სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარსულით შთაგონებული, მომავლისთვის შექმნილი — ახალი დინამიკი Beosound A5 Bang & Olufsen-ისგან
წარსულით შთაგონებული, მომავლისთვის შექმნილი — ახალი დინამიკი Beosound A5 Bang & Olufsen-ისგან

კომ­პა­ნია Bang & Olufsen-მა ახა­ლი, პორ­ტა­ტი­უ­ლი დი­ნა­მი­კი Beosound A5 წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც და­ნი­ურ-იტა­ლი­ურ კომ­პა­ნია GamFratesi-ის დი­ზა­ი­ნე­რებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შექ­მნა. შე­სა­ბა­მი­სად, Beosound A5 დი­ზა­ი­ნის ჩრდი­ლო და სამ­ხრე­თულ კულ­ტუ­რებს აერ­თი­ა­ნებს — უსა­დე­ნო დი­ნა­მი­კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხმის, მა­ღა­ლი კლა­სის ოს­ტა­ტო­ბი­სა და პრო­დუქ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბის იდე­ა­ლუ­რი ნა­ზა­ვია, რი­თაც გან­თქმუ­ლია Bang & Olufsen-ი.

"Beosound A5 ჩვე­ნი ახა­ლი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პორ­ტა­ტი­უ­ლი აკუს­ტი­კუ­რი სპი­კე­რია, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი დი­ზა­ი­ნი­სად­მი Bang & Olufsen-ის მრა­ვალ­წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და მო­მავ­ლის ხმი­სად­მი ჩვენს ხედ­ვას აერ­თი­ა­ნებს. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი და მე ვი­ტყო­დი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა GamFratesi-თან, რათა შეგ­ვექ­მნა ორი დი­ნა­მი­კის დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­თა შექ­მნა­საც სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ეს­თე­ტი­კა და მისი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხელ­წე­რა უდევს სა­ფუძ­ვლად", — ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მა­იკლ ჰენ­რიკ­სე­ნი.

Beosound A5, რო­მე­ლიც ორ ფერ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ბუ­ნებ­რი­ვი ალუ­მი­ნის­გან შექ­მნილ ქა­ღალდს აერ­თი­ა­ნებს მსუ­ბუ­ქი მუ­ხის სა­ხე­ლურ­თან და ქმნის სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ზა­ფხუ­ლის შეგ­რძნე­ბას. შავი, მუქ მუ­ხის ხეს­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ან­თრა­ცი­ტის ალუ­მი­ნის დი­ნა­მი­კი კი ზამ­თრის ტყე­ე­ბის ეს­თე­ტი­კას აღ­ვი­ძებს.

Bang & Olufsen-ის ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის გა­ცო­ცხლე­ბა

Beosound A5 ერ­თდრო­უ­ლად პორ­ტა­ტი­უ­ლი და ე.წ. სახ­ლის დი­ნა­მი­კია. მისი მუ­ხის მყა­რი სა­ხე­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, დი­ნა­მი­კი მარ­ტი­ვად ატა­როთ ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში, და­დოთ ია­ტაკ­ზე, თა­რო­სა თუ მა­გი­და­ზე. IP65-ის წყა­ლო­ბით, თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა არის წყალ­გა­უმ­ტა­რი და და­ცუ­ლია მტვრის­გან, ამი­ტომ თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ მისი წა­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, მათ შო­რის ბუ­ნე­ბა­შიც. 12 სა­ათ­ზე მეტი გამ­ძლე­ო­ბი­სა და სპი­კერ­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნის მეშ­ვე­ო­ბით, Beosound A5 Bang & Olufsen-ის ყვე­ლა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ნა­მი­კი და პორ­ტა­ტი­უ­ლი აუ­დიო თა­ნამ­გზავ­რია. მისი მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ინ­ტერ­ფე­ი­სით, ასე­ვე Bang & Olufsen-ის აპ­ლი­კა­ცი­ით.

"Beosound A5-ის შექ­მნა Beolit-ის სა­კულ­ტო სე­რი­ამ შთაგ­ვა­გო­ნა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ნა­ტუ­რა­ლურ მა­სა­ლას, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ბუ­ნე­ბის ფე­რებ­სა და ტექ­სტუ­რებს. ჩვენს დი­ზა­ი­ნე­რულ მოგ­ზა­უ­რო­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლი პა­ნა­მუ­რი ჩა­ლის ქუ­დე­ბი, 60-იანი წლე­ბის და­ნი­ურ სკა­მებ­ზე ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტყა­ვის გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლი უძღო­და წინ", — აღ­ნიშ­ნავს GamFratesi-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

Beosound A5-ის რბი­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნა­კე­ცე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი 1961 წელს გა­მო­სულ Beolit 607-ის სა­ხე­ლურ­სა და მო­კე­ცილ კი­დე­ებს გვა­გო­ნებს. GamFratesi-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი Beosound A5-ის ვი­ზუ­ალ­ზე ასე­ვე გავ­ლე­ნა იქო­ნია ია­კობ ჯენ­სე­ნის მიერ 60-იანი წლე­ბის ბო­ლო­სა და 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში შექ­მნილ­მა Beolit 800-ისა და Beolit 1000-ის ხის სა­ფარ­მა.

ძლი­ე­რი და ზუს­ტი პორ­ტა­ტი­უ­ლი დი­ნა­მი­კი

დღეს­დღე­ო­ბით Bang & Olufsen-ის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პორ­ტა­ტი­უ­ლი დი­ნა­მი­კი — Beosound A5 უზ­რუნ­ველ­ყოფს იდე­ა­ლურ ხმას ნე­ბის­მი­ე­რი სივ­რცე­ში. ოთხმხრი­ვი დრა­ი­ვე­რი ოთხი ციფ­რუ­ლი გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყოფს 280 ვატ სიმ­ძლავ­რეს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია დიდი ფარ­თო­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 360-გრა­დუ­სი­ა­ნი ხმით შევ­სე­ბა. Beosound A5 ერ­თნა­ი­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნით, ასე­ვე ხმით, ვი­ნა­ი­დან ის აერ­თი­ა­ნებს 1X5.25 ვუ­ფერს (და­ბალ­სიხ­ში­რი­ან დი­ნა­მიკს), 2X2 სა­შუ­ა­ლო დი­ა­პა­ზონ­სა და 1X¾ მა­ღალ­სიხ­ში­რი­ან დი­ნა­მიკს.

თუ Beosound A5-ის დი­ზა­ი­ნი Bang & Olufsen-ის Beolit-ის სე­რი­ის ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს ეყ­რდნო­ბო­და, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია Beolab 90 და 50 Hi-Fi დი­ნა­მი­კებ­ზე, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოა ამ კლას­ში. Beamforming-ის ტექ­ნო­ლო­გია, ინო­ვა­ცია რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად Beolab-ის სე­რი­ა­ში ჩა­შენ­და, Beosound A5-ში იქნა გად­მო­ტა­ნი­ლი ხმის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით მარ­თვის მიზ­ნით.

შექ­მნი­ლია ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის­თვის

Bang & Olufsen-ი გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით და გა­მო­ნაკ­ლი­სი, არც Beosound A5-ია. კლა­სი­კუ­რი დი­ზა­ი­ნის გარ­და, დი­ნა­მიკს აქვს მო­დუ­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცია, რის გა­მოც ის ად­ვი­ლად შე­სა­კე­თე­ბე­ლია, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ზრდის მის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. კომ­პა­ნია ასე­ვე გეგ­მავს ად­ვი­ლად ცვლა­დი ტექ­სტუ­რი­სა და სხვა­დას­ხვა ფე­რის წინა პა­ნე­ლის გა­მოშ­ვე­ბას, რაც მუ­სი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ყვე­ლა­ზე მომ­თხოვ­ნი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

Bang & Olufsen-ის პროგ­რა­მუ­ლი პლატ­ფორ­მა Mozart-ის წყა­ლო­ბით Beosound A5-ის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სცდე­ბა ფი­ზი­კურ ოს­ტა­ტო­ბა­სა და მო­დუ­ლურ კონ­სტრუქ­ცი­ას. Mozart-ი ხმის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ფუნ­ქცი­ებს გვთა­ვა­ზობს, მათ შო­რის, პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. Beosound A5-ს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­ვი­თარ­დეს და თა­ნა­მედ­რო­ვე, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ერ­თად ხმის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

უკა­ბე­ლო შე­ერ­თე­ბა

Beosound A5-ის უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბა პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზეც ვრცელ­დე­ბა: Mozart-ის პლატ­ფორ­მა სტე­რე­ო­სის­ტე­მა­ში ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ერ­თდრო­უ­ლად ორ Beosound A5-ს აძ­ლევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა Bang & Olufsen-ის ფირ­მის ნე­ბის­მი­ერ სხვა დი­ნა­მიკ­საც აქვს, რო­მე­ლიც Mozart-ის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა. ამას­თან, Mozart-ის პლატ­ფორ­მა ად­ვი­ლად ინ­ტეგ­რირ­დე­ბა Bang & Olufsen-ის ჭკვი­ა­ნი სახ­ლის სის­ტე­მას­თან და ღი­ლაკ­ზე ერთი ხე­ლის და­ჭე­რით მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ჟღე­რა­დო­ბის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, Mozart-ის მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტის უნა­რე­ბი ახა­ლი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რან­ტი­აა — მა­გა­ლი­თად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია Proximity Pairing, რაც დი­ნა­მი­კე­ბის და­ერ­თე­ბას კი­დევ უფრო ინო­ვა­ცი­ურს გახ­დის. Proximity Pairing ერ­თმა­ნე­თის ახ­ლოს გან­ლა­გე­ბი­სას ორ Beosound A5-ს ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ა­კავ­ში­რებს, რაც შთამ­ბეჭ­დავ აუ­დიო გა­მოც­დი­ლე­ბას შექ­მნის.

Beosound A5 თავ­სე­ბა­დია Beolink Multiroom-თან, Airplay 2-თან, Chromecast-თან, Spotify Connect-თან, Bluetooth 5.2-თან და სხვა სის­ტე­მებ­თან, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ ეს დი­ნა­მი­კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მხო­ლოდ უნი­ვერ­სა­ლუ­რი პორ­ტა­ტი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი.

Beosound A5 დი­ნა­მი­კის შე­ძე­ნა iSpace-ის მა­ღა­ზი­ებ­ში და სა­იტ­ზე შე­გიძ­ლი­ათ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

წარსულით შთაგონებული, მომავლისთვის შექმნილი — ახალი დინამიკი Beosound A5 Bang & Olufsen-ისგან

წარსულით შთაგონებული, მომავლისთვის შექმნილი — ახალი დინამიკი Beosound A5 Bang & Olufsen-ისგან

კომპანია Bang & Olufsen-მა ახალი, პორტატიული დინამიკი Beosound A5 წარადგინა, რომელიც დანიურ-იტალიურ კომპანია GamFratesi-ის დიზაინერებთან კოლაბორაციით შექმნა. შესაბამისად, Beosound A5 დიზაინის ჩრდილო და სამხრეთულ კულტურებს აერთიანებს — უსადენო დინამიკი შესანიშნავი ხმის, მაღალი კლასის ოსტატობისა და პროდუქტის ხანგრძლივობის იდეალური ნაზავია, რითაც განთქმულია Bang & Olufsen-ი.

"Beosound A5 ჩვენი ახალი, მაღალი ხარისხის პორტატიული აკუსტიკური სპიკერია, რომელიც კლასიკური დიზაინისადმი Bang & Olufsen-ის მრავალწლიან ურთიერთობასა და მომავლის ხმისადმი ჩვენს ხედვას აერთიანებს. ეს იყო ჩვენი პირველი და მე ვიტყოდი, წარმატებული თანამშრომლობა GamFratesi-თან, რათა შეგვექმნა ორი დინამიკის დიზაინი, რომელთა შექმნასაც სკანდინავიური ესთეტიკა და მისი განუმეორებელი ხელწერა უდევს საფუძვლად", — ამბობს კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ჰენრიკსენი.

Beosound A5, რომელიც ორ ფერშია ხელმისაწვდომი, ბუნებრივი ალუმინისგან შექმნილ ქაღალდს აერთიანებს მსუბუქი მუხის სახელურთან და ქმნის სკანდინავიური ზაფხულის შეგრძნებას. შავი, მუქ მუხის ხესთან გაერთიანებული ანთრაციტის ალუმინის დინამიკი კი ზამთრის ტყეების ესთეტიკას აღვიძებს.

Bang & Olufsen-ის ლეგენდარული დიზაინის გაცოცხლება

Beosound A5 ერთდროულად პორტატიული და ე.წ. სახლის დინამიკია. მისი მუხის მყარი სახელური საშუალებას გაძლევთ, დინამიკი მარტივად ატაროთ ერთი ოთახიდან მეორეში, დადოთ იატაკზე, თაროსა თუ მაგიდაზე. IP65-ის წყალობით, თქვენი მოწყობილობა არის წყალგაუმტარი და დაცულია მტვრისგან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მისი წაღება ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის ბუნებაშიც. 12 საათზე მეტი გამძლეობისა და სპიკერზე ინტეგრირებული ტელეფონის დამტენის მეშვეობით, Beosound A5 Bang & Olufsen-ის ყველაზე უნივერსალური დინამიკი და პორტატიული აუდიო თანამგზავრია. მისი მართვა შეიძლება როგორც ინტერფეისით, ასევე Bang & Olufsen-ის აპლიკაციით.

"Beosound A5-ის შექმნა Beolit-ის საკულტო სერიამ შთაგვაგონა, რომელიც აერთიანებს ნატურალურ მასალას, სკანდინავიური ბუნების ფერებსა და ტექსტურებს. ჩვენს დიზაინერულ მოგზაურობას ტრადიციული პანამური ჩალის ქუდები, 60-იანი წლების დანიურ სკამებზე ხელით შესრულებული ტყავის გადასაფარებლები და ნატურალური ქსოვილი უძღოდა წინ", — აღნიშნავს GamFratesi-ის წარმომადგენელი.

Beosound A5-ის რბილი ორგანული ნაკეცები და ბუნებრივი მასალები 1961 წელს გამოსულ Beolit 607-ის სახელურსა და მოკეცილ კიდეებს გვაგონებს. GamFratesi-ის დიზაინით შექმნილი Beosound A5-ის ვიზუალზე ასევე გავლენა იქონია იაკობ ჯენსენის მიერ 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში შექმნილმა Beolit 800-ისა და Beolit 1000-ის ხის საფარმა.

ძლიერი და ზუსტი პორტატიული დინამიკი

დღესდღეობით Bang & Olufsen-ის ყველაზე ძლიერ პორტატიული დინამიკი — Beosound A5 უზრუნველყოფს იდეალურ ხმას ნებისმიერი სივრცეში. ოთხმხრივი დრაივერი ოთხი ციფრული გამაძლიერებლით უზრუნველყოფს 280 ვატ სიმძლავრეს, რომელსაც შეუძლია დიდი ფართობის მქონე დაწესებულების 360-გრადუსიანი ხმით შევსება. Beosound A5 ერთნაირად გამოირჩევა როგორც საუკეთესო დიზაინით, ასევე ხმით, ვინაიდან ის აერთიანებს 1X5.25 ვუფერს (დაბალსიხშირიან დინამიკს), 2X2 საშუალო დიაპაზონსა და 1X¾ მაღალსიხშირიან დინამიკს.

თუ Beosound A5-ის დიზაინი Bang & Olufsen-ის Beolit-ის სერიის ესთეტიკურ მხარეს ეყრდნობოდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ის დაფუძნებულია Beolab 90 და 50 Hi-Fi დინამიკებზე, რომელიც საუკეთესოა ამ კლასში. Beamforming-ის ტექნოლოგია, ინოვაცია რომელიც პირველად Beolab-ის სერიაში ჩაშენდა, Beosound A5-ში იქნა გადმოტანილი ხმის მაღალი სიზუსტით მართვის მიზნით.

შექმნილია ხანგრძლივი სიცოცხლისთვის

Bang & Olufsen-ი განთქმულია თავისი პროდუქციის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით და გამონაკლისი, არც Beosound A5-ია. კლასიკური დიზაინის გარდა, დინამიკს აქვს მოდულური კონსტრუქცია, რის გამოც ის ადვილად შესაკეთებელია, რაც, ბუნებრივია, ზრდის მის სიცოცხლისუნარიანობას. კომპანია ასევე გეგმავს ადვილად ცვლადი ტექსტურისა და სხვადასხვა ფერის წინა პანელის გამოშვებას, რაც მუსიკისა და დიზაინის ყველაზე მომთხოვნი მოყვარულების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.

Bang & Olufsen-ის პროგრამული პლატფორმა Mozart-ის წყალობით Beosound A5-ის სიცოცხლისუნარიანობა სცდება ფიზიკურ ოსტატობასა და მოდულურ კონსტრუქციას. Mozart-ი ხმის სფეროში ყველაზე თანამედროვე ფუნქციებს გვთავაზობს, მათ შორის, პროგრამულ უზრუნველყოფას. Beosound A5-ს აქვს პოტენციალი და შესაძლებლობა განვითარდეს და თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ხმის ახალი შესაძლებლობები მრავალი წლის განმავლობაში წარმოაჩინოს.

უკაბელო შეერთება

Beosound A5-ის უნივერსალურობა პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ვრცელდება: Mozart-ის პლატფორმა სტერეოსისტემაში ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას ერთდროულად ორ Beosound A5-ს აძლევს. აღნიშნული შესაძლებლობა Bang & Olufsen-ის ფირმის ნებისმიერ სხვა დინამიკსაც აქვს, რომელიც Mozart-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ამასთან, Mozart-ის პლატფორმა ადვილად ინტეგრირდება Bang & Olufsen-ის ჭკვიანი სახლის სისტემასთან და ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით მრავალგანზომილებიანი ჟღერადობის მიღება შეგიძლიათ.

დროთა განმავლობაში, Mozart-ის მომავლის განჭვრეტის უნარები ახალი ტექნიკური შესაძლებლობების გარანტიაა — მაგალითად, აღსანიშნავია Proximity Pairing, რაც დინამიკების დაერთებას კიდევ უფრო ინოვაციურს გახდის. Proximity Pairing ერთმანეთის ახლოს განლაგებისას ორ Beosound A5-ს ავტომატურად დააკავშირებს, რაც შთამბეჭდავ აუდიო გამოცდილებას შექმნის.

Beosound A5 თავსებადია Beolink Multiroom-თან, Airplay 2-თან, Chromecast-თან, Spotify Connect-თან, Bluetooth 5.2-თან და სხვა სისტემებთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს დინამიკი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უნივერსალური პორტატიული დიზაინი.

Beosound A5 დინამიკის შეძენა iSpace-ის მაღაზიებში და საიტზე შეგიძლიათ.

R