საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო და საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან, ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის დასახმარებლად. გავააქტიურეთ საბრძოლო მასალის, იარაღისა და შეიარაღებული მანქანების მიწოდება”, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარება უახლოეს დღეებსა და კვირებშიც გაგრძელდება.
გადაგრევს ეს ხალხი.. ე.ი. : 1. რუსებს ჰყავთ ცოცხალი ძალის 5-ჯერ დიდი გაწვევადი რეზერვი ვიდრე უკრაინელებს. ხოლო ფრონტზე მარი ძალები ერთნაირია. 2. რუსული ქარხნები თვეში უშვებენ 100 ცალ т-90-ს, უკრაინელებს კიდევ ყოველ თვე 100 ცალ ლეოპარდს ან აბრამსს ვერავინ მისცემს. 3. რუსებს მინიმუმ 5-ჯერ მეტი არტილერია აქვთ. 4. რუსების ავიაცია ჯერჯერობით თავის ჭკუაზე დადის უკრაინის ცაში, ბომბავს და ანადგურებს. 5. რუსების საბრძოლო განწყობა არაფრით ჩამოუვარდება უკრაინელებისას (ამერიკული პროპაგანდა რასაც არ უნდა გვიყვებოდეს). 6. რუსული ეკონომიკა სამხედრო რეჟიმზეა დამდგარი და აწარმოებს და აგროვებს შეიარაღებას... 7. რუსული ეკონომიკა მორგებულია ამ ომის რეჟიმს და არაფერი ეტყობა ჩამონგრევის.. ერთი ვინმემ დალაგებულად ახსნას ახლა, რა გზით უნდა მიაღწიოს წარმატებას ზელენსკიმ..