მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპანტებმა 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ 80-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი" - რა ხდებოდა უკრაინაში გასული დღეს
"ოკუპანტებმა 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ 80-ზე მეტჯერ  გახსნეს ცეცხლი" - რა ხდებოდა უკრაინაში გასული დღეს

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და რუ­სულ ძა­ლებს შო­რის, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 30-ზე მეტი შე­ტა­კე­ბა მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტა­ბის დი­ლის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მტრის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე - გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-ზე მეტი სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბა მოხ­და“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ღა­მით რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე ირა­ნუ­ლი Shahed-ის ორი დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­რი­გი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ა­ნად­გუ­რა.

"გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მტერ­მა 5 სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა Х-101/Х-555 და Х-59 ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით. გარ­და ამი­სა, 60-ზე მეტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და ჩვე­ნი ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი 80-ზე მეტ­ჯერ გახ­სნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის ქა­ლაქ კრი­ვი-რიჰ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი, ხერ­სო­ნის ოლ­ქში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ამას­თან, გენშტა­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ამ, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 13 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა იმ ად­გი­ლებს, სა­დაც მტრის ცო­ცხა­ლი ძალა იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა, ასე­ვე, გა­ა­ნად­გუ­რეს Shahed -131/136 ტი­პის ირა­ნუ­ლი დამ­რტყმე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, "ორ­ლან-10“ ტი­პის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და 3 სა­დაზ­ვერ­ვო დრო­ნი“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნის სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 2 სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტს, S-300 სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას, ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გან­ლა­გე­ბის 4 ტე­რი­ტო­რი­ას, 3 საბ­რძო­ლო სა­ცავ­სა და 7 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გარს და­არ­ტყეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea es
0

ვისაც რუსეთის მხარე გიჭირავთ, ძალიან მაინტერესებს ოჯახში არ დაიბადეთ? ანა-ბანა არ გასწავლეეს, ბოროტის და კეთილის გარჩევას ვერ ახერხებთ არა? ვაი თქვენს პატრონს უბედურს, დაიმახსოვრეთ თქვენი პოზიციით იმ ქვწყნად თქვენ და თქვენ შვილებს აუცილებლად მოგეკითხებათ.

Marvel
2

უკრაინელი ქალები ჩვენც შეგვახვედრეთ,მარტო ნაცებმა უნდა ხერხონ? კაცები ნაღდად აღარ დარჩებათ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოკუპანტებმა 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ 80-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი" - რა ხდებოდა უკრაინაში გასული დღეს

"ოკუპანტებმა 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ 80-ზე მეტჯერ  გახსნეს ცეცხლი" - რა ხდებოდა უკრაინაში გასული დღეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.

სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებს, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო დისლოცირებული.

"ჩვენმა დამცველებმა, ასევე, გაანადგურეს Shahed -131/136 ტიპის ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, "ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 3 სადაზვერვო დრონი“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 სამეთაურო პუნქტს, S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 4 ტერიტორიას, 3 საბრძოლო საცავსა და 7 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს.