სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"
თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"

ქი­ვანჩ თათ­ლი­თუ­ღი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა რო­გორც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მას გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭი­სა და ქა­რიზ­მის გამო "თურ­ქი ბრედ პი­ტიც" კი შე­არ­ქვეს. ქი­ვან­ჩი გა­მორ­ჩე­ულ­მა სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბამ და გა­რეგ­ნო­ბამ თურ­ქე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ო­ბად აქ­ცია.

  • ბი­ოგ­რა­ფია

ქი­ვანჩ თათ­ლი­თუ­ღი და­ი­ბა­და 1983 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს სტამ­ბოლ­ში. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2002 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. მსა­ხი­ო­ბის დე­ბი­უ­ტი შედ­გა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში "სი­ლა­მა­ზის ცე­ცხლი“, სა­დაც მან კა­მეო როლი შე­ას­რუ­ლა.

ქი­ვანჩს სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა 2009 წელს სე­რი­ალ "აკ­რძა­ლულ სიყ­ვა­რულ­ში“ შეს­რუ­ლე­ბულ­მა მთა­ვარ­მა როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ეს მის კა­რი­ე­რა­ში ნამ­დვი­ლი გარ­ღვე­ვა იყო. ამ როლ­მა არა მხო­ლოდ მრა­ვა­ლი ჯილ­დო და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან, არა­მედ მისი პო­პუ­ლა­რო­ბა თურ­ქე­თის ფარ­გლებს გას­ცდა. ქი­ვან­ჩი დღეს თურ­ქეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ და პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა.

მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არა მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში არი­ან, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­ბერ­ძნე­თი, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო.

გა­ნათ­ლე­ბა

ქი­ვანჩ თათ­ლი­თუღ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი აშშ-ში ეკო­ნო­მი­კის გან­ხრით და­ამ­თავ­რა, ამის შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში დაბ­რუნ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა მო­დე­ლად და­ი­წყო. მა­ლე­ვე მი­ი­ღო პირ­ვე­ლი რო­ლიც.

მსა­ხი­ობს მი­ღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო, მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის კა­ტე­გო­რი­ა­ში "ოქ­როს პე­პე­ლას" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე და "ემი“ დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში მთა­ვა­რი რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის. ის თურ­ქე­თის და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ მა­მა­კა­ცა­დაც და­სა­ხელ­და. მისი ხიბ­ლი და ქა­რიზ­მა უამ­რავ გულ­შე­მატ­კი­ვარს იზი­დავს.

მსა­ხი­ო­ბი 2011-2016 წლამ­დე რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. სე­რი­ალ­ში Kuzey Güney, ის­ტო­რი­ულ პრო­ექ­ტში Kurt Seit and Alexandra და დრა­მა­ში Dream of a Butterfly. ბოლო ფილმში ქი­ვანჩმა ითა­მა­შა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პო­ე­ტის (რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პის მქო­ნე) როლი. მსა­ხი­ო­ბი იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და თა­ვის საქ­მეს, რომ სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ი­კი­თხა და 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი და­იკ­ლო, რის გა­მოც ფილმში ნამ­დვი­ლი პა­ცი­ენ­ტი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

2016 წელს ქი­ვანჩს მე­ლოდ­რა­მა­ში "მა­მა­ცი და მზე­თუ­ნა­ხა­ვი" პარტნი­ო­რო­ბა თურ­ქე­თის ვარ­კვლავ­მა თუბა ბუ­ი­უ­კუს­თუნ­მა გა­უ­წია. მათი ეკ­რა­ნუ­ლი რო­მა­ნი იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რომ გაჩ­ნდა ეჭვი, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბებ­მა ჭო­რე­ბი უარ­ყვეს.

კა­რი­ე­რა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვად გაგ­რძელ­და. ქი­ვანჩს იღებ­დნენ არა მხო­ლოდ სე­რი­ა­ლებ­ში, არა­მედ ფილ­მებ­შიც. მსა­ხი­ო­ბი 2011 წელს გა­ე­როს კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად აირ­ჩი­ეს. დღემ­დე ჩარ­თუ­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებს.

გარ­და ამი­სა, მხარს უჭერს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მე­გობ­რე­ბი მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბულ და მორ­ცხვ კა­ცად აღ­წე­რენ. თუმ­ცა მორ­ცხვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მარ­ტი­ვად ახერ­ხებს თურ­ქე­თის მთა­ვა­რი ლა­მაზ­მა­ნე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას. 2004 წელს ქი­ვანჩმა და­ი­წყო შეხ­ვედ­რა თა­ვის კო­ლე­გას­თან, აზრა აკინ­თან. გო­გო­ნა არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი იყო, არა­მედ მის მსოფ­ლიო 2002 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც.

წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მათი გა­მო­ჩე­ნა ყო­ველ­თვის წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და. მაგ­რამ მათი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იჩხუ­ბეს, შემ­დეგ ისევ შე­რიგ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, 2008 წელს სა­მუ­და­მოდ და­შორ­დნენ.

იმ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თათ­ლი­თუ­ღი და­ინ­ტე­რეს­და მსა­ხი­ობ მელ­თემ კამ­ბუ­ლით. ის ქი­ვანჩზე 14 წლით უფ­რო­სი იყო. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა არ ყო­ფი­ლა სტა­ბი­ლუ­რი - ექ­ვსი თვის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა რო­მა­ნი ცნო­ბი­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვილ­თან, იდილ ფი­რატ­თან გა­ა­ბა, მაგ­რამ ისევ მელ­თემს და­უბ­რუნ­და. მათ ფა­რულ ქორ­წილ­ზე ჭო­რე­ბიც კი გავ­რცელ­და. სა­ბო­ლო­ოდ წყვი­ლი 2013 წელს წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

2013 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქი­ვანჩმა რო­მა­ნი სტი­ლისტ და კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნერ ბა­შაქ დი­ზერ­თან გა­ა­ბა. მათ ერ­თმა­ნე­თი 2008 წელს სე­რი­ალ "აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნეს, მაგ­რამ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­დნენ. 2016 წელს წყვი­ლი და­ქორ­წინ­და - სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია პა­რიზ­ში გა­ი­მარ­თა. "მე ვა­ფა­სებ იმას, რაც მაქვს, ვი­პო­ვე რა­საც ვე­ძებ­დი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში", - თქვა მსა­ხი­ობ­მა საყ­ვა­რელ ქალ­ზე.

2022 წლის აპ­რილ­ში წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ეს იყო მათ­თვის ნა­ნატ­რი შვი­ლია, რად­გან მათ რამ­დე­ნი­მე წლის გან,ავ­ლო­ბა­ში არ უჩ­ნდე­ბო­დათ შვი­ლი. ქი­ვან­ჩი მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო და ბიჭს ქურთ ეფე და­არ­ქვეს.

წყვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა, უკვე 2022 წლის ივ­ლის­ში სამი თვის ვაჟ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და ბოდ­რუმ­ში. "მე­გო­ნა, რომ მა­მო­ბა უფრო შეშ­ფო­თე­ბულ ადა­მი­ა­ნად მაქ­ცევ­და, მაგ­რამ რო­დე­საც ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი გა­ვი­თა­ვი­სე, მთე­ლი ჩემი საზ­რუ­ნა­ვი გაქ­რა“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მსა­ხი­ო­ბი ახლა...

ქი­ვან­ჩი 2021 წელს Netflix-მა ერთ-ერთ პრო­ექ­ტში გა­და­ი­ღო. ეს არის დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით "წყალ­ქვე­შა ნავი ია­კა­მო­ზი“. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ზღვის მკვლე­ვა­რი, რო­მელ­საც ქი­ვან­ჩი თა­მა­შობს აპო­კა­ლიფ­სურ მო­მა­ვალ­ში ხვდე­ბა, სა­ი­და­ნაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცდი­ლობს კა­ცობ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნას გარ­და­უ­ვა­ლი სიკ­ვდი­ლის­გან. სე­რი­ა­ლი 2022 წლის აპ­რილ­ში გა­მო­ვი­და და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან 10 ყვე­ლა­ზე ნახ­ვად პრო­ექ­ტის სი­ა­ში მოხ­ვდა.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

2022 წელს, თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, ქი­ვანჩ თათ­ლი­თუ­ღი თურ­ქეთ­ში დრა­მის შემ­სრუ­ლე­ბელ სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად და­სა­ხელ­და. მან აჯო­ბა ისეთ კო­ლე­ქებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჰა­ლით ერ­გენ­ჩი, ჩა­ა­თაი ულუსოი, იბ­რა­ჰიმ ჩე­ლი­ქო­ლი და ბუ­რაქ ოზჩი­ვი­ტი.

სე­რი­ა­ლის "კურტ სე­ი­ტი და ალექ­სან­დრა" გა­და­ღე­ბე­ბის დროს მსა­ხი­ო­ბი ი ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­და და ხუთი ნეკ­ნი მო­ი­ტე­ხა. "თა­ვი­დან ვერც კი შე­ვამ­ჩნიე, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი იყო ტრავ­მა", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქი­ვან­ჩი.

უკა­ნას­კნე­ლი სკან­და­ლი

გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ახ­ლე იყო სე­რი­ა­ლი "ოჯა­ხი", რო­მელ­შიც ქი­ვან­ჩი ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ას­თან ერ­თად თა­მა­შობს. სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინ­გე­ბი პიკს აღ­წევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი პრო­ექ­ტის გარ­შე­მო გა­ჩა­ღე­ბულ­მა სკან­დალ­მა გა­მო­იწ­ვია.

რამ­დე­ნი­მე თურ­ქულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ (Takvim, ABC Gazetesi) ერ­თდრო­უ­ლად და­წე­რა, რომ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ვნე­ბი­ა­ნი კოც­ნის სცე­ნის შემ­დეგ ქი­ვანჩს მე­უღ­ლემ მკაც­რი ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა. ბა­შაქ დი­ზერ­მა თურქ მსა­ხი­ობს გა­ნუ­ცხა­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას შე­ი­ტან­და, თუ ის სა­რი­ქა­ი­ას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ისევ ვნე­ბი­ა­ნად აკო­ცებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­მა­შით და მათ შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ქი­მი­ით.

თათ­ლი­თუ­ღი დიდ­ხანს არ გა­ჩუ­მე­ბუ­ლა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, მის სახ­ლში და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და ის და მისი მე­უღ­ლე უბ­რა­ლოდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ ყალბ ამ­ბებს, რომ­ლებ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, პორ­ტალ­მა Magazinotu-მ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა მხო­ლოდ გან­ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვის შე­სა­ხებ და­წე­რა, არა­მედ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მომ­ხდარ ჩხუბ­ზე. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი სწო­რედ სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია იყო. მა­ნამ­დე მან ბა­შაქ დი­ზერს სა­მუ­შაო ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბაც კი სთხო­ვა (ბა­შა­ქი სე­რი­ალ "ოჯა­ხის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ობს). ამ თე­მა­ზე მსა­ხი­ო­ბებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

თათლითუღი ნავთლუღი თლუღი

ლია
4

ბრედ პიტზე ბევრად handsome man

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"

თურქი ბრედ პიტის სკანდალები, ვნებიანი კოცნა კოლეგასთან, რომელიც ცოლთან კონფლიქტის მიზეზი გახდა - "სერენაიმ მის ცოლს გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა"

ქივანჩ თათლითუღი თურქი მსახიობია, რომელმაც აღიარება და პოპულარობა მოიპოვა როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თაყვანისმცემლებმა მას გარეგნობის, ნიჭისა და ქარიზმის გამო "თურქი ბრედ პიტიც" კი შეარქვეს. ქივანჩი გამორჩეულმა სამსახიობო ოსტატობამ და გარეგნობამ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ადამიანებისთვის საყვარელ მსახიობად აქცია.

  • ბიოგრაფია

ქივანჩ თათლითუღი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს სტამბოლში. სამსახიობო კარიერა 2002 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მსახიობის დებიუტი შედგა სატელევიზიო სერიალში "სილამაზის ცეცხლი“, სადაც მან კამეო როლი შეასრულა.

ქივანჩს საყოველთაო აღიარება 2009 წელს სერიალ "აკრძალულ სიყვარულში“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ეს მის კარიერაში ნამდვილი გარღვევა იყო. ამ როლმა არა მხოლოდ მრავალი ჯილდო და აღიარება მოუტანა მაყურებლის მხრიდან, არამედ მისი პოპულარობა თურქეთის ფარგლებს გასცდა. ქივანჩი დღეს თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პოპულარულ მსახიობად ითვლება.

მისი თაყვანისმცემლები არა მხოლოდ თურქეთში არიან, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საქართველო.

განათლება

ქივანჩ თათლითუღმა უნივერსიტეტი აშშ-ში ეკონომიკის განხრით დაამთავრა, ამის შემდეგ კი თურქეთში დაბრუნდა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად მუშაობა მოდელად დაიწყო. მალევე მიიღო პირველი როლიც.

მსახიობს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში "ოქროს პეპელას" დაჯილდოებაზე და "ემი“ დრამატულ სერიალში მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის თურქეთის და ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცადაც დასახელდა. მისი ხიბლი და ქარიზმა უამრავ გულშემატკივარს იზიდავს.

მსახიობი 2011-2016 წლამდე რამდენიმე სერიალში გადაიღეს. სერიალში Kuzey Güney, ისტორიულ პროექტში Kurt Seit and Alexandra და დრამაში Dream of a Butterfly. ბოლო ფილმში ქივანჩმა ითამაშა ტუბერკულოზით დაავადებული პოეტის (რეალური პროტოტიპის მქონე) როლი. მსახიობი იმდენად სერიოზულად მოეკიდა თავის საქმეს, რომ საჭირო ლიტერატურა წაიკითხა და 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო, რის გამოც ფილმში ნამდვილი პაციენტივით გამოიყურებოდა.

2016 წელს ქივანჩს მელოდრამაში "მამაცი და მზეთუნახავი" პარტნიორობა თურქეთის ვარკვლავმა თუბა ბუიუკუსთუნმა გაუწია. მათი ეკრანული რომანი იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ რეალურ ცხოვრებაშიც უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა მსახიობებმა ჭორები უარყვეს.

კარიერა თავბრუდამხვევად გაგრძელდა. ქივანჩს იღებდნენ არა მხოლოდ სერიალებში, არამედ ფილმებშიც. მსახიობი 2011 წელს გაეროს კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. დღემდე ჩართულია საქველმოქმედო პროგრამებსა და სოციალურ პროექტებში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეხმარება ბავშვთა საავადმყოფოებსა და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს.

გარდა ამისა, მხარს უჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ქალებისა და ბავშვების უფლებებს.

პირადი ცხოვრება

მეგობრები მსახიობს საკმაოდ თავშეკავებულ და მორცხვ კაცად აღწერენ. თუმცა მორცხვობის მიუხედავად, მარტივად ახერხებს თურქეთის მთავარი ლამაზმანების გულის მოგებას. 2004 წელს ქივანჩმა დაიწყო შეხვედრა თავის კოლეგასთან, აზრა აკინთან. გოგონა არა მხოლოდ მსახიობი იყო, არამედ მის მსოფლიო 2002 წლის გამარჯვებულიც.

წითელ ხალიჩაზე მათი გამოჩენა ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაგრამ მათი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი. შეყვარებულებმა იჩხუბეს, შემდეგ ისევ შერიგდნენ. საბოლოოდ, 2008 წელს სამუდამოდ დაშორდნენ.

იმ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ თათლითუღი დაინტერესდა მსახიობ მელთემ კამბულით. ის ქივანჩზე 14 წლით უფროსი იყო. წყვილის ურთიერთობა არ ყოფილა სტაბილური - ექვსი თვის შემდეგ მსახიობმა რომანი ცნობილი მილიონერის ქალიშვილთან, იდილ ფირატთან გააბა, მაგრამ ისევ მელთემს დაუბრუნდა. მათ ფარულ ქორწილზე ჭორებიც კი გავრცელდა. საბოლოოდ წყვილი 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ქივანჩმა რომანი სტილისტ და კოსტიუმების დიზაინერ ბაშაქ დიზერთან გააბა. მათ ერთმანეთი 2008 წელს სერიალ "აკრძალული სიყვარულის“ გადაღებებზე გაიცნეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ. 2016 წელს წყვილი დაქორწინდა - საქორწინო ცერემონია პარიზში გაიმართა. "მე ვაფასებ იმას, რაც მაქვს, ვიპოვე რასაც ვეძებდი მრავალი წლის განმავლობაში", - თქვა მსახიობმა საყვარელ ქალზე.

2022 წლის აპრილში წყვილს ვაჟი შეეძინა. ეს იყო მათთვის ნანატრი შვილია, რადგან მათ რამდენიმე წლის გან,ავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი. ქივანჩი მეუღლის მშობიარობას დაესწრო და ბიჭს ქურთ ეფე დაარქვეს.

წყვილი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა მოგზაურობა, უკვე 2022 წლის ივლისში სამი თვის ვაჟთან ერთად დასასვენებლად წავიდა ბოდრუმში. "მეგონა, რომ მამობა უფრო შეშფოთებულ ადამიანად მაქცევდა, მაგრამ როდესაც ეს სასიხარულო ამბავი გავითავისე, მთელი ჩემი საზრუნავი გაქრა“, - ამბობს მსახიობი.

მსახიობი ახლა...

ქივანჩი 2021 წელს Netflix-მა ერთ-ერთ პროექტში გადაიღო. ეს არის დრამატული სერიალი, სახელწოდებით "წყალქვეშა ნავი იაკამოზი“. სიუჟეტის მიხედვით, ზღვის მკვლევარი, რომელსაც ქივანჩი თამაშობს აპოკალიფსურ მომავალში ხვდება, საიდანაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცდილობს კაცობრიობის გადარჩენას გარდაუვალი სიკვდილისგან. სერიალი 2022 წლის აპრილში გამოვიდა და პირველივე დღიდან 10 ყველაზე ნახვად პროექტის სიაში მოხვდა.

საინტერესო ფაქტები

2022 წელს, თურქეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქივანჩ თათლითუღი თურქეთში დრამის შემსრულებელ საუკეთესო მსახიობად დასახელდა. მან აჯობა ისეთ კოლექებს, როგორებიც არიან ჰალით ერგენჩი, ჩაათაი ულუსოი, იბრაჰიმ ჩელიქოლი და ბურაქ ოზჩივიტი.

სერიალის "კურტ სეიტი და ალექსანდრა" გადაღებების დროს მსახიობი ი ცხენიდან გადმოვარდა და ხუთი ნეკნი მოიტეხა. "თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რამდენად სერიოზული იყო ტრავმა", - იხსენებდა მოგვიანებით ქივანჩი.

უკანასკნელი სკანდალი

გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე იყო სერიალი "ოჯახი", რომელშიც ქივანჩი ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარიქაიასთან ერთად თამაშობს. სერიალის რეიტინგები პიკს აღწევს. განსაკუთრებული ინტერესი პროექტის გარშემო გაჩაღებულმა სკანდალმა გამოიწვია.

რამდენიმე თურქულმა მედიასაშუალებამ (Takvim, ABC Gazetesi) ერთდროულად დაწერა, რომ მთავარი გმირების ვნებიანი კოცნის სცენის შემდეგ ქივანჩს მეუღლემ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა. ბაშაქ დიზერმა თურქ მსახიობს განუცხადა, რომ განქორწინებაზე განცხადებას შეიტანდა, თუ ის სარიქაიას გადასაღებ მოედანზე ისევ ვნებიანად აკოცებდა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მაყურებელი, პირიქით, ძალიან კმაყოფილი დარჩა მსახიობების თამაშით და მათ შორის წარმოქმნილი ქიმიით.

თათლითუღი დიდხანს არ გაჩუმებულა და ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მის სახლში და გადასაღებ მოედანზე ყველაფერი კარგადაა და ის და მისი მეუღლე უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ ყალბ ამბებს, რომლებსაც ჟურნალისტები ავრცელებენ.

ამის მიუხედავად, პორტალმა Magazinotu-მ სოციალურ ქსელებში არა მხოლოდ განქორწინების ამბავის შესახებ დაწერა, არამედ გამოაქვეყნა ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე მომხდარ ჩხუბზე. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ინიციატორი სწორედ სერენაი სარიქაია იყო. მანამდე მან ბაშაქ დიზერს სამუშაო ადგილის დატოვებაც კი სთხოვა (ბაშაქი სერიალ "ოჯახის" გადასაღებ მოედანზე მუშაობს). ამ თემაზე მსახიობებმა ოფიციალური განმარტებებისგან თავი შეიკავეს.