პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა... რაც შეეხება სიძულვილს, არ მაინტერესებს, შეგიძლიათ გძულდეთ" - ნატალია ოსკარი უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული
"მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა... რაც შეეხება სიძულვილს, არ მაინტერესებს, შეგიძლიათ გძულდეთ" - ნატალია ოსკარი უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული

გუ­შინ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის "მი­სის რუ­სე­თი - 2023“-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნა­ნატ­რი გვირ­გვი­ნი შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­ტა­ლია ოს­კარ­მა მი­ი­ღო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ქალი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა. ისი­ნი წერ­დნენ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ქალს ამ­დე­ნი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი და ის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში იმარ­ჯვებ­დეს. დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ნა­ტა­ლია ოს­კარ­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში მის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ეს არ ანაღ­ვლებს.

  • "რაც შე­ე­ხე­ბა სი­ძულ­ვილს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს მათი აზ­რია. მათ აქვთ ამის უფ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო არ არის დრო­ის და­კარ­გვა იმის წა­კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩემი გა­მარ­ჯვე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო. მე ჩემი გზით მივ­დი­ვარ. ვიცი, რომ კონ­კურ­სის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვემ­ზა­დე და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დავ­ხარ­ჯე.

დღე­ში ორი სა­ა­თი გვე­ძი­ნა. ბევ­რი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ მე მათ ვამ­ხნე­ვებ­დი: "გო­გო­ე­ბო, ამ­ხე­ლა გზა გა­ვი­ა­რეთ. არ გა­ბე­დოთ და­ნე­ბე­ბა! ბო­ლომ­დე უნდა მიხ­ვი­დეთ“. გუ­შინ მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს, ამ­ბო­ბენ, რომ მე მათ მო­ტი­ვა­ცია მი­ვე­ცი. ჩვენ ყვე­ლა ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ კონ­კურ­სის, რად­გან ეს არის დიდი ტრანსფორ­მა­ცია, მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­ზე. რა თქმა უნდა, რთუ­ლია მთე­ლი დღე მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით სი­ა­რუ­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ძილი და დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დგო­მა... კარ­გით, ბო­დი­ში, შე­გიძ­ლი­ათ გძულ­დეთ. ეცა­დეთ თა­ვად გა­ი­ა­როთ ეს გზა!”

გვირ­გვი­ნის მფლო­ბე­ლი ასე­ვე გულ­გრი­ლია ბრალ­დე­ბე­ბის მი­მართ, რომ თით­ქოს მისი გა­რეგ­ნო­ბა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გია. ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მოხ­დე­ნი­ლი ფი­გუ­რა და ლა­მა­ზი სახე თვით­დის­ციპ­ლი­ნის შე­დე­გია.

  • "კვი­რა­ში ორ-სამ­ჯერ ტრე­ნერ­თან ერ­თად სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვი­ცავ დი­ე­ტას, ტკბი­ლე­ულს არ ვჭამ. ეს მეხ­მა­რე­ბა ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რია. მაქვს ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე. ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლია“ - ამ­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

ნა­ტა­ლი­ამ ნა­ნატრ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. ჯერ კი­დევ 2019 წელს მან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის დე­დოფ­ლის კონ­კურ­სში, სა­დაც მხო­ლოდ მო­დის დე­დოფ­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. გარ­და ამი­სა, ცდი­ლობს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა აი­წყოს.

"მე ვარ თქვე­ნი მი­სის რუ­სე­თი. ჩემი ქვე­ყა­ნა ჩემი ძა­ლაა“ - შარ­შან ამ ში­ნა­არ­სის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე და ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ვავ­რცე­ლე. ჩემი სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­უყ­ვარ­და ყვე­ლა კონ­კურ­სანტს. ცრემ­ლე­ბით მე­კი­თხე­ბოდ­ნენ "ნა­ტა­შა, ეს შენ და­წე­რე? სიმ­ღე­რა იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, სულს წვდე­ბა. ჩემ­თვის ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, როცა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ამ სიმ­ღე­რით გავ­ხსნი­დით ფი­ნალს“, – თქვა მან.

ნა­ტა­ლი­ას წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი "მის სამ­ყა­რო“ ელო­დე­ბა. ის საკ­მა­ოდ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობს თავს, რად­გან თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს უცხო ენა­ზე.

"ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო. ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რად წარ­მო­ვად­გენ ჩემს ქვე­ყა­ნას. უკვე და­ვი­წყე სიმ­ღე­რის წერა ინ­გლი­სურ ენა­ზე...“ - "მი­სის რუ­სე­თი".

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასიკო
9

როგორც კომენტარებიდან სჩანს, ძალიან პრეტენზიული მოსახლეობა გვყოლია და ეტყობა, ყველა სუპერმოდელია და კაცებსაც ეგეთი ქალები ჰყავთ. ჰოდა, ეგ "მისის რუსეთი" ჩემსკენ გამოუშვით, სიამოვნებით მიიღებ და მოვესიყვარულები. 

კოტე
13

რა არ მოგწონთ. წლოვანებიდან გამომდინარე ძალიანაც კარგი ქალია. პომადა ცაიშალოს და უკეთესი იქნება.

ავტორი:

"მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა... რაც შეეხება სიძულვილს, არ მაინტერესებს, შეგიძლიათ გძულდეთ" - ნატალია ოსკარი უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული

"მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა... რაც შეეხება სიძულვილს, არ მაინტერესებს, შეგიძლიათ გძულდეთ" - ნატალია ოსკარი უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული

გუშინ სილამაზის კონკურსის "მისის რუსეთი - 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულის ნანატრი გვირგვინი შორეული აღმოსავლეთის წარმომადგენელმა ნატალია ოსკარმა მიიღო.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ქალი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. ისინი წერდნენ, რომ დაუშვებელია ქალს ამდენი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდეს გაკეთებული და ის სილამაზის კონკურსში იმარჯვებდეს. დამცინავი კომენტარების შემდეგ, ნატალია ოსკარმა რუსულ მედიაში მის შესახებ გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ეს არ ანაღვლებს.

  • "რაც შეეხება სიძულვილს, არ მაინტერესებს, ეს მათი აზრია. მათ აქვთ ამის უფლება. ვფიქრობ, საჭირო არ არის დროის დაკარგვა იმის წაკითხვაზე, თუ რამდენი ადამიანია ჩემი გამარჯვებით უკმაყოფილო. მე ჩემი გზით მივდივარ. ვიცი, რომ კონკურსისთვის პასუხისმგებლობით მოვემზადე და გამარჯვებისთვის დიდი ძალისხმევა დავხარჯე.

დღეში ორი საათი გვეძინა. ბევრი მონაწილე დაიღალა, მაგრამ მე მათ ვამხნევებდი: "გოგოებო, ამხელა გზა გავიარეთ. არ გაბედოთ დანებება! ბოლომდე უნდა მიხვიდეთ“. გუშინ მადლობა გადამიხადეს, ამბობენ, რომ მე მათ მოტივაცია მივეცი. ჩვენ ყველა ძალიან მადლობელი ვართ კონკურსის, რადგან ეს არის დიდი ტრანსფორმაცია, მუშაობა საკუთარ თავზე, გამძლეობაზე. რა თქმა უნდა, რთულია მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, რამდენიმე საათი ძილი და დილიდან შუაღამემდე რეპეტიციებზე დგომა... კარგით, ბოდიში, შეგიძლიათ გძულდეთ. ეცადეთ თავად გაიაროთ ეს გზა!”

გვირგვინის მფლობელი ასევე გულგრილია ბრალდებების მიმართ, რომ თითქოს მისი გარეგნობა პლასტიკური ოპერაციების შედეგია. ქალი ირწმუნება, რომ მოხდენილი ფიგურა და ლამაზი სახე თვითდისციპლინის შედეგია.

  • "კვირაში ორ-სამჯერ ტრენერთან ერთად სპორტით ვარ დაკავებული. ვიცავ დიეტას, ტკბილეულს არ ვჭამ. ეს მეხმარება ლამაზად გამოვიყურებოდე, წარმოუდგენელი რაოდენობის კოსმეტიკური პროცედურებისა და ოპერაციების გარეშე. ჩემთვის ეს ყველაფერი ნორმალურია. მაქვს ბუნებრივი სილამაზე. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - ამბობს გამარჯვებული.

ნატალიამ ნანატრ გამარჯვებამდე გრძელი გზა გაიარა. ჯერ კიდევ 2019 წელს მან მიიღო მონაწილეობა შორეული აღმოსავლეთის დედოფლის კონკურსში, სადაც მხოლოდ მოდის დედოფლის ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, ცდილობს, რომ მუსიკალური კარიერა აიწყოს.

"მე ვარ თქვენი მისის რუსეთი. ჩემი ქვეყანა ჩემი ძალაა“ - შარშან ამ შინაარსის სიმღერა ჩავწერე და ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გავავრცელე. ჩემი სიმღერა პირველივე დღიდან შეუყვარდა ყველა კონკურსანტს. ცრემლებით მეკითხებოდნენ "ნატაშა, ეს შენ დაწერე? სიმღერა იმდენად მოტივირებულია, სულს წვდება. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. მითუმეტეს, როცა გამოაცხადეს, რომ ამ სიმღერით გავხსნიდით ფინალს“, – თქვა მან.

ნატალიას წინ საერთაშორისო კონკურსი "მის სამყარო“ ელოდება. ის საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს თავს, რადგან თავისუფლად საუბრობს უცხო ენაზე.

"ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩემს ქვეყანას გამარჯვება მოვუტანო. ინგლისურის მასწავლებელი ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადეკვატურად წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. უკვე დავიწყე სიმღერის წერა ინგლისურ ენაზე...“ - "მისის რუსეთი".