მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები
"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები

უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 22 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ავ­რცე­ლებს.

"ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ კი­დევ ერთი მა­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე Shahed-ის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა თით­ქმის ყვე­ლა დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს, თუმ­ცა არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბი და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

გენშტა­ბის ცნო­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა 64 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა და ერთი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი 88-ჯერ გახ­სნეს.

გენშტა­ბის ცნო­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბოლო ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სებ­მა შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. კუ­პი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს ხარ­კო­ვის ოლ­ქის მა­სი­უ­ტოვ­კას და­სავ­ლე­თით და ლუ­განსკის ოლ­ქის ნო­ვო­სე­ლოვ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს მტრის ყვე­ლა შე­ტე­ვა ქა­ლაქ მა­რინ­კას მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე პო­ბე­დას და ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კას და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

გენშტა­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ამ 11 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა მტრის პერ­სო­ნა­ლის და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ებს და ასე­ვე მის სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას და­არ­ტყა.

"გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა Shahed-ის ტი­პის 32 დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს. გარ­და ამი­სა, სა­რა­კე­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა 3 სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტს, მტრის ცო­ცხა­ლი ძა­ლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ას, 4 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გარს, სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას და საწ­ვა­ვი და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის 3 სა­ცავს და­არ­ტყეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანო
0

უკრაინსკი ბახმუტ ი.......ინაცებო.

აკი
2

ის რაღაც კონტრრრრ როდის იწყება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები

"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.

"მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოებში, აგრეთვე პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

"გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა Shahed-ის ტიპის 32 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიას, 4 საარტილერიო დანადგარს, საზენიტო სარაკეტო სისტემას და საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.