უკრაინის ტერიტორიაზე, კიევსა და რამდენიმე ოლქში წუხელ განგაშის ხმა ისმოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მოგვიანებით, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.
"რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ორი ყველაზე მონათესავე სლავური ქვეყნისა და ერის ომი ახალ დაუნდობელ ფაზაში გადადის... წამქეზებელი ბევრია, შემრიგებელი კი... არ სჩანს. თუმცა მათი შერიგება უკვე თითქმის შეუძლებელია. ეს ომი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. იარაღი არც ერთ მხარეს არ მოაკლდება. "ნატო" წევრობა უკრაინისათვის უახლოეს მომავალში ილუზიის ტოლფასია. "ევროკავშირის" კანდიდატობა კი, ხანგძლივი დროით გაიწელება...
კახა ვინ გაძლევს ასე ზუსტ ინფორმაციას,თუ დასავლეთის ტექნიკის რამდენი პროცენტია განადგურებული .ისევ რუსულ საიტებზე კითხულობ?ხომ ასეა.ეს რეალური ინფორმაცია შენთვის დაიტოვე,ისევე როგორც ბევრი პროპაგანდისტული რუსული ფეიკი,მე არ მჭირდება...