კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა" - რა ვითარებაა ცოფის გავრცელების მხრივ თბილისსა და რეგიონებში: სტატისტიკა, დაავადების სიმპტომები, რჩევები
"პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა"  - რა ვითარებაა ცოფის გავრცელების მხრივ თბილისსა და რეგიონებში: სტატისტიკა, დაავადების სიმპტომები, რჩევები

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცხო­ველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, თენ­გიზ ჩა­ლი­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ფის 46 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, ეს შემ­თხვე­ვე­ბი სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან თი­თო­ე­ულ ძაღლს, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ჰქო­ნო­და შე­ხე­ბა.

"ვი­ნა­ი­დან და­ა­ვა­დე­ბა არის ენ­დე­მუ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს გვაქვს გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. წელს არის 46 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ცხო­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა იყო აუც­რე­ლი და როცა ცხო­ვე­ლი არის აუც­რე­ლი, ყო­ველ­თვის თავს იჩენს და­ა­ვა­დე­ბა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ადა­მი­ან­მა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ თა­ვი­სი ცხო­ვე­ლი და­ცუ­ლი და აც­რი­ლი იყოს ამ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ჩვენ ვერ ვი­ტყვით იმას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბა არის, რად­გან ეს შემ­თხვე­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ წელს ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო, ვი­ნა­ი­დან ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ნიშ­ნავს იმას, რომ თი­თო­ე­ულ ძაღლს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან შე­ხე­ბა, და­ა­ინ­ფი­ცი­როს სხვა ცხო­ვე­ლი და და­ა­ვა­დე­ბა გავ­რცელ­დეს. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არის ლე­ტა­ლუ­რი.

  • ცოფი 100%-ით კლავს, თუმ­ცა, ამას­თან­ვე, და­დე­ბი­თი მხა­რე ის არის, რომ და­ა­ვა­დე­ბა არის მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი. არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცხო­ვე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვ­ნე­ბე­ლია და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ“,-გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ჩა­ლი­გა­ვამ.

მისი თქმით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო პატ­რო­ნი­ან ცხო­ვე­ლებს ცრის, თუმ­ცა, თუ მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა, ცოფ­ზე სხვა ცხო­ვე­ლებ­საც აც­რის.

"რაც შე­ე­ხე­ბა უპატ­რო­ნო და მი­კედ­ლე­ბულ ცხო­ვე­ლებს, თუ იქ­ნე­ბა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ან მი­კედ­ლე­ბუ­ლი პი­რის მხრი­დან, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მზად არის, რომ ამ ცხო­ვე­ლებ­შიც პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ა­ტა­როს. მინ­და მო­ვუ­წო­დო მო­სახ­ლე­ო­ბას ან იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღე­ბენ უპატ­რო­ნო ძაღ­ლებ­ზე, აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზეც, რად­გან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ ცო­ფის და­ა­ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ყო­ველ წელს იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ჩა­ლი­გა­ვამ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში.

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წელს, თბი­ლის­ში ცო­ფის ორი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თონ და ისი­ნი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ აც­რი­ან ცხო­ველს ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით.

  • "წელს, თბი­ლის­ში ორი გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. მა­გა­ლი­თად, 2022 წელს ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში ცო­ფის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო. მი­ნი­მუ­მამ­დე არის თბი­ლის­ში ცხო­ვე­ლებ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლე­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ მე­პატ­რო­ნე­ებ­მა, რომ­ლებ­საც დაჰ­ყავთ სა­კუ­თა­რი ცხო­ვე­ლი, მა­გა­ლი­თად სა­ნა­დი­როდ, სა­სურ­ვე­ლია, ერ­თზე მეტ­ჯერ აც­რან ცო­ფის ვაქ­ცი­ნით.

  • მან ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ცო­ფის დროს ძაღლს.

"შე­იძ­ლე­ბა ამ ძაღლს ყლაპ­ვა გა­უ­ჭირ­დეს იმი­ტომ, რომ რო­დე­საც ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში გა­და­დის ცო­ფის ვირუ­სი, ამის შემ­დეგ უკვე ხდე­ბა კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა. ასე­ვე ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებ­საც იწ­ვევს ცხო­ვე­ლებ­ში და ყლაპ­ვა ურ­თულ­დე­ბათ, რო­გორც საკ­ვე­ბის, ასევ წყლის. რო­დე­საც შევ­ნიშ­ნავთ ცხო­ველს ისეთ ქცე­ვას, რაც მის­თვის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, სა­სურ­ვე­ლია, მა­შინ­ვე მივ­მარ­თოთ ვე­ტე­რი­ნარს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვილ­მა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, აც­რე­ბი მა­სობ­რი­ვად არ ტარ­დე­ბა და გარ­კვე­უ­ლი რის­კი არის, რომ ცოფი მარ­ტი­ვად და სწრა­ფად გავ­რცელ­დეს.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს და არა­ვი­თა­რი პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. რო­გორც ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო, ასე­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლე­ბენ ცო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ცხო­ვე­ლე­ბის აც­რებს. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ცხო­ველ­თა მიმ­კედ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე გვეხ­მა­რე­ბი­ან და თა­ვის შე­კედ­ლე­ბულ ცხო­ვე­ლებს გვახ­ვედ­რე­ბენ, რაც საქ­მეს გვი­მარ­ტი­ვებს. ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­დი­ან ცხო­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც ად­გილ­ზეც უკეთ­დე­ბათ ცო­ფის ვაქ­ცი­ნა. ასე­ვე, ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვე­ნი ჯგუ­ფი გა­და­ად­გილ­დე­ბა ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე და ად­გილ­ზე ატა­რე­ბენ აც­რებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლის აცრა უფა­სოა და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თოს.

"ალ­ბათ, ქუ­ჩა­ში გი­ნა­ხავთ ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც ყურ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი საჭ­დი უკე­თი­ათ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ცხო­ვე­ლი ერთხელ მა­ინც არის აც­რი­ლი ცოფ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვილ­მა.

  • ცოფი ვირუ­სუ­ლი ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დროს ზი­ან­დე­ბა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნი. ამ ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს ყვე­ლა თბილ­სის­ხლი­ა­ნი ცხო­ვე­ლი (ძაღ­ლი, კატა, მსხვილ­ფე­ხა და წვრილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი, ცხე­ნი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგე­ლი და სხვა). ცო­ფით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფი ცხო­ვე­ლის მიერ კბე­ნის, გა­კაწ­რის ან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოთ კლი­ნი­კას. ცო­ფის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით. ცო­ფის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა 100% შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს სიკ­ვდილს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

სავსეა თბილისი მაწანწალა ძაღლებით

ედშ
0

მოგვაშორეთ მაწანწალა ძაღლები. გახსენით თავშესაფრები და იქ გააკეთეთ ეგ ფული. ბაღებში, სკოლებში, სკვერებში, საცხობებთან და მაღაზიებთან,ყველგან. მიხედეთ. მოაწესრიგეთ მაგაშიც ნაცები გიშლიან ხელს :))))

ავტორი:

"პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა" - რა ვითარებაა ცოფის გავრცელების მხრივ თბილისსა და რეგიონებში: სტატისტიკა, დაავადების სიმპტომები, რჩევები

"პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა"  - რა ვითარებაა ცოფის გავრცელების მხრივ თბილისსა და რეგიონებში: სტატისტიკა, დაავადების სიმპტომები, რჩევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.

"ვინაიდან დაავადება არის ენდემური, საქართველოში ყოველ წელს გვაქვს გამოვლინებები. წელს არის 46 დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხოველების უმეტესობა იყო აუცრელი და როცა ცხოველი არის აუცრელი, ყოველთვის თავს იჩენს დაავადება, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა გაითავისოს, რომ თავისი ცხოველი დაცული და აცრილი იყოს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქება არის, რადგან ეს შემთხვევები ქვეყანაში ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა არის საყურადღებო, ვინაიდან ყოველი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ადამიანთან შეხება, დააინფიციროს სხვა ცხოველი და დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება არის ლეტალური.

  • ცოფი 100%-ით კლავს, თუმცა, ამასთანვე, დადებითი მხარე ის არის, რომ დაავადება არის მარტივად კონტროლირებადი. არსებობს ვაქცინები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, ცხოველი აბსოლუტურად უვნებელია და ჩვენ შეგვიძლია დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,-განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო პატრონიან ცხოველებს ცრის, თუმცა, თუ მიმართვიანობა იქნება, ცოფზე სხვა ცხოველებსაც აცრის.

"რაც შეეხება უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებს, თუ იქნება მომართვიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მიკედლებული პირის მხრიდან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, რომ ამ ცხოველებშიც პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაატაროს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ან იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ უპატრონო ძაღლებზე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ ვაქცინაციაზეც, რადგან ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ცოფის დაავადების შემცირებას და შესაბამისად, გამოვლინებები ყოველ წელს იქნება“,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა.

მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მიმართა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართონ და ისინი სრულიად უსასყიდლოდ აცრიან ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.

  • "წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით.

  • მან ასევე განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს.

"შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

როგორც მან განმარტა, აცრები მასობრივად არ ტარდება და გარკვეული რისკი არის, რომ ცოფი მარტივად და სწრაფად გავრცელდეს.

"საბედნიეროდ, ჩვენს დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს და არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებენ ცოფის წინააღმდეგ ცხოველების აცრებს. ამ პროცესში ჩართულები არიან ცხოველთა მიმკედლებლები, რომლებიც ადგილზე გვეხმარებიან და თავის შეკედლებულ ცხოველებს გვახვედრებენ, რაც საქმეს გვიმარტივებს. ჩვენს მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველდღიურად შემოდიან ცხოველები, რომელთაც ადგილზეც უკეთდებათ ცოფის ვაქცინა. ასევე, ყოველდღიურად ჩვენი ჯგუფი გადაადგილდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და ადგილზე ატარებენ აცრებს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველის აცრა უფასოა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართოს.

"ალბათ, ქუჩაში გინახავთ ცხოველი, რომელსაც ყურზე სპეციალური საჭდი უკეთიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ერთხელ მაინც არის აცრილი ცოფზე“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

  • ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ამ ვირუსით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ცოფით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ კბენის, გაკაწრის ან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ კლინიკას. ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული ვაქცინაციით. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100% შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.

იხილეთ ასევე: