სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს" - რა განცხადებას ავრცელებს საია
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს" - რა განცხადებას ავრცელებს საია

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შიდა პე­რი­მეტრზე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­იყ­ვა­ნეს. მკა­ფი­ოდ მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, და­იც­ვას დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც საია-ს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ით ცხა­დად გან­სა­ზღვრულ სა­გა­რეო კურსთან შე­უ­თავ­სე­ბელ მოქ­მე­დე­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ახ­სე­ნებს, რომ დღეს 7 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც 2016 წლის 19 მა­ისს აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის გამ­შვებ პუნ­ქტთან გიგა ოთხო­ზო­რია მოკ­ლეს. ამ ფაქ­ტზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი და­ვის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და მის მიერ ეფექ­ტი­ა­ნად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ძა­ლე­ბის მიერ ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბის ფონ­ზე თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის ფრე­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა კი­დევ უფრო შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვია, ვი­ნა­ი­დან წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ით ცხა­დად გან­სა­ზღვრულ სა­გა­რეო კურსთან შე­უ­თავ­სე­ბელ მოქ­მე­დე­ბას. ამის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რებ­მაც. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს უკვე გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი, იგი ომის და­ნა­შა­უ­ლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია, ხოლო, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ტე­რო­რის­ტულ რე­ჟი­მად, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო, ტე­რო­რიზ­მის სპონსო­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ­თან კავ­შირ­ში, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ დღეს, 2023 წლის 19 მა­ისს, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "აზი­მუ­ტის" თვითმფრი­ნავ­მა მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი რე­ი­სი შე­ას­რუ­ლა. მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ისს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მწვა­ვე პრო­ტეს­ტით დახ­ვდნენ. მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­ჯა­რო წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს 6 პირი.

ცხა­დად შეც­ნო­ბა­დია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი დღე­ვან­დელ პრო­ტესტზე ნაც­ვლად კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დე­ბის, ხალ­ხსა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ნდო­ბა­სა და მშვი­დო­ბი­ან დი­ა­ლოგ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მი­სა, კვლავ მი­მარ­თავ­დნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბის პრაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც არის სა­ხელ­მწი­ფოს ია­რა­ღი, შე­ა­ვიწ­რო­ოს გა­მო­ხატ­ვის და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სივ­რცე გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას­თვის, ვინც კრი­ტი­კულ აზრს აფიქ­სი­რებს.

ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხზე სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ წყა­რო­ებ­ში შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცია კვლავ არის და­გეგ­მი­ლი, ხოლო, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შიდა პე­რი­მეტრზე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­იყ­ვა­ნეს, მკა­ფი­ოდ მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს:

- და­იც­ვას დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყონ მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა;

- თავი შე­ი­კა­ვოს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბე­ბის­გან, და­იც­ვას მათი უფ­ლე­ბე­ბი და ხელი შე­უ­წყონ სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პირ­ვე­ლი რე­ი­სი შეს­რულ­და. აე­რო­პორ­ტში რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­და. მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სი ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ “აზი­მუ­ტი” შე­ას­რუ­ლა.

ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან 20:00 სა­ათ­ზე აქ­ცი­ას გა­მარ­თავს და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას გა­აპ­რო­ტეს­ტებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
3

ალბათ უმცირე უმცირე უმცირესობა აპირებს მოლოტოვის კოქტეილის სროლას ინდოეთში რომ გონიათ თავი ადამიანის დამწველებს

მე
4

მოსალოდნელია ქაჯების შემოსევა დაუნდა დაიცვან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს" - რა განცხადებას ავრცელებს საია

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს" - რა განცხადებას ავრცელებს საია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. მკაფიოდ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას დემონსტრაციების დროს სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის პრინციპები, უზრუნველყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი რეალიზება, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, ფრენების აღდგენა წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ დღეს 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება და აღნიშნული ევროპული სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში განიხილება.

რუსეთის ფედერაციის და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ძალების მიერ ყოველდღიურად მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფონზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი, ღირსების შემლახავია, ვინაიდან წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას. ამის შესახებ, მათ შორის, შეფასებები გააკეთეს სახელმწიფოს სტრატეგიულმა პარტნიორებმაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე გამოცემული აქვს დაკავების ორდერი, იგი ომის დანაშაულებში ბრალდებულია, ხოლო, რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო სახელმწიფო, ტერორიზმის სპონსორად არის აღიარებული.

ყოველივე ზემოთაღნიშნულთან კავშირში, შემაშფოთებელია, რომ დღეს, 2023 წლის 19 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისს საქართველოს მოქალაქეები მწვავე პროტესტით დახვდნენ. მშვიდობიან აქციაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 6 პირი.

ცხადად შეცნობადია, რომ სამართალდამცავი ორგანოები დღევანდელ პროტესტზე ნაცვლად კანონის ფარგლებში მოქმედების, ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობასა და მშვიდობიან დიალოგზე დაფუძნებული მიდგომისა, კვლავ მიმართავდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკას, რომელიც არის სახელმწიფოს იარაღი, შეავიწროოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის სივრცე განურჩევლად ყველასთვის, ვინც კრიტიკულ აზრს აფიქსირებს.

ვინაიდან ხსენებულ საკითხზე საჯაროდ გავრცელებულ წყაროებში შეკრება/მანიფესტაცია კვლავ არის დაგეგმილი, ხოლო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს, მკაფიოდ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დაიცვას დემონსტრაციების დროს სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის პრინციპები, უზრუნველყონ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი რეალიზება;

- თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და უკანონო ადმინისტრაციული დაკავებებისგან, დაიცვას მათი უფლებები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა. აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.

ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან 20:00 საათზე აქციას გამართავს და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას გააპროტესტებს.

ასევე იხილეთ: