სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ?
რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ?

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში Wizz Air-მა მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში Wizz Air-მა მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრან­კფურ­ტი­დან და ჰამ­ბურ­გი­დან პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი უკვე შეს­რულ­და.

"დღე­ი­დან, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დმა ავი­ა­კომ­პა­ნია WIZZ AIR-მა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ევ­რო­პის 5 ქა­ლა­ქის: ფრან­კფურ­ტის, ჰამ­ბურ­გის, ბრი­უ­სე­ლის, მად­რი­დი­სა და პოზ­ნა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრან­კფურ­ტი­დან და ჰამ­ბურ­გი­დან პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი უკვე შეს­რულ­და. მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი იმე­რე­თის მხა­რე­ში ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე, ქუ­თა­ი­სის მე­რის იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, Wizz Air-ის მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკვე ნიშ­ნავს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად აღ­დგა.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი WIZZ AIR სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფარ­თოვ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს მგზავ­რე­ბის კომ­ფორ­ტი­სა და ხა­რის­ხის გაზ­რდა­ზე. ჩვენ არა ერთი მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვაქვს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და არ­სე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა­ზე. დღე­ვან­დე­ლი დღე ჩვენს მიერ სწო­რად ნა­წარ­მო­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ის შე­დე­გია და ჩვენ­თვის ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 27 მი­მარ­თუ­ლე­ბა უკვე ჩა­ით­ვლე­ბა, რო­გორც მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სრულ აღ­დგე­ნად 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით. გარ­და ამი­სა, წლე­ვან­დე­ლი წელი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წელი რად­გა­ნაც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ვე­ლო­დე­ბით მი­ლი­ონ­ზე მეტ მგზავრს, რაც ნიშ­ნავს რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ახალ სი­ტყვას იტყვის ქარ­თულ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზარ­ზე”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ.

აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Wizz Air-ის მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გარ­და, ფრე­ნის სიხ­ში­რე­ე­ბი გა­ი­ზარ­დოს უკვე არ­სე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე შე­იქ­მნას და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

"5-ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით შეს­რულ­დე­ბა. ხოლო, პა­რი­ზის, მი­ლა­ნის, პრა­ღი­სა და მე­მინ­გენ­ზე არ­სე­ბულ სიხ­ში­რე­ებს თითო სიხ­ში­რე და­ე­მა­ტე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

რა არა, რომელი 🙂

თემო
2

მახსენდება 2012 წელს, საგანელიძის სიტყვები ტელევიზიით- რა დროს ქუთაისის აეროპორტია? ვის რაში სჭირდებაო?

ეხლა კი გამგებელ-მერები წითელ ლენტებს ჭრიან მაგ აეროპორტში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ?

რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა.

"დღეიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელის, მადრიდისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა. მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი 5 ახალი მიმართულებით, უკვე ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მიმართულებები სრულად აღდგა.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე”,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

"5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.