რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის "სამარადისო მტერია“.
მისივე თქმით, ნებისმიერი ბრიტანელი ოფიციალური პირი (სამხედრო ან სამოქალაქო), რომელიც ხელს უწყობს ომს უკრაინაში, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ შეიძლება იყოს განხილული.
"დღეს დიდი ბრიტანეთი მოქმედებს უკრაინის მოკავშირედ, რომელიც მას აწვდის სამხედრო დახმარებას, აღჭურვილობისა და სპეციალისტების სახით, ანუ დე-ფაქტოდ უძღვება გამოუცხადებელ ომს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევი აღნიშნული განცხადებით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის გამოეხმაურა, რომელმაც მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.
კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა: "უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი".
"მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში. ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ," - დასძინა მან.
გოჩა.. მაგარი იუმორი გაქვს! ერთ კომენტარში ქოცი მეგონე! არა აქვს მნიშვნელობა!!!მედვედევი თუ ასე ფიქრობს მით უკეთესი ბრიტანეთის ხსნებისას პირში წყალი გამოივლოს ხომ არ ეპატარავება. მთლად მოიჯაყა ეს ლოთი. რას ჩერჩეტობს ვერ ხვდება და თან ჩვენი პარლამენტარებივით ავიწყდება რომ ერთი უბლრალო რუსი ლოთი ვანია კი არ არის სამწუხაროდ ოფიციალური პირია და პუტკინის მარჯვენა ხელი! ხოდა რას ბოდიალობას რა ომიო ბრიტანეთთანო!?
დაერხა ბრიტანეთს