კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელების პასუხი უფრო მწვავე ხდება? - შეტევა დრონებით მოსკოვზე და დაზიანებული შენობები - რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მოსკოვს 8 დრონით დაესხნენ თავს
უკრაინელების პასუხი უფრო მწვავე ხდება? - შეტევა დრონებით მოსკოვზე და დაზიანებული შენობები - რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მოსკოვს 8 დრონით დაესხნენ თავს

რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­ზე დრო­ნე­ბით შე­ტე­ვას რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, ამის შე­სა­ხებ მოს­კო­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის თქმით, სა­უ­ბა­რი არ არის სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სა­ი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ტე­ვა. რუ­სეთ­ში აცხა­დენ, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ რამ­დე­ნი­მე დრო­ნი მა­შინ ჩა­მო­აგ­დო, რო­დე­საც ისი­ნი მოს­კოვს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, ზო­გიც უშუ­ა­ლოდ მოს­კოვ­ში. ჩა­მოგ­დე­ბი­სას კი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­ნო­ბებს და­ე­ცა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სუ­რა­თებ­ზე ჩანს კვამ­ლის კვა­ლი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცაზე. მოს­კო­ვის მე­რის თქმით, რამ­დე­ნი­მე მა­ცხოვ­რებ­ლის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

კი­ევ­ში ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­კე­თე­ბუ­ლა, მაგ­რამ ორ­შა­ბათს, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ნე­რალ­მა კი­რი­ლო ბუ­და­ნოვ­მა გა­აფრ­თხი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი, რომ კი­ევ­ზე დარ­ტყმებს მოჰ­ყვე­ბო­და "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა".

  • რას აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

სერ­გეი შო­ი­გუს უწყე­ბის ცნო­ბით, კი­ე­ვის რე­ჟი­მი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს რვა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით და­ეს­ხა თავს და ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი დრო­ნი რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ი­გე­რი­ეს, რის შე­დე­გად, მათ კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს და და­გეგ­მილ სა­მიზ­ნე­ებს ას­ცდნენ, ხუთი დრო­ნი კი Pantsir-S1-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­მო­აგ­დეს.

"დღეს დი­ლით კი­ე­ვის რე­ჟიმ­მა ქა­ლაქ მოს­კო­ვის ობი­ექ­ტებ­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დას­ხმა­ში რვა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი იყო ჩარ­თუ­ლი. მტრის ყვე­ლა დრო­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

  • გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მაც

უწყე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი მოს­კოვ­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმის ფაქტს იძი­ე­ბენ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ დრო­ნე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა მცი­რედ და­ზი­ან­და.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბი და რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
TEMO
2

ესე იგი კიევზე თავდასხმა სპეციალური სამხედრო ოპერაციაა და მოსკოვზე თავდასხმა ტერორისტული აქტი?!

Tamriko
15

ეს რა ხდება, შარშან ვინ იფიქრებდა ამას. ერთი წლის მერე შეიძლება ლენინის მავზოლეუმიც აქ ქონდეთ რუსს ლტოლვილებს ჩამოტანილი. 

ავტორი:

უკრაინელების პასუხი უფრო მწვავე ხდება? - შეტევა დრონებით მოსკოვზე და დაზიანებული შენობები - რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მოსკოვს 8 დრონით დაესხნენ თავს

უკრაინელების პასუხი უფრო მწვავე ხდება? - შეტევა დრონებით მოსკოვზე და დაზიანებული შენობები - რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მოსკოვს 8 დრონით დაესხნენ თავს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევას რამდენიმე შენობის დაზიანება მოჰყვა, ამის შესახებ მოსკოვის ოფიციალური პირები აცხადებენ.

დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საუბარი არ არის სერიოზულ დაზიანებაზე. ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა შეტევა. რუსეთში აცხადენ, რომ საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დრონი მაშინ ჩამოაგდო, როდესაც ისინი მოსკოვს მიუახლოვდნენ, ზოგიც უშუალოდ მოსკოვში. ჩამოგდებისას კი ზოგიერთი მათგანი შენობებს დაეცა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს კვამლის კვალი რუსეთის დედაქალაქის ცაზე. მოსკოვის მერის თქმით, რამდენიმე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.

კიევში ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, მაგრამ ორშაბათს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალმა კირილო ბუდანოვმა გააფრთხილა ოფიციალური მოსკოვი, რომ კიევზე დარტყმებს მოჰყვებოდა "სწრაფი რეაგირება".

  • რას აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში?

სერგეი შოიგუს უწყების ცნობით, კიევის რეჟიმი რუსეთის დედაქალაქს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს და ყველა მათგანი განადგურებულია.

მათივე ინფორმაციით, სამი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგად, მათ კონტროლი დაკარგეს და დაგეგმილ სამიზნეებს ასცდნენ, ხუთი დრონი კი Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.

"დღეს დილით კიევის რეჟიმმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა. თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. მტრის ყველა დრონი განადგურებულია", - აცხადებენ სამინისტროში.

  • განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმაც

უწყების ცნობით, ისინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ფაქტს იძიებენ. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დრონების ჩამოვარდნის შედეგად რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შენობა მცირედ დაზიანდა.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები.

"მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება“, - აცხადებენ უწყებაში.