სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივედით უკრაინაში თავხედურად, ნაცისტების ძებნაში ჩექმით გადავუარეთ, მივუახლოვდით კიევს, მაგრამ "ჩავისვარეთ..." - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა
"მივედით უკრაინაში თავხედურად, ნაცისტების ძებნაში ჩექმით გადავუარეთ, მივუახლოვდით კიევს, მაგრამ "ჩავისვარეთ..."  - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა

რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლად" წო­დე­ბულ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ პრო­რუს აქ­ტი­ვისტს და პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ კონ­სტან­ტინ დოლ­გოვს, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, - რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ი­სა და დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის­თვის“ და­წყე­ბულ­მა "სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ“ მო­ი­ტა­ნა სულ სხვა შე­დე­გი, ვიდ­რე ეს მოს­კოვს ეგო­ნაო.

"ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ამ" გა­მო­იწ­ვია ის, რომ უკ­რა­ი­ნა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო, "დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის" შე­დე­გად კი, დღეს უკ­რა­ი­ნას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი არ­მია ჰყავს.

"მინ­და და­ვუბ­რუნ­დე 1992 წელს, როცა ჩვე­ნი მოძ­მე უკ­რა­ი­ნა ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო გახ­და. იმის ნაც­ვლად, რომ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი, დი­დად არ ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას, რა ტი­პის იყო ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ დროს ამ პრო­ცეს­ში შე­მოძ­ვრნენ ამე­რი­კე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდა იუშ­ჩენ­კო, ასე­ვე რეგ­ვე­ნე­ბის მთე­ლი წყე­ბა, რომ­ლე­ბიც ტრი­ა­ლებ­დნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკან და ამ­ღვრევ­დნენ წყალს. 2014 წელს მოხ­და სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, მა­შინ უკ­რა­ი­ნა­ში იჯდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი დე­გე­ნე­რა­ტი ია­ნუ­კო­ვი­ჩი, რო­მე­ლიც მარ­ტო იმა­ზე ფიქ­რობ­და, რო­გორ ეშო­ვა ფული, და­ი­წყო შიდა ელი­ტუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი პრო­და­სავ­ლე­ლებ­სა და პრო­რუ­სებს შო­რის... მოხ­და მა­ი­და­ნი, რუ­სე­ბი წა­ვიდ­ნენ ძი­რი­თა­დად დონ­ბას­ში, ყი­რი­მი გა­მო­ე­ყო. ამის მერე 8 წე­ლი­წა­დი რას ვა­კე­თებ­დით? იმის ნაც­ვლად, რომ დონ­ბა­სის­გან შეგ­ვექ­მნა სა­მო­თხე დე­და­მი­წა­ზე და გვეთ­ქვა სომ­ხე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, მო­დით ჩვენ­თან, ჩვენ­თან სა­უ­კე­თე­სოა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა, მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა და გაგ­ვე­ყი­და ქვა­ნახ­ში­რი, ამის ნაც­ვლად იქ გა­ნამ­წე­სეს კურ­ჩენ­კო, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­პა­რა, რის მო­პარ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. მას­თან წილ­ში იყ­ვნენ რუ­სე­ბი სამ­ხრე­ე­ბით თუ მათ გა­რე­შე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ა.შ. დონ­ბა­სი გა­ქურ­დეს... ბევ­რი კი­თხვაა, რო­მელ­ზეც მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა... ამის მერე, რო­გორც ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ი­წყეს აგ­რე­სი­ის­თვის მზა­დე­ბა, ეს არის, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა ინ­ფორ­მა­ცია მე არ მაქვს. გა­მო­ა­ცხა­დეს სპე­ცო­პე­რა­ცია... ჩვენ რა ვქე­ნით, მი­ვე­დით უკ­რა­ი­ნა­ში თავ­ხე­დუ­რად, ნა­ცის­ტე­ბის ძებ­ნა­ში მთელ ტე­რი­ტო­რი­ას ჩექ­მით გა­და­ვუ­ა­რეთ, მი­ვუ­ახ­ლოვ­დით კი­ევს, მაგ­რამ "ჩა­ვის­ვა­რეთ“ და უკან და­ვი­ხი­ეთ, იგი­ვე მოხ­და ხერ­სო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც... რა იყო ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი - დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია და დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია და რა მი­ვი­ღეთ? - დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ით უკ­რა­ი­ნა ვაქ­ცი­ეთ ნა­ცი­ად, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გახ­და ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას“, პრი­გო­ჟი­ნის თქმით, თუ "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ და­წყე­ბამ­დე უკ­რა­ი­ნას და­ახ­ლო­ე­ბით ჰქონ­და 500 ტან­კი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძო­ლა 20 000 ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო, დღეს შე­უძ­ლია 400 000-ს. მისი გან­ცხა­დე­ბით, შე­დე­გი სა­პი­რის­პი­როა - არა დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, არა­მედ მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია.

პრი­გო­ჟი­ნის თქმით­ვე, დღეს უკ­რა­ი­ნე­ლებს ჰყავთ ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არ­მია, მომ­ზა­დე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით, კარ­გი დაზ­ვერ­ვით, სხვა­დას­ხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბით და ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ რო­გორც საბ­ჭო­თა, ისე ნა­ტოს ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მას.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­სავ­ლეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­დი­ან და დროს ატა­რე­ბენ. მან ახ­სე­ნა შო­ი­გუს სიძე და ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი. პრი­გო­ჟი­ნის თქმით, "ელი­ტის შვი­ლე­ბი მა­ძღრად ცხოვ­რო­ბენ და დროს ატა­რე­ბენ".

"მო­ვუ­წო­დებ რუ­სე­თის ელი­ტას, მო­კი­დეთ ხელი თქვენს ნა­ბიჭ­ვარ შვი­ლებს და გა­უშ­ვით ომში. რო­დე­საც მათ დაკ­რძა­ლავთ, ხალ­ხი იტყვის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა", - თქვა პრი­გო­ჟინ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
4

ა, კაცი!

ალექს
3

თლათ დურაქები აღმოჩნდით სლავები , 27 რიურიკი და სამი სტალინი ვერ გიშველით თქვენ , გზაც იქიმთ გქონიათ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მივედით უკრაინაში თავხედურად, ნაცისტების ძებნაში ჩექმით გადავუარეთ, მივუახლოვდით კიევს, მაგრამ "ჩავისვარეთ..." - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა

"მივედით უკრაინაში თავხედურად, ნაცისტების ძებნაში ჩექმით გადავუარეთ, მივუახლოვდით კიევს, მაგრამ "ჩავისვარეთ..."  - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ დამფუძნებელმა, "პუტინის მზარეულად" წოდებულმა ევგენი პრიგოჟინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა უკრაინაში დაბადებულ პრორუს აქტივისტს და პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ დოლგოვს, რომელშიც განაცხადა, - რუსეთის მიერ უკრაინის "დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონაო.

"ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" გამოიწვია ის, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგად კი, დღეს უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს.

"მინდა დავუბრუნდე 1992 წელს, როცა ჩვენი მოძმე უკრაინა ცალკე სახელმწიფო გახდა. იმის ნაცვლად, რომ გაგვეგრძელებინა ჩვენი კავშირები, დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას, რა ტიპის იყო ჩვენი კომუნიკაცია. ამ დროს ამ პროცესში შემოძვრნენ ამერიკელები, ევროპელები, გამოჩნდა იუშჩენკო, ასევე რეგვენების მთელი წყება, რომლებიც ტრიალებდნენ მიხეილ სააკაშვილის უკან და ამღვრევდნენ წყალს. 2014 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, მაშინ უკრაინაში იჯდა დასრულებული დეგენერატი იანუკოვიჩი, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობდა, როგორ ეშოვა ფული, დაიწყო შიდა ელიტური დაპირისპირებები პროდასავლელებსა და პრორუსებს შორის... მოხდა მაიდანი, რუსები წავიდნენ ძირითადად დონბასში, ყირიმი გამოეყო. ამის მერე 8 წელიწადი რას ვაკეთებდით? იმის ნაცვლად, რომ დონბასისგან შეგვექმნა სამოთხე დედამიწაზე და გვეთქვა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, მოდით ჩვენთან, ჩვენთან საუკეთესოა, გაგვეკეთებინა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მოგვეპოვებინა და გაგვეყიდა ქვანახშირი, ამის ნაცვლად იქ განამწესეს კურჩენკო, რომელმაც ყველაფერი მოიპარა, რის მოპარვაც შეიძლებოდა. მასთან წილში იყვნენ რუსები სამხრეებით თუ მათ გარეშე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ა.შ. დონბასი გაქურდეს... ბევრი კითხვაა, რომელზეც მოუწევთ პასუხის გაცემა... ამის მერე, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, უკრაინელებმა დაიწყეს აგრესიისთვის მზადება, ეს არის, რასაც გვეუბნებიან, ამის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. გამოაცხადეს სპეცოპერაცია... ჩვენ რა ვქენით, მივედით უკრაინაში თავხედურად, ნაცისტების ძებნაში მთელ ტერიტორიას ჩექმით გადავუარეთ, მივუახლოვდით კიევს, მაგრამ "ჩავისვარეთ“ და უკან დავიხიეთ, იგივე მოხდა ხერსონის შემთხვევაში და სხვა მიმართულებებითაც... რა იყო ამ სპეცოპერაციის მიზანი - დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია და რა მივიღეთ? - დენაციფიკაციით უკრაინა ვაქციეთ ნაციად, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი", - განაცხადა პრიგოჟინმა.

რაც შეეხება "დემილიტარიზაციას“, პრიგოჟინის თქმით, თუ "სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას დაახლოებით ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000 ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. მისი განცხადებით, შედეგი საპირისპიროა - არა დემილიტარიზაცია, არამედ მილიტარიზაცია.

პრიგოჟინის თქმითვე, დღეს უკრაინელებს ჰყავთ ერთ-ერთი უძლიერესი, კარგად ორგანიზებული არმია, მომზადების მაღალი დონით, კარგი დაზვერვით, სხვადასხვა შეიარაღებით და ერთნაირი წარმატებით იყენებენ როგორც საბჭოთა, ისე ნატოს ნებისმიერ სისტემას.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები დასავლეთსა და სხვა ქვეყნებში დადიან და დროს ატარებენ. მან ახსენა შოიგუს სიძე და ლავროვის ქალიშვილი. პრიგოჟინის თქმით, "ელიტის შვილები მაძღრად ცხოვრობენ და დროს ატარებენ".

"მოვუწოდებ რუსეთის ელიტას, მოკიდეთ ხელი თქვენს ნაბიჭვარ შვილებს და გაუშვით ომში. როდესაც მათ დაკრძალავთ, ხალხი იტყვის, რომ სამართლიანობა აღდგა", - თქვა პრიგოჟინმა.