რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩელსავ გლადკოვის განცხადებით, ოლქში, ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.
მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
"ბელგოროდში საავტომობილო გზაზე უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამზე“.
ამასთან, ვიაჩელსავ გლადკოვმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ოლქის თავზე დრონი ჩამოაგდეს. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა საუბარი ერთსა და იმავე დრონზე.
აბა დოლარებს ხომ არ ჩამოგიყრიდათ?! რას ელოდით ციდან რომ ჩამოვარდებოდა სხვას
ნებენზიამ და ლავროვმა იმდენი იძახეს გაეროში, უკრაინა კოღოებს წვრთნისო, ვგონებ, მართლაც რკინის კოღოებით მოუღებენ ბოლოს რუსეთს. ათიათასობით დრონს მოუყარეს თავი უკრაინელებმა, მალე კოღოებივით მიესევიან რუსეთს ეს დრონები. ამ ზაფხულს ომი მთლიანად რუსეთში გადაბარგდება.