მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობიდან გავრცელებულ ვიდეოსა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე
"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობიდან გავრცელებულ ვიდეოსა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

დღეს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ლო­მი­სო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ლო­მი­სო­ბა მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია. აღ­დგო­მი­დან მე-7 კვი­რას არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცა­ვე­ბი­დან ერთი ქსნი­სა და არაგ­ვის წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზეა, ხოლო მე­ო­რე – სო­ფელ მლე­თა­ში. ამ დღეს მლე­თა­ში მლოც­ვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ლო­მი­სა გზო­ვა­ნის წმი­და გი­ორ­გია, რო­მელ­საც ხო­რას­ნი­დან 7 ათა­სი ტყვე და­უხ­სნია და ხა­რის რქებ­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა მლე­თის მთა­ზე. მას ევედ­რე­ბოდ­ნენ შვი­ლი­ე­რე­ბას, თვა­ლის სი­ნათ­ლეს, მი­წი­სა და სა­ქონ­ლის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას...

  • ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­მარ­თუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ელე­მენ­ტე­ბით. ამ დღეს ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე რი­ტუ­ა­ლი აღეს­რუ­ლე­ბა - სის­ხლი­ა­ნი მსხვერ­პლშე­წირ­ვა, როცა მთი­უ­ლე­ბი ლო­მი­სას ცხვარ-ძრო­ხას სწი­რა­ვენ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ში ჩანს, რომ რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი მი­წა­ზე წვე­ბი­ან, მათ კი დოლ-გარ­მო­ნის მუ­სი­კის ფონ­ზე ზე­მო­დან ჯვრი­ა­ნი და ხა­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი უვ­ლი­ან.

ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მამა პეტ­რე კოლხს და­ვუ­კავ­შირ­დით. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ოს ნახ­ვა ბო­ლომ­დე ვერ შეძ­ლო, რად­გან ბოლო დროს ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას­თან.

მამა პეტ­რე:

- პირ­ველ რიგ­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს მი­ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, მსგავ­სი ტი­პის ვი­დეო, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე. აქამ­დე არ მი­ნა­ხავს, არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და ჩემი კო­მენ­ტა­რი ამ ვი­დე­ოს არ ეხე­ბა. ეს ვი­დეო არის შე­დე­გი იმ დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, რაც ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს ამ ბოლო დროს, თით­ქოს არც გა­აჩ­ნია კავ­ში­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს მთის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­თან სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი დგას. ვერ გა­ვი­გეთ, რომ ღმერ­თს არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა და ის არა­სო­დეს და­ა­გე­მოვ­ნებს მო­ხარ­შუ­ლი ცხვრის ხორცს. ტყუ­ი­ლად ნუ ვაბ­რა­ლებთ ღმერ­თს, რომ მას ვწი­რავთ მსხვერ­პლს. ღმერ­თმა სა­კუ­თა­რი თავი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის თვი­თონ გა­წი­რა, ამა­ზე უფრო დიდი მსხვერ­პლი არ არ­სე­ბობს.

- ვი­დეო თუ ნა­ხეთ მა­მაო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა?

- 2023 წელ­საც ვე­რაფ­რით გა­მო­ვაღ­წი­ეთ ძვე­ლი აღ­თქმი­დან, სიბ­ნე­ლი­დან და ფსკე­რი­დან, ვერ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ ახალ აღ­თქმა­ში. ის რაც ხდე­ბა ლო­მი­სო­ბის გარ­შე­მო, ეს არის ერის უდი­დე­სი ტრა­გე­დია, დეგ­რა­დი­რე­ბა, ჩემ­თვის რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია, გა­მო­გი­ტყდე­ბით და ამ ვი­დე­ოს ბო­ლომ­დე არ ვუ­ყუ­რე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, არც მინ­და ბო­ლომ­დე ვნა­ხო. აქ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ფორ­თხვით მოძ­რა­ო­ბენ მო­ზარ­დე­ბი. ამ ბავ­შვე­ბის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩა­ნა­სახ­ში­ვე ამა­ხინ­ჯე­ბენ. უკვე ას­წავ­ლი­ან, რომ ეს მა­ხინ­ჯი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, თით­ქოს რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლია. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვთქვათ, ვიყ­ვი­როთ, რომ ეს არ არის რე­ლი­გია. ეს არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო ტრა­დი­ცია, რი­ტუ­ა­ლი, რო­მელ­საც სა­ეკ­ლე­სიო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

ჩვენ რომ არას­წო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ, ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს არ ვინ­დობთ, და­ნას ვუყ­რით, სი­ცო­ცხლეს ვუს­წრა­ფებთ. თით­ქოს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და რე­ლი­გი­ას ისე ვირ­გებთ, რო­გორც გვა­წყობს. კი­დევ უფრო დიდი გან­საც­დე­ლე­ბი რომ არ დაგ­ვა­ტყდეს თავს, გონს მო­ვე­გოთ. არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნე­ბი გან­წი­რუ­ლი ჰყავს და სჯის, არა­მედ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით, რე­ლი­გი­ის არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბით, თა­ვად ვის­ჯით სა­კუ­თარ თავს. ვი­ღა­ცამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას, მაგ­რამ ვინ იტყვის ამას, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხე­ლებს ით­ბობს, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა აგ­რო­ვებ­დეს კი­დეც იქ შე­მო­სულ თან­ხას და ცხვარ­საც. ეს არ არის სუ­ლი­ე­რე­ბა, ეს არის ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მე იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ლო­მი­სო­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, არა­მედ აღ­ვნიშ­ნოთ ეკ­ლე­სი­უ­რად, წირ­ვით, ლოც­ვით, აღ­სა­რე­ბით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და ზი­ა­რე­ბით. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი და­ვა­ყე­ნოთ, მუ­ცე­ლი ამო­ვი­ყო­როთ და მერე ერ­თმა­ნეთს ქვე­ბი და­ვუ­ში­ნოთ. ამა­ზე ყვე­ლა მე­დია უნდა წერ­დეს, აქე­დან იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და­ცე­მა. რე­ლი­გი­უ­რი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფო­ნის შე­დე­გი არის ადა­მი­ა­ნის და­ცე­მა.

- მსხვერ­პლშე­წირ­ვა რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ, თუნ­დაც სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე?

- ქრის­ტე ამ­ბობს, წყა­ლო­ბა მნე­ბავს და არა მსხვერ­პლი. მე ნუ და­მი­ჯე­რე­ბენ, სა­ხა­რე­ბა გა­და­შა­ლონ, ოღონდ თხა და გი­გო­სა­ვით უკუღ­მა ნუ წა­ი­კი­თხა­ვენ. ღმერ­თი გვე­უბ­ნე­ბა, გული წმინ­და და­ბა­დე ჩემ­სა და ღმერ­თო და სული წრფე­ლი გან­მი­ახ­ლე გვამ­სა ჩემ­სა. ამა­ზე დიდი მსხვერ­პლშე­წირ­ვა არ არ­სე­ბობს, რო­დე­საც ღმერ­თს წი­რავ გული წმინ­და და სული წრფელს. ნუ და­ვა­მა­ხინ­ჯეთ რე­ლი­გია, ძველ აღ­თქმა­შიც არ ვართ, მგო­ნი ქვის ხა­ნა­ში ვართ. პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქას გა­ნიც­დის ქარ­თუ­ლი ერის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. არ მო­მე­რი­დე­ბა რომ ვთქვა, რომ ამა­ში ლო­მის წილი ეკ­ლე­სი­ას მი­უ­ძღვის, ძველ აღ­თქმა­ში ჩარ­ჩე­ნილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს მა­რი­ო­ნე­ტე­ბად აქ­ცე­ვენ. ვინც უფრო დიდი წო­ნის ცხვარს შეს­წი­რავს ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის, თით­ქოს ის უფრო დიდი მორ­წმუ­ნეა.

ფოტო დათო ქო­რი­ძე

- ხში­რად გაბ­რა­ლე­ბენ, რომ თქვენ თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაქვთ.

- ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რია, ახა­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი, ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. დიახ, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე იქ­ნე­ბა, რად­გან ქრის­ტე ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვეა. ქრის­ტემ მისი შო­ბით, მისი ჯვარ­ცმით, კარი მი­უ­ხუ­რა ძველ აღ­თქმას და ახალ აღ­თქმა­ში გად­მოგ­ვა­სახ­ლა. ვი­საც უნდა ამ სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნა და ტა­ლახ­ში ამო­გან­გლულ­მა იფორ­თხოს და ამას რე­ლი­გია უწო­დოს, დარ­ჩეს ფსკერ­ზე, მაგ­რამ მო­მა­ვალ თა­ო­ბას ნუ და­ვა­მა­ხინ­ჯებთ, მათი სული ფა­ქი­ზია. სა­ერ­თოდ არ მა­დარ­დებს რა წარ­მოდ­გე­ნა აქვთ ჩემ­ზე, იმი­ტომ რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ. ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბას, ვის­თა­ნაც ხმა მი­მიწ­ვდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, სწავ­ლე­ბით, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რომ ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მას­კა­რადს და­ამ­სგავ­სეს ადა­მი­ა­ნებ­მა.

ჩვენ თითს ვიშ­ვერთ ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის­კენ, თით­ქოს გაგ­ვრყვნეს მათ. ამა­ზე დიდი გარ­ყვნი­ლე­ბა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, და­მა­ხინ­ჯე­ბულ რე­ლი­გი­ას რომ ქრის­ტეს მი­ვა­წერთ და ქრის­ტი­ა­ნო­ბას ვუ­წო­დებთ. სა­ნამ მარ­თლა ჩვენ­ზე ღვთის რის­ხვა მო­ი­წე­ვა, დავ­ფიქ­რდეთ, სა­ერ­თოდ ხომ არ ავ­ცდით ქრის­ტეს გზას, რა­საც ჩვენ მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას ვუ­წო­დებთ, ცოტა წარ­მარ­თო­ბა ხომ არ არის.

მკითხველის კომენტარები / 105 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯჯჯჯ
0

საქართველოს მოსახლეობის 80% მინიმუმ დაბალი შემეცნების მქონე ხალხია!! ასვი აჭამე ალხინე, ატ....ე და აძინე!! აი ამიტომ ვართ ასე!! ამიტომაც გვიყენებს ყველა მთავრობა!

ასდსა
0

რახდება მამაო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობიდან გავრცელებულ ვიდეოსა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობიდან გავრცელებულ ვიდეოსა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ლომისობას აღნიშნავს. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას...

  • ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და ამიტომაც მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი აღესრულება - სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როცა მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლომისობის დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაც კი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები მიწაზე წვებიან, მათ კი დოლ-გარმონის მუსიკის ფონზე ზემოდან ჯვრიანი და ხატიანი ადამიანები უვლიან.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მამა პეტრე კოლხს დავუკავშირდით. სასულიერო პირმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ვიდეოს ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო, რადგან ბოლო დროს ლომისობის დღესასწაული სასაკლაოდ აქციეს და მას არაფერი აქვს საერთო მართმადიდებლობასთან.

მამა პეტრე:

- პირველ რიგში, ლომისობის დღესასწაულს მივულოცავ მთელ საქართველოს. შემაშფოთებელია ჩემთვის ეს ფაქტი, მსგავსი ტიპის ვიდეო, რომელიც საეკლესიო რიტუალთან არის დაკავშირებული, ცხოვრებაში პირველად ვნახე. აქამდე არ მინახავს, არც გავრცელებულა და ჩემი კომენტარი ამ ვიდეოს არ ეხება. ეს ვიდეო არის შედეგი იმ დეგრადირებული და დამახინჯებული სულიერი მდგომარეობის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ლომისობის დღესასწაულს ამ ბოლო დროს, თითქოს არც გააჩნია კავშირი მართლმადიდებლობასთან. სასაკლაოდ აქციეს მთის ტრადიციები და ღირებულებები. ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან სისხლის მდინარეები დგას. ვერ გავიგეთ, რომ ღმერთს არაფერში არ სჭირდება და ის არასოდეს დააგემოვნებს მოხარშული ცხვრის ხორცს. ტყუილად ნუ ვაბრალებთ ღმერთს, რომ მას ვწირავთ მსხვერპლს. ღმერთმა საკუთარი თავი კაცობრიობისთვის თვითონ გაწირა, ამაზე უფრო დიდი მსხვერპლი არ არსებობს.

- ვიდეო თუ ნახეთ მამაო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება?

- 2023 წელსაც ვერაფრით გამოვაღწიეთ ძველი აღთქმიდან, სიბნელიდან და ფსკერიდან, ვერ გადავინაცვლეთ ახალ აღთქმაში. ის რაც ხდება ლომისობის გარშემო, ეს არის ერის უდიდესი ტრაგედია, დეგრადირება, ჩემთვის რაც ყველაზე მტკივნეულია, გამოგიტყდებით და ამ ვიდეოს ბოლომდე არ ვუყურე პროტესტის ნიშნად, არც მინდა ბოლომდე ვნახო. აქ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად, ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები. ამ ბავშვების სულიერ მდგომარეობას, ჩანასახშივე ამახინჯებენ. უკვე ასწავლიან, რომ ეს მახინჯი წარმონაქმნი, რომელსაც მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი გააჩნია, თითქოს რელიგიის ნაწილია. ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, ვიყვიროთ, რომ ეს არ არის რელიგია. ეს არის დამახინჯებული სახალხო ტრადიცია, რიტუალი, რომელსაც საეკლესიო გამოცდილებასთან არაფერი აქვს საერთო.

ჩვენ რომ არასწორი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ყოველდღე ერთმანეთს არ ვინდობთ, დანას ვუყრით, სიცოცხლეს ვუსწრაფებთ. თითქოს მორწმუნეები ვართ და რელიგიას ისე ვირგებთ, როგორც გვაწყობს. კიდევ უფრო დიდი განსაცდელები რომ არ დაგვატყდეს თავს, გონს მოვეგოთ. არა იმიტომ, რომ ღმერთს ადამიანები განწირული ჰყავს და სჯის, არამედ ჩვენი არასწორი ცხოვრებით, რელიგიის არასწორი მიდგომებით, თავად ვისჯით საკუთარ თავს. ვიღაცამ ეს აუცილებლად უნდა თქვას, მაგრამ ვინ იტყვის ამას, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ლომისობის დღესასწაულზე ხელებს ითბობს, მთელი წლის მანძილზე შეიძლება აგროვებდეს კიდეც იქ შემოსულ თანხას და ცხვარსაც. ეს არ არის სულიერება, ეს არის ფსიქიკურად აშლილი მდგომარეობა.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ ლომისობა არ აღვნიშნოთ, არამედ აღვნიშნოთ ეკლესიურად, წირვით, ლოცვით, აღსარებით, სინანულითა და ზიარებით. არ არის აუცილებელი, რომ სისხლის მდინარეები დავაყენოთ, მუცელი ამოვიყოროთ და მერე ერთმანეთს ქვები დავუშინოთ. ამაზე ყველა მედია უნდა წერდეს, აქედან იწყება ადამიანის სულიერი დაცემა. რელიგიური დამახინჯებული ფონის შედეგი არის ადამიანის დაცემა.

- მსხვერპლშეწირვა რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ, თუნდაც სხვა დღესასწაულებზე?

- ქრისტე ამბობს, წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. მე ნუ დამიჯერებენ, სახარება გადაშალონ, ოღონდ თხა და გიგოსავით უკუღმა ნუ წაიკითხავენ. ღმერთი გვეუბნება, გული წმინდა დაბადე ჩემსა და ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ამაზე დიდი მსხვერპლშეწირვა არ არსებობს, როდესაც ღმერთს წირავ გული წმინდა და სული წრფელს. ნუ დავამახინჯეთ რელიგია, ძველ აღთქმაშიც არ ვართ, მგონი ქვის ხანაში ვართ. პალეოლითის ეპოქას განიცდის ქართული ერის სულიერი მდგომარეობა. არ მომერიდება რომ ვთქვა, რომ ამაში ლომის წილი ეკლესიას მიუძღვის, ძველ აღთქმაში ჩარჩენილ სასულიერო პირებს, რომლებიც ადამიანებს მარიონეტებად აქცევენ. ვინც უფრო დიდი წონის ცხვარს შესწირავს ლომისის წმინდა გიორგის, თითქოს ის უფრო დიდი მორწმუნეა.

ფოტო დათო ქორიძე

- ხშირად გაბრალებენ, რომ თქვენ თანამედროვე შეხედულებები გაქვთ.

- ჩემი შეხედულებები თავიდან ბოლომდე მართმადიდებლურია, ახალაღთქმისეული, ქრისტეს მოძღვრებაზე დაფუძნებული. დიახ, ჩემი შეხედულებები ყოველთვის თანამედროვე იქნება, რადგან ქრისტე ყველაზე თანამედროვეა. ქრისტემ მისი შობით, მისი ჯვარცმით, კარი მიუხურა ძველ აღთქმას და ახალ აღთქმაში გადმოგვასახლა. ვისაც უნდა ამ სიბნელეში ყოფნა და ტალახში ამოგანგლულმა იფორთხოს და ამას რელიგია უწოდოს, დარჩეს ფსკერზე, მაგრამ მომავალ თაობას ნუ დავამახინჯებთ, მათი სული ფაქიზია. საერთოდ არ მადარდებს რა წარმოდგენა აქვთ ჩემზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ. ჩემი შვილების თაობას, ვისთანაც ხმა მიმიწვდება ყოველდღიური მოძღვრებით, სწავლებით, ყველას ეცოდინება, რომ ლომისობის დღესასწაული მასკარადს დაამსგავსეს ადამიანებმა.

ჩვენ თითს ვიშვერთ ამერიკისა და ევროპისკენ, თითქოს გაგვრყვნეს მათ. ამაზე დიდი გარყვნილება რა შეიძლება იყოს, დამახინჯებულ რელიგიას რომ ქრისტეს მივაწერთ და ქრისტიანობას ვუწოდებთ. სანამ მართლა ჩვენზე ღვთის რისხვა მოიწევა, დავფიქრდეთ, საერთოდ ხომ არ ავცდით ქრისტეს გზას, რასაც ჩვენ მართმადიდებლობას ვუწოდებთ, ცოტა წარმართობა ხომ არ არის.