სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს" - მსახიობი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია გააცოცხლა: უნაგირის ოსტატი საყვარელ საქმიანობაზე
"მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს" - მსახიობი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია გააცოცხლა: უნაგირის ოსტატი საყვარელ საქმიანობაზე

უნა­გი­რი ცხე­ნის აღ­კაზ­მუ­ლო­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლია, ხოლო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უნა­გირს ქმნის, მე­უ­ნა­გი­რეს, იგი­ვე სა­რაჯს უწო­დე­ბენ...

და­ვით ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი უნა­გირს 20 წე­ლი­წა­დია ამ­ზა­დებს. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი, მხე­და­რი, უნა­გი­რის კე­თე­ბით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, თა­ნაც მუდ­მი­ვად ახ­ლის ძი­ე­ბა­შია. უნა­გი­რის ოს­ტა­ტი კი ჰქვია, მაგ­რამ უფრო ხე­ლო­ვა­ნია, მისი შექ­მნი­ლი უნა­გი­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია.

უნდა და­ხა­ზო, პა­რა­მეტ­რე­ბი სწო­რად დას­ვა, გჭირ­დე­ბა ფან­ტა­ზია, ნიჭი, სტრუქ­ტუ­რა არ უნდა და­ირ­ღვეს... გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რო­გორც ცხე­ნის, ისე მხედ­რის წო­ნაც. საქ­მე შრო­მა­ტე­ვა­დია, ხე­ლით სა­კე­თე­ბე­ლი და ამ საქ­მის ინ­ტე­რე­სი და­ვითს ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და. ზა­ფხულ­ში სო­ფელ­ში რომ ჩა­დი­ო­და, უბად­ლო ოს­ტა­ტი პა­პის შრო­მას აკ­ვირ­დე­ბო­და. პა­პაც სთხოვ­და, კარ­გად დაჰ­კვირ­ვე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ ამ ყვე­ლა­ფერს და­ვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­და. ვერც იმას წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მე­უ­ნა­გი­რე­ო­ბა მო­მა­ვალ­ში მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გახ­დე­ბო­და.

და­ვით ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი:

- 12 წლის ვი­ყა­ვი, პაპა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით მაგ დროს იპოდ­რომ­ზე და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში რო­გორც ცხე­ნო­სან­მა და ამ სპორ­ტს გავ­ყე­ვი. 16 წლი­სა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ცხე­ნოს­ნად გა­და­ვე­დი. ცხენ­მა კი­ნო­გა­და­ღე­ბას მა­ზი­ა­რა. მერე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, ვი­ყა­ვი თე­ატ­რში, კი­ნო­ში, გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა დღეს ამ საქ­მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია ცხოვ­რე­ბა... უნა­გი­რი რომ გა­ა­კე­თო, ცხენს კარ­გად უნდა იც­ნობ­დე, ანუ ჯერ მხედ­რო­ბა უნდა ის­წავ­ლო. ძა­ლი­ან მინ­და ეს ტრა­დი­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, მე­ტად გა­მო­ვა­ცო­ცხლოთ, გან­ვა­ვი­თა­როთ, რათა ამ ხე­ლო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სული არ მოკ­ვდეს, დიდ­ხანს იცო­ცხლოს.

- ესე იგი, უნა­გი­რის გა­კე­თე­ბა ბევრ ფიქ­რს მო­ი­თხოვს...

- კი, ასეა და შეც­დო­მას არ გა­პა­ტი­ებს. ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით და გულ­და­გულ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნო და შექ­მნა. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მიყ­ვარს, რად­გან მათ­თვის სული მაქვს ჩა­ბე­რი­ლი. თი­თო­ე­ულს ჩემი ემო­ცია თან ახ­ლავს. მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა. რო­დე­საც პაპა ამ საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­გი­რე­ბი დი­დად არ ჭირ­და, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი უნა­გი­რი მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო და არის. სახ­ნავ-სა­თე­სად სხვა გჭირ­დე­ბა, გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად სხვა, სამ­წყემ­სოდ - სხვა... პაპა მათ­რახს რომ დაწ­ნავ­და, ითხოვ­და, ამის­თვი­საც მე­ყუ­რე­ბი­ნა. მათ­რა­ხიც რთუ­ლი გა­მო­საყ­ვა­ნია. თა­ვი­დან ტყა­ვი გა­მოჰ­ყავ­და, რაც კი­დევ სხვა სპე­ცი­ფი­კა იყო. ყუ­რა­დღე­ბას იმ ყვე­ლა­ფერს თით­ქოს არ ვაქ­ცევ­დი, მაგ­რამ მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა ინა­ხავ­და და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამო­ა­ტივ­ტი­ვა.

- მი­თხა­რით, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მხედ­რად რომ გა­და­ვე­დი, მე­უ­ნა­გი­რე­ო­ბას იქაც და­ვუ­ახ­ლოვ­დიო. რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- იმ­ხა­ნად საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სამი სა­ცხე­ნოს­ნო ბაზა არ­სე­ბობ­და: "ტა­ჯი­კ­ფილ­მის,“ "ქარ­თუ­ლი ფილ­მი­სა“ და "მოს­ფილ­მის“. სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნოს­ტუ­დი­ას ძა­ლი­ან დიდი ბაზა ჰქონ­და, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით, მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. იქ ნა­ხავ­დით აღ­კაზ­მუ­ლო­ბებს, უნა­გი­რებს, სხვა­დას­ხვა ფა­ე­ტონს... ამი­ტომ იქ ბევრ რა­მეს სწავ­ლობ­დი. სა­ნამ მათ­თან მხედ­რად გა­და­ვი­დო­დი, კი­ნოს­ტუ­დი­ის მხედ­რებს იპოდ­რო­მის მხედ­რე­ბი ვეხ­მა­რე­ბო­დით. კი­ნოს­ტუ­დი­ა­შიც მაგ­რე­ბი დამ­ხვდნენ, სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფი იყო. სხვა­დას­ხვა საქ­მის არა­ერ­თი ძვე­ლი ოს­ტა­ტიც მუ­შა­ობ­და, ფა­ე­ტონს აკე­თებ­დნენ, უნა­გი­რის შე­კე­თე­ბაც ეხერ­ხე­ბო­დათ. მერე რა­ღა­ცე­ბის შექ­მნა ჩვენც და­ვი­წყეთ. ერ­თმა მკი­თხა, შე­გიძ­ლია უნა­გი­რი გა­მი­კე­თოო? გა­ვუ­კე­თე, მე­ო­რე, მე­სა­მე მო­ვი­და და ყვე­ლას მე­გობ­რუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. უნა­გი­რე­ბი სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტმაც შე­მიკ­ვე­თა... ნელ-ნელა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და უკვე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვა­რე­გის­ტრი­რე... აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი და თან პაპა სულ მახ­სენ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ამ საქ­მის სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტი იყო. დღე­საც კად­რე­ბად მი­ცო­ცხლდე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა.

- ამ საქ­მის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი გქო­ნი­ათ...

- კი, ვუ­ყუ­რებ­დი, თან ვეხ­მა­რე­ბო­დი კი­დეც და რა­ღა­ცებს ვი­მახ­სოვ­რებ­დი. კი­ნოს­ტუ­დი­ა­შიც ხომ ვნა­ხე უნა­გი­რის სხვა მო­დე­ლე­ბი, ტექ­ნო­ლო­გია, რო­გორ მზად­დე­ბო­და. ამან კი­დევ მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და ჩემი ხე­ლით შრო­მა და­ვა­ფა­სე. ახალ­შე­ძე­ნილ და პა­პის­გან გად­მო­ცე­მულ ცოდ­ნას ერ­თმა­ნეთს ვუ­კავ­ში­რებ­დი, რაც პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

- სულ რამ­დე­ნი გექ­ნე­ბათ დამ­ზა­დე­ბუ­ლი?

- 20 წე­ლია, ვმუ­შა­ობ და თუ ასე, უცებ გი­პა­სუ­ხებთ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი იქ­ნე­ბა... ისე, შეკ­ვე­თის მო­დელ­საც გა­აჩ­ნია - ვი­ღა­ცას უნდა ნა­ქარგ-ნა­ჭე­დი, ვი­ღა­ცას - ტყა­ვის, შაბ­ლო­ნუ­რი... შე­იძ­ლე­ბა, როცა ბევ­რია შე­საქ­მნე­ლი, ორი მუშა და­ვიხ­მა­რო, ჩემი უმ­ცრო­სი ბი­ჭიც, მაგ­რამ სა­ავ­ტო­როს შექ­მნა­ში ვე­რა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბა, შენ უნდა გა­ა­კე­თო.

- რამ­დენ­ნა­ი­რი უნა­გი­რი არ­სე­ბობს?

- სა­ო­ფიც­რო, სამ­წყობ­რო, კა­ზა­კუ­რი (ზო­გად­კავ­კა­სი­უ­რი), ვეს­ტერ­ნის ტი­პის, "პე­პე­ლა“... მი­ნი­მუმ 5 სა­ხის უნა­გი­რია... ასე მგო­ნია, ამ საქ­მით ჩემს სამ­შობ­ლოს ძა­ლი­ან ვე­ფე­რე­ბი. მყავს ცხე­ნე­ბიც. თუ გინ­და შე­დე­გი გქონ­დეს, ცხენს უნდა ელა­პა­რა­კო. ყვე­ლა­ფე­რი ეს­მით. ოთხი ცხე­ნი მყავს. თი­თო­ე­ულს სა­თა­ნა­დო დროს ვუთ­მობ. ამ ყვე­ლაფ­რით სამ­შობ­ლოს­თან, ბუ­ნე­ბას­თან მეტ სი­ახ­ლო­ვეს ვგრძნობ. ცხე­ნი გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­და­ად­გილ­დე თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას - ტყე­ში, წყალ­ში, მინ­დორ­ზე, იქ, სა­დაც პი­კა­პი ვერ მივა... მას­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი არც დაფ­რი­ნავ, არც მი­წა­ზე ხარ, სა­დღაც შუ­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი, მაგ­რამ გა­და­ად­გილ­დე­ბი. ცხე­ნი ად­რე­ნა­ლინს გაწ­ვდის, თან გე­მე­გობ­რე­ბა. არ უნდა შე­გიფრ­თხეს, თუ შე­გიფრ­თხა, უნდა და­ამ­შვი­დო. თუ და­სა­ძა­ლე­ბე­ლია, უნდა და­ა­ძა­ლო, დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ა­ლახ­ვი­ნო...

- თქვენ ქმნით პრო­დუქტს, რო­მე­ლიც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ, ასეა?

- დიახ და ეს პრო­დუქ­ტი მხე­დარ­სა და ცხენს შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ იმა­ზე, რომ მხედ­რის ცხე­ნი არ უნდა და­ზი­ან­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, არც თა­ვად მხე­და­რი. ეს უკვე სწო­რად გათ­ვლი­ლი ზო­მე­ბით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტია. ადა­მი­ან­მა სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა გა­ნი­ცა­დოს. რაც მთა­ვა­რია, ეს ქარ­თუ­ლი უნა­გი­რია. ჩვენ სხვა­გან ვე­ძებთ წუ­თი­სო­ფელს, არა­და, აქაც გვაქვს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ. ვგუ­ლის­ხმობ არა მარ­ტო უნა­გირს, მა­მა­პა­პე­ულ არა­ერთ ხელ­საქ­მე­საც. თუმ­ცა უნა­გი­რი დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­შიც მო­თხოვ­ნა­დი გახ­და. ალ­ბათ, ისევ იმი­ტომ, რომ ცხენს ვერც ერთი ტრან­სპორ­ტი ვერ ცვლის. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ეს საქ­მე კი­დევ მე­ტად უნდა გან­ვი­თარ­დეს. შრო­მა არ უნდა და­ვი­ზა­როთ, არ უნდა იყოს ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ამას ვერ ვი­კად­რებ, ვერ გა­ვა­კე­თე­ბო. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში სულ არ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი მშრო­მე­ლი გა­მო­ვი­დო­დი.

- მსა­ხი­ო­ბი და მხე­და­რი, ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ უნა­გი­რის ოს­ტა­ტი ბრძან­დე­ბით...

- ისე გა­მო­ვი­და, რომ ბავ­შვო­ბა­ში რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მიყ­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სია შე­ვი­ძი­ნე, მა­ინც იქით წა­ვე­დი. ცხე­ნი, ჯი­რი­თი, უნა­გი­რე­ბი მიყ­ვარ­და, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ უნა­გი­რე­ბის ოს­ტა­ტი გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ სუ­ლის სიღ­რმე­ში ეტყო­ბა, მა­ინც მა­წუ­ხებ­და და როცა მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დეც ამო­ხეთ­ქა.

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცხე­ნით ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვე­ფე­რე­ბი ახალ­გაზ­რდებს. თვი­თო­ნაც სამი ბი­ჭის მამა ვარ. ყვე­ლას ვთხოვ და ვურ­ჩევ, ვი­საც შე­უძ­ლია ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე უარს ნუ იტყვის. ღირ­სე­უ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი სპორ­ტია - მე­ტად შე­გაყ­ვა­რებს შენს თავს, მე­გობ­რებს, ზო­გა­დად ადა­მი­ანს. იქ­ნებ ინ­ტერ­ნეტს ცოტა დრო მო­აკ­ლონ, მი­ა­კი­თხონ სა­ცხე­ნოს­ნო ბა­ზებს, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სოფ­ლებ­ში, რა­ი­ო­ნებ­ში და­უ­ახ­ლოვ­დნენ ამ სპორ­ტს. ცხე­ნოს­ნო­ბა აჯან­სა­ღებს ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად. პირ­ვე­ლი, რა თვი­სე­ბა­საც ადა­მი­ანს უვი­თა­რებს, სხვა­ზე ზრუნ­ვის უნა­რია. ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლამ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ვიშ­რო­მოთ, აქ ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე, აქა­უ­რო­ბას ნუ გა­ვურ­ბი­ვართ. ორ წე­ლი­წად­ზე მეტი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლი და დავ­ბრუნ­დი. არა­და, გარ­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
1

ასეთი ხელის პატრონი, თუ იყავი რას გარბოდი ამერიკაში. ბევრი გინდოდა გეშოვა. ღმერთმა დაგლოცოს და გისურვებ წარმატებებს. ვინც ამერიკაში გარბის ის ხალხი შენ დალოცე. მათ თავიანთ გაჭირვებაც ეყოფა სამშობლოს და ოჯახის დატოვება არავს უნდა.

ნატალია ნატო
0

საამაყო ქართველი ..იდღეგრძელე..იმრავლე... დიდება უფალს

ავტორი:

"მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს" - მსახიობი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია გააცოცხლა: უნაგირის ოსტატი საყვარელ საქმიანობაზე

"მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს" - მსახიობი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია გააცოცხლა: უნაგირის ოსტატი საყვარელ საქმიანობაზე

უნაგირი ცხენის აღკაზმულობის მთავარი ნაწილია, ხოლო ადამიანს, რომელიც უნაგირს ქმნის, მეუნაგირეს, იგივე სარაჯს უწოდებენ...

დავით ჩალათაშვილი უნაგირს 20 წელიწადია ამზადებს. პროფესიით მსახიობი, მხედარი, უნაგირის კეთებით უდიდეს სიამოვნებას იღებს, თანაც მუდმივად ახლის ძიებაშია. უნაგირის ოსტატი კი ჰქვია, მაგრამ უფრო ხელოვანია, მისი შექმნილი უნაგირი, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშია.

უნდა დახაზო, პარამეტრები სწორად დასვა, გჭირდება ფანტაზია, ნიჭი, სტრუქტურა არ უნდა დაირღვეს... გასათვალისწინებელია როგორც ცხენის, ისე მხედრის წონაც. საქმე შრომატევადია, ხელით საკეთებელი და ამ საქმის ინტერესი დავითს ბავშვობიდან ჰქონდა. ზაფხულში სოფელში რომ ჩადიოდა, უბადლო ოსტატი პაპის შრომას აკვირდებოდა. პაპაც სთხოვდა, კარგად დაჰკვირვებოდა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს დავითი მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მეუნაგირეობა მომავალში მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმე გახდებოდა.

დავით ჩალათაშვილი:

- 12 წლის ვიყავი, პაპა რომ გარდაიცვალა. დაახლოებით მაგ დროს იპოდრომზე დავიწყე ვარჯიში როგორც ცხენოსანმა და ამ სპორტს გავყევი. 16 წლისა კინოსტუდიაში ცხენოსნად გადავედი. ცხენმა კინოგადაღებას მაზიარა. მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ვიყავი თეატრში, კინოში, გახმოვანებაზე, თუმცა დღეს ამ საქმის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება... უნაგირი რომ გააკეთო, ცხენს კარგად უნდა იცნობდე, ანუ ჯერ მხედრობა უნდა ისწავლო. ძალიან მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, მეტად გამოვაცოცხლოთ, განვავითაროთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს, დიდხანს იცოცხლოს.

- ესე იგი, უნაგირის გაკეთება ბევრ ფიქრს მოითხოვს...

- კი, ასეა და შეცდომას არ გაპატიებს. ყველაფერი ხელით და გულდაგულ უნდა გამოიყვანო და შექმნა. ჩემი ნამუშევრები მიყვარს, რადგან მათთვის სული მაქვს ჩაბერილი. თითოეულს ჩემი ემოცია თან ახლავს. მუშაობის პროცესს სიმშვიდე სჭირდება. როდესაც პაპა ამ საქმით იყო დაკავებული, მაშინ საქართველოში უნაგირები დიდად არ ჭირდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მაგრამ ქართული უნაგირი მაინც განსხვავებული იყო და არის. სახნავ-სათესად სხვა გჭირდება, გადასაადგილებლად სხვა, სამწყემსოდ - სხვა... პაპა მათრახს რომ დაწნავდა, ითხოვდა, ამისთვისაც მეყურებინა. მათრახიც რთული გამოსაყვანია. თავიდან ტყავი გამოჰყავდა, რაც კიდევ სხვა სპეციფიკა იყო. ყურადღებას იმ ყველაფერს თითქოს არ ვაქცევდი, მაგრამ მხედველობითი მეხსიერება ინახავდა და საჭიროების შემთხვევაში ამოატივტივა.

- მითხარით, კინოსტუდიაში მხედრად რომ გადავედი, მეუნაგირეობას იქაც დავუახლოვდიო. რას გულისხმობდით?

- იმხანად საბჭოთა კავშირში სამი საცხენოსნო ბაზა არსებობდა: "ტაჯიკფილმის,“ "ქართული ფილმისა“ და "მოსფილმის“. საქართველოს კინოსტუდიას ძალიან დიდი ბაზა ჰქონდა, შესაბამისი ინვენტარით, მდიდარი და მრავალფეროვანი. იქ ნახავდით აღკაზმულობებს, უნაგირებს, სხვადასხვა ფაეტონს... ამიტომ იქ ბევრ რამეს სწავლობდი. სანამ მათთან მხედრად გადავიდოდი, კინოსტუდიის მხედრებს იპოდრომის მხედრები ვეხმარებოდით. კინოსტუდიაშიც მაგრები დამხვდნენ, საინტერესო ჯგუფი იყო. სხვადასხვა საქმის არაერთი ძველი ოსტატიც მუშაობდა, ფაეტონს აკეთებდნენ, უნაგირის შეკეთებაც ეხერხებოდათ. მერე რაღაცების შექმნა ჩვენც დავიწყეთ. ერთმა მკითხა, შეგიძლია უნაგირი გამიკეთოო? გავუკეთე, მეორე, მესამე მოვიდა და ყველას მეგობრულად ვემსახურებოდი. უნაგირები სატყეო დეპარტამენტმაც შემიკვეთა... ნელ-ნელა რაოდენობა გაიზარდა და უკვე ჩემი საქმიანობა დავარეგისტრირე... აქტიურად ვმუშაობდი და თან პაპა სულ მახსენდებოდა, რომელიც ამ საქმის საოცარი ოსტატი იყო. დღესაც კადრებად მიცოცხლდება მისი საქმიანობა.

- ამ საქმისთვის საფუძველი გქონიათ...

- კი, ვუყურებდი, თან ვეხმარებოდი კიდეც და რაღაცებს ვიმახსოვრებდი. კინოსტუდიაშიც ხომ ვნახე უნაგირის სხვა მოდელები, ტექნოლოგია, როგორ მზადდებოდა. ამან კიდევ მეტი გამოცდილება შემძინა და ჩემი ხელით შრომა დავაფასე. ახალშეძენილ და პაპისგან გადმოცემულ ცოდნას ერთმანეთს ვუკავშირებდი, რაც პროდუქტის შექმნაში მეხმარებოდა.

- სულ რამდენი გექნებათ დამზადებული?

- 20 წელია, ვმუშაობ და თუ ასე, უცებ გიპასუხებთ, რამდენიმე ათასი იქნება... ისე, შეკვეთის მოდელსაც გააჩნია - ვიღაცას უნდა ნაქარგ-ნაჭედი, ვიღაცას - ტყავის, შაბლონური... შეიძლება, როცა ბევრია შესაქმნელი, ორი მუშა დავიხმარო, ჩემი უმცროსი ბიჭიც, მაგრამ საავტოროს შექმნაში ვერავინ დაგეხმარება, შენ უნდა გააკეთო.

- რამდენნაირი უნაგირი არსებობს?

- საოფიცრო, სამწყობრო, კაზაკური (ზოგადკავკასიური), ვესტერნის ტიპის, "პეპელა“... მინიმუმ 5 სახის უნაგირია... ასე მგონია, ამ საქმით ჩემს სამშობლოს ძალიან ვეფერები. მყავს ცხენებიც. თუ გინდა შედეგი გქონდეს, ცხენს უნდა ელაპარაკო. ყველაფერი ესმით. ოთხი ცხენი მყავს. თითოეულს სათანადო დროს ვუთმობ. ამ ყველაფრით სამშობლოსთან, ბუნებასთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობ. ცხენი გაძლევს საშუალებას გადაადგილდე თითქმის ნებისმიერ ადგილას - ტყეში, წყალში, მინდორზე, იქ, სადაც პიკაპი ვერ მივა... მასზე ამხედრებული არც დაფრინავ, არც მიწაზე ხარ, სადღაც შუაში იმყოფები, მაგრამ გადაადგილდები. ცხენი ადრენალინს გაწვდის, თან გემეგობრება. არ უნდა შეგიფრთხეს, თუ შეგიფრთხა, უნდა დაამშვიდო. თუ დასაძალებელია, უნდა დააძალო, დაბრკოლება გადაალახვინო...

- თქვენ ქმნით პროდუქტს, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებთ, ასეა?

- დიახ და ეს პროდუქტი მხედარსა და ცხენს შორის შუამავალია. პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ მხედრის ცხენი არ უნდა დაზიანდეს, შესაბამისად, არც თავად მხედარი. ეს უკვე სწორად გათვლილი ზომებით შექმნილი პროდუქტია. ადამიანმა სიამოვნება უნდა განიცადოს. რაც მთავარია, ეს ქართული უნაგირია. ჩვენ სხვაგან ვეძებთ წუთისოფელს, არადა, აქაც გვაქვს ბევრი საინტერესო რამ. ვგულისხმობ არა მარტო უნაგირს, მამაპაპეულ არაერთ ხელსაქმესაც. თუმცა უნაგირი დღევანდელ ცხოვრებაშიც მოთხოვნადი გახდა. ალბათ, ისევ იმიტომ, რომ ცხენს ვერც ერთი ტრანსპორტი ვერ ცვლის. ამიტომ მგონია, რომ ეს საქმე კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. შრომა არ უნდა დავიზაროთ, არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამას ვერ ვიკადრებ, ვერ გავაკეთებო. სკოლის პერიოდში სულ არ ვიფიქრებდი, რომ ასეთი მშრომელი გამოვიდოდი.

- მსახიობი და მხედარი, ისე აღმოჩნდა, რომ უნაგირის ოსტატი ბრძანდებით...

- ისე გამოვიდა, რომ ბავშვობაში რაც მაინტერესებდა და მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში სხვადასხვა პროფესია შევიძინე, მაინც იქით წავედი. ცხენი, ჯირითი, უნაგირები მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა, თუ უნაგირების ოსტატი გავხდებოდი, მაგრამ სულის სიღრმეში ეტყობა, მაინც მაწუხებდა და როცა მომეცა საშუალება, კიდეც ამოხეთქა.

- კარგი იქნება, თუ ცხენით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება...

- ძალიან მიყვარს და ვეფერები ახალგაზრდებს. თვითონაც სამი ბიჭის მამა ვარ. ყველას ვთხოვ და ვურჩევ, ვისაც შეუძლია ცხენოსნობაზე უარს ნუ იტყვის. ღირსეული, ვაჟკაცური სპორტია - მეტად შეგაყვარებს შენს თავს, მეგობრებს, ზოგადად ადამიანს. იქნებ ინტერნეტს ცოტა დრო მოაკლონ, მიაკითხონ საცხენოსნო ბაზებს, ვისაც საშუალება აქვს, სოფლებში, რაიონებში დაუახლოვდნენ ამ სპორტს. ცხენოსნობა აჯანსაღებს ადამიანს ფიზიკურად და სულიერად. პირველი, რა თვისებასაც ადამიანს უვითარებს, სხვაზე ზრუნვის უნარია. ძალიან მინდა ყველამ საკუთარ ქვეყანაში ვიშრომოთ, აქ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, აქაურობას ნუ გავურბივართ. ორ წელიწადზე მეტი ამერიკაში ცხოვრება ვერ შევძელი და დავბრუნდი. არადა, გარბიან.