სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს..." - მეუფე იაკობი
"როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს..." - მეუფე იაკობი

რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ევ­რო­კო­მი­სი­ას შეს­თა­ვა­ზა, რომ ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მო­ე­ცათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთ­ზე მიგ­ვა­ბა და ახლა რუსი რას გა­ა­კე­თებს, ვინ ჩა­ვი­ხე­დავთ მათი პირ­ვე­ლი პი­რე­ბის თავ­ში, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, "დაბრმა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა“.

"კარ­გად ვი­ცით, რომ ამ გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ქარ­თვე­ლე­ბი თუ კონ­კრე­ტულ ძა­ლებ­თან არ ვი­ყა­ვით, ისე ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა. ხე­დავთ რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. არის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის ომი. არის რუ­სუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი და არის ასე­ვე, სხვა დახ­ვე­წი­ლი ფორ­მის, უკვე სხვა იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი ვუ­წო­დოთ, თავი არ მო­ვი­ტყუ­ოთ. უკ­რა­ი­ნა­ში რა ხდე­ბა, რუს­მა რა იცის, რომ შიშ­ვე­ლი ძა­ლით და­ე­ჯა­ხოს. მი­წე­ბი არ ჰყოფ­ნის, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია მი­წე­ბით. ამ­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფო რომ გაქვს, მსოფ­ლი­ოს მე­რამ­დე­ნე­დია რომ ავი­ღოთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მე­ექ­ვსე­დი იყო და კი­დევ აქეთ-იქით იწევ­და. დღეს ახლა მერ­ვე­დი ხომ მა­ინც იქ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნა მო­ინ­დო­მა, უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს­თან გზა გახ­სნი­ლი ჰქონ­და.1989 წელ­საც შეგ­ვი­ტია, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გა­მო­იწ­ვია, არა­ე­როვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი რომ მო­ეყ­ვა­ნა სა­თა­ვე­ში და სა­ბო­ლო­ოდ, ამას მი­აღ­წია. დად­გა დრო და ჩვენს ერს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი არ ექ­ცე­ო­და ისე, რო­გორც სა­კუ­თარ ერს უნდა მოქ­ცე­ოდ­ნენ და ქარ­თველ­მა ერმა გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­ი­ტა­ნა და მო­ი­შო­რა. ეს არ იყო მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით გაშ­ვე­ბა, ეს იყო გაგ­დე­ბა და გა­ძე­ვე­ბა. თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ სი­მარ­თლეს. რა ხდე­ბა დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­კავ­შირ­ში არი­სო. გი­თხა­რით, რომ პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თველ­მა აირ­ჩია უფ­ლის გზა და ჩვე­ნი გზა ქრის­ტეს­თან არის. ეს ევ­რო­კავ­შირ­მაც იცო­დეს და პირ­ველ რიგ­ში, იმ დაბრმა­ვე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუ­დად გვექ­ცე­ვა ხოლ­მე. შე­ხე­დეთ დღეს რაც ხდე­ბა, რუ­სეთ­მა გა­ა­უქ­მა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი, აღად­გი­ნა ფრე­ნა. რა­ტომ მოხ­და ეს? თა­ვი­დან ვთქვი, რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ევ­რო­კო­მი­სი­ას შეს­თა­ვა­ზა, რომ ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მო­ე­ცათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთ­ზე მიგ­ვა­ბა და ახლა რუსი რას გა­ა­კე­თებს, ვინ ჩა­ვი­ხე­დავთ მათი პირ­ვე­ლი პი­რე­ბის თავ­ში, უნდა შეგ­ზღუ­დავს, უნდა მი­გიშ­ვებს. რა უნდა გა­ა­კე­თო, შენ და­უ­წე­სო რამე? აბა შევ­ხე­დოთ მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა. მინ­და უკ­რა­ი­ნის ომზე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა გი­თხართ და სხვებ­მაც იფიქ­რონ იმა­ზე, რა ხდე­ბა, ვინ და რა­ტომ იბ­რძვის უკ­რა­ი­ნა­ში. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი შე­იჭ­რა და ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ჩა­აგ­დო უკ­რა­ი­ნა“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი რამ ხდე­ბა“, რად­გან რუ­სე­თი თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბით ქვე­ყა­ნას ანად­გუ­რებს.

"რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ომი? ახლა ვინ­მეს უნდა, რომ რუ­სე­თი სულ გა­ა­ნად­გუ­როს? მა­გის ილუ­ზია გვაქვს? თუ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი რომ დამ­თავ­რდე­ბა, მა­გით მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სხვა გეგ­მე­ბი არ არის? არ გაგ­რძელ­დე­ბა სხვა­გან? აბა გა­დავ­ხე­დოთ. მი­ზა­ნი იკ­ვე­თე­ბა თუ არა ნელ-ნელა. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლო­საც მო­უ­წევს დად­გო­მა. სა­დაც ძა­ლა­დო­ბაა, იქ დად­გო­მა არ გინ­და ხომ. უკ­რა­ი­ნას რომ უჭირ­და, გაზ­საც იღებ­და რუ­სე­თის­გან, რუ­სეთ­თან, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მი­დის, რომ თა­ვის ხორ­ბა­ლი გა­ი­ტა­ნოს და გა­ყი­დოს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ არ იტყუ­ე­ბა. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბრძა­ნა, ხალ­ხს რომ უჭირს და მძი­მე სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, ყვე­ლას­თან ვვაჭ­რობ­თო. ხორ­ბა­ლიც გვინ­და და პუ­რიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ თვითკმა­რო­ბა არ გვაქვს. დაგ­ვეხ­მა­როს და­სავ­ლე­თი, უკ­რა­ი­ნა­ში რომ იმ­დენ ფულს დებს. თუ ჩვენც პარტნი­ო­რე­ბი ვართ, დაგ­ვეხ­მა­როს და მათ­გან ვი­ყი­დით. რა­საც რუ­სეთს ვუხ­დით ფულს, და­ნა­მა­ტი რაც იქ­ნე­ბა, თვი­თონ გა­და­ი­ხა­დონ და მათ­გან ვი­ყი­დით. ახლა შეც­ვა­ლა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რა­ღაც, ჩვენ­თან გა­მო­ვარ­დნენ, რა ხდე­ბაო. რა ხდე­ბა და შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩა­ა­ბა­რე? პირ­და­პირ ვი­ტყვი, ჩა­ა­ბა­რეს, გაყ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო. რუ­სეთს მის­ცეს ბა­ზე­ბი და აქეთ არის და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან არ გვინ­და ომი და და­ვი­და­რა­ბა. აბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკ­რა­ი­ნა­ში რაც ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოც რომ მოხ­დეს. რუ­სე­თის ბა­ზე­ბი­დან და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო და­ბომ­ბონ და აქე­დან კი­დევ რუ­სე­თის ბა­ზე­ბი. ხომ მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო ნად­გურ­დე­ბა? რამ­დე­ნი კაცი დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი, ამას ხომ უნდა ვუ­ყუ­როთ“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რავა
9

საქართველო ბოჩოლაა? აქეთ მიაბა, იქეთ გადააბა. და თუ მიბმაზე მიდგა საქმე, რაღა დათვის კარზე ებმები???

Lou
8

ნამდვილად ამის განსახილველია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს..." - მეუფე იაკობი

"როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს..." - მეუფე იაკობი

როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, "დაბრმავებული რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს ძალიან ცუდად ექცევა“.

"კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ხედავთ როგორი სიტუაციაა. არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა.1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია. დადგა დრო და ჩვენს ერს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არ ექცეოდა ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა მოქცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოიტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო. გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე. შეხედეთ დღეს რაც ხდება, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა. რატომ მოხდა ეს? თავიდან ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე? აბა შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება. მინდა უკრაინის ომზე ჩემი შეხედულება გითხართ და სხვებმაც იფიქრონ იმაზე, რა ხდება, ვინ და რატომ იბრძვის უკრაინაში. რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში "არაადამიანური რამ ხდება“, რადგან რუსეთი თავისი შეიარაღებით ქვეყანას ანადგურებს.

"როდის დამთავრდება ომი? ახლა ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს? მაგის ილუზია გვაქვს? თუ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, მაგით მთავრდება ყველაფერი. სხვა გეგმები არ არის? არ გაგრძელდება სხვაგან? აბა გადავხედოთ. მიზანი იკვეთება თუ არა ნელ-ნელა. ამიტომ, საქართველოსაც მოუწევს დადგომა. სადაც ძალადობაა, იქ დადგომა არ გინდა ხომ. უკრაინას რომ უჭირდა, გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან, მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს, ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო. ხორბალიც გვინდა და პურიც, სამწუხაროდ, ჩვენ თვითკმარობა არ გვაქვს. დაგვეხმაროს დასავლეთი, უკრაინაში რომ იმდენ ფულს დებს. თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგან ვიყიდით. რასაც რუსეთს ვუხდით ფულს, დანამატი რაც იქნება, თვითონ გადაიხადონ და მათგან ვიყიდით. ახლა შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაც, ჩვენთან გამოვარდნენ, რა ხდებაო. რა ხდება და შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩააბარე? პირდაპირ ვიტყვი, ჩააბარეს, გაყვეს საქართველო. რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო დარჩენილი. ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა ომი და დავიდარაბა. აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოც რომ მოხდეს. რუსეთის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდევ რუსეთის ბაზები. ხომ მარტო საქართველო ნადგურდება? რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მცხოვრები, ამას ხომ უნდა ვუყუროთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.