მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს
რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს

რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. სმო­ლენ­სკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ვა­სი­ლი ანო­ხი­ნის მტკი­ცე­ბით, ოლ­ქში, საწ­ვა­ვის და ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ბრი­ანსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დრ ბო­გო­მა­ზის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ოლ­ქის ტე­რი­ტო­რია და­ბომ­ბეს.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სუ­ზემ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნო­ვა­ია პო­გოშ­ჩი და­ბომ­ბეს. არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა ან და­ღუ­პუ­ლა. და­ბომბვის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრ ბო­გო­მაზ­მა.

მისი თქმით, და­ბომბვის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა ლო­მა­კოვ­კას და­სახ­ლე­ბა­შიც.

ამას­თან, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვის მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ბომბვის გამო 2 500 ადა­მი­ა­ნი თავ­შე­სა­ფარ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"რა თქმა უნდა, პი­რო­ბე­ბი იოლი არ არის. ისი­ნი უზარ­მა­ზარ სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ასო­ბით სა­წო­ლია, სა­დაც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და პა­ტა­რე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი იძი­ნე­ბენ“, - წერს გლად­კო­ვი "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

ხუთ­შა­ბათს, ორმა ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტურ­მა ჯგუფ­მა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, გა­ნა­ცხა­და, რომ კვლავ იბ­რძოდ­ნენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც მოს­კო­ვის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უარ­ყო. უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
1

ეგ ერთი და სხვა მრავალი....

Qeto
7

ძალიან გვიხარია! წარმატებები უკრაინა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს

რუსი გუბერნატორები აცხადებენ, რომ მათი ოლქების ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ და დაბომბეს

რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორები დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის მტკიცებით, ოლქში, საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქის ტერიტორია დაბომბეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუზემსკის რაიონის სოფელი ნოვაია პოგოშჩი დაბომბეს. არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ალექსანდრ ბოგომაზმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა ლომაკოვკას დასახლებაშიც.

ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის გამო 2 500 ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

"რა თქმა უნდა, პირობები იოლი არ არის. ისინი უზარმაზარ სპორტული ობიექტებში არიან გადაყვანილი, სადაც ასობით საწოლია, სადაც ზრდასრული ადამიანები და პატარები, მოხუცები და ახალგაზრდები იძინებენ“, - წერს გლადკოვი "ტელეგრამის“ არხზე.

ხუთშაბათს, ორმა ანტიპუტინისტურმა ჯგუფმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული, განაცხადა, რომ კვლავ იბრძოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ.