მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე
როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა. თუმ­ცა რო­გორც პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, უც­ვლე­ლი რჩე­ბა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უდა­ვო ლი­დე­რი რი­ნოპ­ლას­ტი­კაა.

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ზუ­რაბ შა­ნა­ვა 3 ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. რო­გორც თა­ვად ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ზე სი­ლი­კო­ნის იმპლან­ტე­ბით. ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია მუც­ლის პლას­ტი­კა ანუ აბ­დო­მი­ნოპ­ლას­ტი­კა.

რი­ნოპ­ლას­ტი­კა

რი­ნოპ­ლას­ტი­კა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­კეთ­დეს გო­გო­ნებ­ში მი­ნი­მუმ 16 წლი­დან და ბი­ჭებ­ში - მი­ნი­მუმ 18 წლი­დან. ეს პე­რი­ო­დი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შე­სა­ბა­მი­სა­დაა გათ­ვლი­ლი. სე­ზო­ნუ­რო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ არ ჩავ­თვლით, რომ ზა­ფხულ­ში შე­საძ­ლოა ცოტა მეტი შე­შუ­პე­ბა და­ფიქ­სირ­დეს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­ნი­მუმ 1 თვე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა იზღუ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად, ხოლო მი­ნი­მუმ 6 თვე რუჯი და სათ­ვა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ნოპ­ლას­ტი­კა ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­კე­თე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­აა, მისი ტექ­ნო­ლო­გია საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი­თა და ტექ­ნი­კე­ბით სრულ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დის ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და კონ­გრე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გზით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გი­ლია ყვე­ლა ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა და მე­თო­დი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის გა­რან­ტი­აა. ოპე­რა­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის აპა­რა­ტუ­რით ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბის დონე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ექიმ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის იყოს მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია, ყვე­ლა­ფერ­ზე და მათ შო­რის, სა­ბო­ლოო შე­დე­გის დე­ტა­ლებ­ზე წი­ნას­წარ მოხ­დეს გა­სა­უბ­რე­ბა. ასე პა­ცი­ენ­ტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლია. ეს კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა გრძელ­დე­ბო­დეს არა მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში, არა­მედ ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი რი­ნოპ­ლას­ტი­კის შემ­თხვე­ვა­ში მი­ნი­მუმ წე­ლი­წად ნა­ხე­ვარს მო­ი­ცავს, ამი­ტომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­სულ­ტა­ცი­ის დროს იყოს ყუ­რა­დღე­ბით და მი­ი­ღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა­ნა­ირ მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგ­ზე.

მკერ­დის გა­დი­დე­ბა

აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ადრე თუ თვე­ში რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ­ჟა­მად შე­საძ­ლოა დღე­ში რამ­დე­ნი­მეც გა­კეთ­დეს. ამ ყვე­ლა­ფერს ხელი შე­უ­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდამ და პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბამ.

მკერ­დის გა­დი­დე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ქა­ლებ­ში, რო­მელ­თაც ორ­სუ­ლო­ბის ან ლაქ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მკერ­დის ფორ­მა და ზომა გა­უ­ფუჭ­დათ. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მე­თო­დით სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ გო­გო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ჯერ არც ორ­სუ­ლო­ბა და ლაქ­ტა­ცია არ ჰქო­ნი­ათ, უბ­რა­ლოდ, აწუ­ხებთ მცი­რე ზო­მის მკერ­დი. ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა 20 წლის ასა­კი­დან არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

თა­ვად ჩა­რე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი გრძელ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­ნი­მუმ 1 თვე იკ­რძა­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზედა კი­დუ­რე­ბის დატ­ვირ­თვა. პა­ცი­ენ­ტმა 1-2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი ელას­ტი­კუ­რი კორ­სე­ტი. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი 6 თვის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში არ შე­იძ­ლე­ბა რუჯი. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ უნდა მოხ­დეს მკერ­დის რუ­ტი­ნუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი კვლე­ვა წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ 1-2-ჯერ. თუმ­ცა აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კვლე­ვას სტან­დარ­ტუ­ლად ყვე­ლა უნდა იტა­რებ­დეს.

აბ­დო­მი­ნოპ­ლას­ტი­კა

მუც­ლის პლას­ტი­კას ხში­რად ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ იკე­თე­ბენ. თუმ­ცა ასე­ვე საკ­მა­ოდ ხში­რია წო­ნა­ში ჭარ­ბად მა­ტე­ბის ან წო­ნა­ში მა­ტე­ბის და შემ­დგომ კლე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მუც­ლის კა­ნის პლას­ტი­კა არა მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში, არა­მედ მა­მა­კა­ცებ­შიც. რო­გორც წესი, ამ შემ­თხვე­ვებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კანი გა­რეგ­ნუ­ლად, სტრი­ე­ბის სა­ხით და ასე­ვე და­კარ­გუ­ლი აქვს ელას­ტი­კუ­რო­ბა. ასე­ვე ხში­რად ხდე­ბა მუც­ლის სწო­რი კუნ­თე­ბის დი­ას­ტა­ზი, რომ­ლე­ბიც

პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან მუც­ლის პრეს­სა და მუც­ლის სიბ­რტყე­ლე­ზე. დი­ას­ტა­ზის დროს კი ხდე­ბა მათი მო­დუ­ნე­ბა და გან­ცალ­კე­ვე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. შე­დე­გად, მუც­ლის წინა კე­დე­ლი არ არის ძლი­ე­რი და მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის ზე­წო­ლით მუ­ცე­ლი, კან­თან და ცხიმ­თან ერ­თად გად­მო­ი­ბე­რე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ხდე­ბა სრუ­ლი გარ­და­სახ­ვა და ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი იბ­რუ­ნებს სა­ო­ცარ ფორ­მებს. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გრძელ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვე იზღუ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. პა­ცი­ენტს ენიშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კორ­სე­ტი. 6 თვე­ში კი შე­შუ­პე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნა­წი­ბუ­რი არის ბი­კი­ნის ზო­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შიც კი ის გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე

როდის არის რეკომენდებული რინოპლასტიკა და რა შემთხვევაში მიიღწევა მაქსიმალური შედეგი - პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ ოპერაციაზე

პლასტიკური ქირურგია წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება და იხვეწება. თუმცა როგორც პლასტიკური ქირურგები აღნიშნავენ, უცვლელი რჩება ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ოპერაციების ჩამონათვალი. ამ მიმართულებით საქართველოში უდავო ლიდერი რინოპლასტიკაა.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ზურაბ შანავა 3 ყველაზე მოთხოვნად პლასტიკურ ოპერაციაზე გვესაუბრება. როგორც თავად ექიმი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მკერდის გადიდების ოპერაციაზე სილიკონის იმპლანტებით. ასევე პოპულარულია მუცლის პლასტიკა ანუ აბდომინოპლასტიკა.

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა რეკომენდებულია გაკეთდეს გოგონებში მინიმუმ 16 წლიდან და ბიჭებში - მინიმუმ 18 წლიდან. ეს პერიოდი სქესობრივი მომწიფების შესაბამისადაა გათვლილი. სეზონურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ ზაფხულში შესაძლოა ცოტა მეტი შეშუპება დაფიქსირდეს. ოპერაციის შემდეგ მინიმუმ 1 თვე ფიზიკური აქტიურობა იზღუდება მაქსიმალურად, ხოლო მინიმუმ 6 თვე რუჯი და სათვალის გამოყენება შეზღუდულია. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტის მართვა ხორციელდება ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში რინოპლასტიკა ყველაზე ხშირად გაკეთებული პლასტიკური ოპერაციაა, მისი ტექნოლოგია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნიკებით სრულდება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის ამ ოპერაციის ჩასატარებლად. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კონგრესებში მონაწილეობის გზით საქართველოში დანერგილია ყველა ის თანამედროვე ტექნიკა და მეთოდი, რომელიც სასურველი შედეგის გარანტიაა. ოპერაციები საკმაოდ მაღალი დონის აპარატურით ტარდება. შესაბამისად, პაციენტების კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია.

სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმსა და პაციენტს შორის იყოს მჭიდრო კომუნიკაცია, ყველაფერზე და მათ შორის, საბოლოო შედეგის დეტალებზე წინასწარ მოხდეს გასაუბრება. ასე პაციენტი ფსიქოლოგიურადაც უფრო მომზადებულია. ეს კომუნიკაცია უნდა გრძელდებოდეს არა მხოლოდ ოპერაციამდე პერიოდში, არამედ ოპერაციის შემდეგაც. პოსტოპერაციული პერიოდი რინოპლასტიკის შემთხვევაში მინიმუმ წელიწად ნახევარს მოიცავს, ამიტომ ყველა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციის დროს იყოს ყურადღებით და მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ყველანაირ მოსალოდნელ შედეგზე.

მკერდის გადიდება

აღნიშნული ოპერაცია ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ადრე თუ თვეში რამდენიმე ოპერაცია ტარდებოდა ამ მიმართულებით, ამჟამად შესაძლოა დღეში რამდენიმეც გაკეთდეს. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდამ და პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებამ.

მკერდის გადიდება ძალიან პოპულარულია ქალებში, რომელთაც ორსულობის ან ლაქტაციის შემდეგ მკერდის ფორმა და ზომა გაუფუჭდათ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მეთოდით საკუთარი სხეულის სრულყოფილების მიღწევას ცდილობენ გოგონებიც, რომლებსაც ჯერ არც ორსულობა და ლაქტაცია არ ჰქონიათ, უბრალოდ, აწუხებთ მცირე ზომის მკერდი. ოპერაციის გაკეთება 20 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.

თავად ჩარევა დაახლოებით 1 საათი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ მინიმუმ 1 თვე იკრძალება ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით, ზედა კიდურების დატვირთვა. პაციენტმა 1-2 თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა ატაროს სპეციალური ელასტიკური კორსეტი. საბოლოო შედეგი კი 6 თვის შემდეგ მიიღება. ამ პერიოდში არ შეიძლება რუჯი. ოპერაციის შემდგომ უნდა მოხდეს მკერდის რუტინული პრევენციული კვლევა წელიწადში მინიმუმ 1-2-ჯერ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ კვლევას სტანდარტულად ყველა უნდა იტარებდეს.

აბდომინოპლასტიკა

მუცლის პლასტიკას ხშირად ორსულობის შემდეგ იკეთებენ. თუმცა ასევე საკმაოდ ხშირია წონაში ჭარბად მატების ან წონაში მატების და შემდგომ კლების შედეგად ჩამოკიდებული მუცლის კანის პლასტიკა არა მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. როგორც წესი, ამ შემთხვევებში დაზიანებულია კანი გარეგნულად, სტრიების სახით და ასევე დაკარგული აქვს ელასტიკურობა. ასევე ხშირად ხდება მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი, რომლებიც

პასუხისმგებელი არიან მუცლის პრესსა და მუცლის სიბრტყელეზე. დიასტაზის დროს კი ხდება მათი მოდუნება და განცალკევება ერთმანეთისგან. შედეგად, მუცლის წინა კედელი არ არის ძლიერი და მუცლის ღრუს ორგანოების ზეწოლით მუცელი, კანთან და ცხიმთან ერთად გადმოიბერება. ოპერაციის შედეგად ხდება სრული გარდასახვა და ადამიანის სხეული იბრუნებს საოცარ ფორმებს. ქირურგიული ჩარევა რამდენიმე საათი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 1 თვე იზღუდება ფიზიკური აქტივობა. პაციენტს ენიშნება სპეციალური კორსეტი. 6 თვეში კი შეშუპება მინიმუმამდე დადის. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ნაწიბური არის ბიკინის ზონაში. შესაბამისად, საცურაო კოსტიუმშიც კი ის გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი რჩება.