პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს... მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა!.." - საოკუპაციო რეჟიმის მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა
"დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს... მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა!.." - საოკუპაციო რეჟიმის მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხურ­ჩა­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ ე.წ სა­ზღვარ­თან, 30 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბი­დან დღეს 7 წელი გა­ვი­და.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას დე­დის ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ას თქმით, მისი შვი­ლის მკვლელს პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ გა­ე­ცა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თლის პოვ­ნა უფრო მე­ტად გარ­თულ­და.

"ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმე­დით ვცო­ცხლობ. დღეს კი­დევ რომ წა­მოვ­წი­ეთ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის სა­კი­თხი, მე­რი­დე­ბა, ჩემი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­რი­დე­ბა. სა­მარ­თალს ვერ ვხე­დავ, მგო­ნია, რომ ახლა უფრო გა­ჭირ­დე­ბა სა­მარ­თლის პოვ­ნა და მიღ­წე­ვა. მე დღეს ჩემ შვილ­თან ერ­თად დავ­ტი­რი ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა. ვინც იბ­რძო­ლა თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს­თვის. პირ­ტიტ­ვე­ლა ბი­ჭე­ბი გმი­რე­ბი გახ­დნენ და ამ დროს, მგო­ნი, ცოტა გა­საკ­ვი­რია, რომ რუ­სებს ზარ-ზე­ი­მით დავ­ხვდით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ, რომ დღეს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს და პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ჩემი შვი­ლის მკვლელს და ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლის მკვლელს, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, დღე­ე­ბი მი­დის. ახლა იმე­დის ნა­პერ­წკა­ლიც გა­მიქ­რა”, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ამ.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას დე­დის თქმით, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­კო­ვი­დან მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი რე­ი­სი დღეს ჩა­მოფ­რინ­დე­ბა, უხერ­ხუ­ლო­ბას უნდა უქ­მნი­დეს მათ, ვინც ამ ფაქტს მე­სალ­მე­ბა.

"დღეს პირ­ვე­ლად, რომ ჩა­მო­ვაფ­რენთ რუ­სე­თის თვითმფრი­ნავს, ალ­ბათ, მას დე­ლე­გა­ცია ჩა­მოჰ­ყვე­ბა, რო­მელ­საც ისევ ჩვე­ნე­ბი დახ­ვდე­ბი­ან. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბას უნდა უქ­მნი­დეთ არა იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლი დღეს მოკ­ვდა, არა! სა­ერ­თოდ ვინც და­დე­ბი­თად ჩავ­თვლით, რომ ეს მოვ­ლე­ნა კარ­გია, მათ ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი უნდა ჰქონ­დეთ”, - აღ­ნიშ­ნა ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გიგა ოთხო­ზო­რია ე.წ. მე­სა­ზღვრემ რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლიმ 2016 წლის 19 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ათ­ზე, ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის ე.წ სა­ზღვარ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
5

და სხვის შვილებმა რა დააშავეს რომელთაც შეხვედრა უნდათ რუსეთში ლუკმაპურისთვის გადაკარგულ მშობლებთან?

გოგა
30

მერე მოსთხოვეთ პასუხი ნაცებს რა ყველაფერზე დღევანდელმა მთავრობამ უნდა აგოს პასუხი???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს... მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა!.." - საოკუპაციო რეჟიმის მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა

"დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს... მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა!.." - საოკუპაციო რეჟიმის მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა.

გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელს პასუხი ამ დრომდე არ გაეცა.

მისივე თქმით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდა.

"ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა უფრო გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ვინც იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის. პირტიტველა ბიჭები გმირები გახდნენ და ამ დროს, მგონი, ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება რაღაც მოხდეს და პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელს და ათასობით ქართველის მკვლელს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეები მიდის. ახლა იმედის ნაპერწკალიც გამიქრა”, - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, ის, რომ საქართველოში მოსკოვიდან მომავალი პირველი რეისი დღეს ჩამოფრინდება, უხერხულობას უნდა უქმნიდეს მათ, ვინც ამ ფაქტს მესალმება.

"დღეს პირველად, რომ ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, ალბათ, მას დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც ისევ ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა! საერთოდ ვინც დადებითად ჩავთვლით, რომ ეს მოვლენა კარგია, მათ ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ”, - აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.