელ საკადრო ცვლილებებთან ამას კავშირი არ აქვს.

"სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო. დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს? ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ჯაშის "მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს "Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს. საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის აზრით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო.

იხილეთ ასევე: