კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვამლში გახვეული ნიუ იორკი და სხვა ქალაქები - მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ: კანადის ტყის ხანძრის მძიმე შედეგები (ფოტოები)
კვამლში გახვეული ნიუ იორკი და სხვა ქალაქები - მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ: კანადის ტყის ხანძრის მძიმე შედეგები (ფოტოები)

კა­ნა­და­ში ტყის ხან­ძრე­ბის გამო, კა­ნა­და­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს მი­უ­ვი­და გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ ჰა­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია.

კვამლმა არა მხო­ლოდ ონ­ტა­რიო და კვე­ბე­კი და­ფა­რა, არა­მედ ტო­რონ­ტო და მისი შე­მო­გა­რე­ნიც.

კვამლმა ნიუ-იორკსა და კო­ნექ­ტი­კუ­ტშიც მი­აღ­წია, სა­დაც ჰა­ე­რის ხა­რის­ხი ისე­დაც "არა­ჯან­სა­ღა­დაა" კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. კვამ­ლის დიდი ნა­წი­ლი კვე­ბე­კი­დან მო­დის, სა­დაც 160 აქ­ტი­უ­რი ხან­ძა­რია.

კა­ნა­დის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა სამ­შა­ბათს ოტა­ვას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა გა­მოს­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­ე­რის ხა­რის­ხი დე­და­ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის "ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის" შემ­ცვე­ლია.

მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩე­ვენ, გა­რეთ გას­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ და ან თუ გა­რეთ გავ­ლენ, პირ­ბა­დე გა­ი­კე­თონ/

მა­ნ­ჰე­ტე­ნი

ამავდრო­უ­ლად, აშშ-ს გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აშშ-ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით ჰა­ე­რის ხა­რის­ხი "არა­ჯან­სა­ღია", გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მათ­თვის, ვი­საც რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ნიუ-იორკზე ყვე­ლა­ზე მე­ტად აი­სა­ხა კვამ­ლის ეფექ­ტი. ის გა­სულ სამ­შა­ბათს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მქო­ნე ქა­ლა­ქე­ბის სიის სა­თა­ვე­ში მოხ­ვდა, რად­გან კვე­ბეკ­ში მიმ­დი­ნა­რე 100-ზე მეტი ტყის ხან­ძრის კვამ­ლი ნიუ-იორ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

კა­ნა­და­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, უკვე 3.3 მ ჰექ­ტარ­ზე მე­ტია დამ­წვა­რი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ny
2

"ნიუ იორკში ჰაეეი ისედაც არაჯანსაღადაა" - ეს საიდან მოიტანეთ ნეტა....

წლებია აქ ვცხოვრობ და ჰაერი ყოველთვის ბევრად სუფთაა და ჯანსაღი, ვიდრე თბილისში.

ზოგჯერ ინფორმაცია რო გადაამოწმოთ ხოლმე კარგი იქნება.

მანანა-შ
1

აქ ნიშნისმოსაგები არაფერია, ბუნება ჩვენი დიდი ტკივილია, ეს ყველა ადამიანის ტრაგედიაა!

საცოდავი ფლორა და ფაუნა ჩვენს ხელში!!!!

ავტორი:

კვამლში გახვეული ნიუ იორკი და სხვა ქალაქები - მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ: კანადის ტყის ხანძრის მძიმე შედეგები (ფოტოები)

კვამლში გახვეული ნიუ იორკი და სხვა ქალაქები - მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ: კანადის ტყის ხანძრის მძიმე შედეგები (ფოტოები)

კანადაში ტყის ხანძრების გამო, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანს მიუვიდა გაფრთხილება, რომ ჰაერი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კვამლმა არა მხოლოდ ონტარიო და კვებეკი დაფარა, არამედ ტორონტო და მისი შემოგარენიც.

კვამლმა ნიუ-იორკსა და კონექტიკუტშიც მიაღწია, სადაც ჰაერის ხარისხი ისედაც "არაჯანსაღადაა" კლასიფიცირებული. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც 160 აქტიური ხანძარია.

კანადის გარემოს დაცვის სამსახურმა სამშაბათს ოტავას მაცხოვრებლებისთვის მკაცრი გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ ჰაერის ხარისხი დედაქალაქში ადამიანების ჯანმრთელობისთვის "ძალიან მაღალი რისკის" შემცველია.

მოსახლეობას ურჩევენ, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და ან თუ გარეთ გავლენ, პირბადე გაიკეთონ/

მანჰეტენი

ამავდროულად, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთით ჰაერის ხარისხი "არაჯანსაღია", განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს.

ნიუ-იორკზე ყველაზე მეტად აისახა კვამლის ეფექტი. ის გასულ სამშაბათს მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიის სათავეში მოხვდა, რადგან კვებეკში მიმდინარე 100-ზე მეტი ტყის ხანძრის კვამლი ნიუ-იორკის მიმართულებით წავიდა.

კანადაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 3.3 მ ჰექტარზე მეტია დამწვარი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა