საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის
"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის

ნიკა ბი­ჩა­ხია უკ­რა­ი­ნა­ში გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლია, დედა უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს. ჰო­ლან­დი­ა­ში იყო, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა. ერთ კვი­რა­ში უკვე უკ­რა­ი­ნა­ში იყო. "ნიკა ბი­ჩა­ხია, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად ატა­რებს "კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნის სა­ხელს“, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია პი­რა­დად მთა­ვარ­სარ­და­ლი ვა­ლე­რი ჟა­ლუზ­ნის­გან და პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მერ ზე­ლენ­სკის­გან პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ხა­რის­ხის მა­მა­ცო­ბის­თვის“, - გვიყ­ვე­ბა მისი მე­თა­უ­რი ლადო გამ­სა­ხურ­დია. რო­გორც ნი­კას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მებ­რძო­ლია, სი­მა­მა­ცით, შე­უ­პოვ­რო­ბი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით. რო­გორ მოხ­ვდა უკ­რა­ი­ნა­ში გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი "კავ­კა­სი­ურ ლე­გი­ონ­ში“, რა იცის სამ­შობ­ლოს შე­სა­ხებ და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? - ამის შე­სა­ხებ ნიკა ბი­ჩა­ხია თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მამა სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში 90-იან წლებ­ში ჩა­მო­ვი­და და დე­და­ჩე­მიც იქ გა­იც­ნო. სხვა­თა შო­რის, დე­ი­და­ჩე­მი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და მას­თან ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლე­ბი. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რია, იმი­სათ­ვის, რომ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა შექ­მნან, ხალ­ხიც ნი­ჭი­ე­რია. არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა!

- მშობ­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბით გზრდიდ­ნენ თუ უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად უფრო გრძნობთ თავს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე და 8 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. ახ­ლაც მახ­სოვს სა­ბავ­შვო ბაღი, სა­დაც დავ­დი­ო­დი. დე­და­ჩემ­მა კარ­გად იცის ქარ­თუ­ლი. მე ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის, მაგ­რამ, ლა­პა­რა­კი მი­ჭირს. ამ ხარ­ვეზს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებ. ჩემი და-ძმა ახლა სწავ­ლო­ბენ. იცით, მამა თით­ქმის არას­დროს იყო სახ­ლში, შემ­დეგ სა­ერ­თოდ მო­უ­წია უკ­რა­ი­ნი­დან წა­მოს­ვლა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­მის გა­რე­შე გა­ვი­ზარ­დე.

- რო­გორც ვიცი, ომის და­წყე­ბის დროს ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობ­დით, უკ­რა­ი­ნა­ში რა­ტომ დაბ­რუნ­დით?

- იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი - და და ძმა, თა­ვი­სი პა­ტა­რა შვი­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მყავ­და. ისი­ნი უნდა და­მეც­ვა. სერ­ჟან­ტის სკო­ლა მაქვს გავ­ლი­ლი და მეს­მის ეს საქ­მე.

- "კავ­კა­სი­ურ ლე­გი­ონ­ში“ რო­გორ მოხ­ვდით?

- ერთ-ერთი საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­ვი­ჭე­რი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოვ­ხვდი. ისიც დაჭ­რი­ლი იყო. გა­მი­ხარ­და ქარ­თვე­ლი, თა­ნაც მეგ­რე­ლი რომ ვნა­ხე, მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რდით. ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მის ის­ტო­რი­ა­ზე, აწ­მყო­ზე, მო­მა­ვალ­ზე...

ლადო გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად

მა­შინ ლადო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მრგვა­ლი მა­გი­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­კა­სი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. რო­გორც თა­ვად ამიხ­სნა, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია 2020 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათი მი­ზა­ნი კავ­კა­სი­უ­რი ერე­ბის რუ­სე­თი­დან გა­მო­ყო­ფა იყო. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს იდეა. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ლადო ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­ხედ­რო ფრთას ქმნი­და, გა­მი­ხარ­და და ჩემი ასე­უ­ლით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი გავ­ხდი. რაც უფრო ბევ­რი გა­ი­გებს კავ­კა­სი­ა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბას და ბევ­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა, მით უფრო მალე გავ­ყრით რუ­სებს კავ­კა­სი­ი­დან.

- რას იტყვით, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლებ­ზე, რა წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ მათ­ზე?

- სა­უ­კე­თე­სო მე­ომ­რე­ბი არი­ან, გა­მოც­დი­ლე­ბი, ბრძო­ლა იცი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვა­რან, ვა­ფა­სებ და ვა­მა­ყობ მა­თით.

- ქარ­თველ, უკ­რა­ი­ნელ და რუს მებ­რძო­ლებს შო­რის რა არ­სე­ბით სხვა­ო­ბას ხე­დავთ?

- ქარ­თვე­ლე­ბი და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი­ან. ამას­თა­ნა­ვე, ბრძო­ლის ველ­ზე არა­სო­დეს ტო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ დაჭ­რი­ლებს და და­ღუ­პუ­ლებს. უკ­რა­ი­ნე­ლებს თუ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­იყ­ვა­ნენ, თუ არ აქვთ, არ გა­მო­იყ­ვა­ნენ, რუსი ამის გამო თავს არას­დროს იწუ­ხებს.

- სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­შიც თუ ხე­დავთ ქარ­თულ ხა­სი­ათს?

- რა თქმა უნდა, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი ქარ­თვე­ლე­ბის­გან გად­მო­მე­ცა. უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ მე ვარ წმინ­და სის­ხლის ქარ­თვე­ლი, სა­მეგ­რე­ლო­დან. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამით.

- ბო­ლოს რო­დის იყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2014 წელს ვი­ყა­ვი. ხო­ბის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ნო­ჯი­ხევ­ში მა­მა­ჩე­მის სახ­ლის გა­კე­თე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. დე­ი­და მეხ­მა­რე­ბა ამ საქ­მე­ში. ომი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ერთი წლით ჰო­ლან­დი­ა­ში წა­ვალ, და­წყე­ბულ საქ­მე­ებს მო­ვაგ­ვა­რებ და მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი. ჩემს სამ­შობ­ლო­ში უნდა მო­ვი­წყო ბუდე.

- რა სპე­ცი­ა­ლო­ბა გაქვთ, ომში წას­ვლამ­დე რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- რკი­ნის ოს­ტა­ტი ვარ. ამას­თა­ნა­ვე, სამ­ხედ­რო სკო­ლაც მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, უფ­რო­სი სერ­ჟან­ტის წო­დე­ბა მაქვს. ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თა­ვის დრო­ზე სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა.

- ომის და­წყე­ბამ­დე, რუ­სე­ბის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ?

- ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ რუ­სე­ბის მხო­ლოდ 10 % -ია ნორ­მა­ლუ­რი, და­ნარ­ჩე­ნი, უბ­რა­ლოდ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­გა­ვია.

- რა იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე ამ ომში თქვენ­თვის?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, რო­დე­საც შენი მებ­რძო­ლე­ბი შენს იმედ­ზე არი­ან და ვერ ეხ­მა­რე­ბი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ქა­ლაქ პო­პას­ნა­დან ჩემი ხალ­ხი ვერ გა­მომ­ყავ­და. ვი­ცო­დი, რომ დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და მინ­დო­და, დრო­უ­ლად მივშვე­ლე­ბო­დი. ჯერ ბრძა­ნე­ბა არ იყო, მერე ბრძა­ნე­ბა მო­ვი­და, მაგ­რამ წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვხვდა. ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გად შევ­ძე­ლით ალ­ყა­ში შეღ­წე­ვა და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო ტო­შოვ­კა­ში, დაჭ­რი­ლე­ბი გვყავ­და, "ვა­გე­ნე­რე­ლებს" ვებ­რძო­დით და უკან და­ხე­ვა არ შეგ­ვეძ­ლო. მა­შინ " ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" ბა­ტა­ლი­ო­ნი ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქურ­დე­ბი­სა და ბან­დი­ტე­ბის­გან კი არ შედ­გე­ბო­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლე­ბის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

- რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ, ნამ­დვი­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ლე­გენ­დე­ბი მათ შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს­თან რამ­დე­ნად ახ­ლო­სა არის?

- "ვაგ­ნე­რე­ლებ­თან" 24-სა­ა­თი­ა­ნი ბრძო­ლა მოგ­ვი­წია, ას­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ი­დან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სას­ტი­კი მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩვენ ის და­ნა­ყო­ფი სრუ­ლად გა­ვა­ნად­გუ­რეთ. ალა­ფად ორი ტან­კი, ორი ბე­ტე­ე­რი და ია­რა­ღი წა­მო­ვი­ღეთ.

- რას ელით ამ ომი­დან?

- მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას, სხვას არა­ფერს. ძა­ლი­ან მინ­და, რომ "კავ­კა­სი­უ­რი ლე­გი­ო­ნი“ კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს, გაძ­ლი­ერ­დეს და კავ­კა­სი­ი­დან რუ­სე­ბი ჩვენ გავ­ყა­როთ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიბო
3

ორი კი არა სამი ქონია.მაგას გაუმარჯოს ღმერთმა ...ყველას ვისაც სამი და ოთხი აქვს სამშობლო...სამშობლო და უფალი ერთია ქვეყანაზედა.!!!!

 

mzirali
6

ბიჭებო! გაძლებას და გამარჯვებას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის

"ქართველები ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს" - უკრაინაში გაზრდილი ქართველი ბიჭის ბრძოლა ორი სამშობლოსთვის

ნიკა ბიჩახია უკრაინაში გაზრდილი ქართველია, დედა უკრაინელი ჰყავს. ჰოლანდიაში იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ერთ კვირაში უკვე უკრაინაში იყო. "ნიკა ბიჩახია, რომელიც ღირსეულად ატარებს "კავკასიის ლეგიონის სახელს“, დაჯილდოებულია პირადად მთავარსარდალი ვალერი ჟალუზნისგან და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკისგან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მამაცობისთვის“, - გვიყვება მისი მეთაური ლადო გამსახურდია. როგორც ნიკას თანამებრძოლები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია, სიმამაცით, შეუპოვრობითა და გონიერებით. როგორ მოხვდა უკრაინაში გაზრდილი ქართველი მებრძოლი "კავკასიურ ლეგიონში“, რა იცის სამშობლოს შესახებ და როგორია მისი სამომავლო გეგმები? - ამის შესახებ ნიკა ბიჩახია თავად გვიამბობს:

- მამა საქართველოდან უკრაინაში 90-იან წლებში ჩამოვიდა და დედაჩემიც იქ გაიცნო. სხვათა შორის, დეიდაჩემი თბილისში ცხოვრობს და მასთან ხშირად ჩამოვდიოდი, ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. ამ ქვეყანაში ყველაფერია, იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრება შექმნან, ხალხიც ნიჭიერია. არ უნდა იყოს საქართველო ღარიბი ქვეყანა!

- მშობლები ქართული ადათ-წესებით გზრდიდნენ თუ უკრაინული კულტურის ნაწილად უფრო გრძნობთ თავს?

- საქართველოში დავიბადე და 8 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ახლაც მახსოვს საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი. დედაჩემმა კარგად იცის ქართული. მე ყველაფერი მესმის, მაგრამ, ლაპარაკი მიჭირს. ამ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ. ჩემი და-ძმა ახლა სწავლობენ. იცით, მამა თითქმის არასდროს იყო სახლში, შემდეგ საერთოდ მოუწია უკრაინიდან წამოსვლა და ფაქტობრივად, მამის გარეშე გავიზარდე.

- როგორც ვიცი, ომის დაწყების დროს ჰოლანდიაში ცხოვრობდით, უკრაინაში რატომ დაბრუნდით?

- იმიტომ, რომ ოჯახი - და და ძმა, თავისი პატარა შვილებით უკრაინაში მყავდა. ისინი უნდა დამეცვა. სერჟანტის სკოლა მაქვს გავლილი და მესმის ეს საქმე.

- "კავკასიურ ლეგიონში“ როგორ მოხვდით?

- ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების შედეგად მძიმედ დავიჭერი და საავადმყოფოში მოვხვდი. ისიც დაჭრილი იყო. გამიხარდა ქართველი, თანაც მეგრელი რომ ვნახე, მალევე დავმეგობრდით. ხშირად ვსაუბრობდით საქართველოზე, მის ისტორიაზე, აწმყოზე, მომავალზე...

ლადო გამსახურდიასთან ერთად

მაშინ ლადო ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასიის“ ხელმძღვანელი იყო. როგორც თავად ამიხსნა, ეს ორგანიზაცია 2020 წლიდან მუშაობდა საქართველოში. მათი მიზანი კავკასიური ერების რუსეთიდან გამოყოფა იყო. ძალიან მომეწონა ეს იდეა. როდესაც გავიგე, რომ ლადო ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას ქმნიდა, გამიხარდა და ჩემი ასეულით, ორგანიზაციის წევრი გავხდი. რაც უფრო ბევრი გაიგებს კავკასიაში ამ ორგანიზაციის არსებობას და ბევრი შემოგვიერთდება, მით უფრო მალე გავყრით რუსებს კავკასიიდან.

- რას იტყვით, ქართველი მებრძოლებზე, რა წარმოდგენა შეგექმნათ მათზე?

- საუკეთესო მეომრები არიან, გამოცდილები, ბრძოლა იციან, ძალიან მიყვარან, ვაფასებ და ვამაყობ მათით.

- ქართველ, უკრაინელ და რუს მებრძოლებს შორის რა არსებით სხვაობას ხედავთ?

- ქართველები და ზოგადად კავკასიელები ბრძოლაში ბოლომდე იხარჯებიან. ამასთანავე, ბრძოლის ველზე არასოდეს ტოვებენ თავიანთ დაჭრილებს და დაღუპულებს. უკრაინელებს თუ აქვს საშუალება, გამოიყვანენ, თუ არ აქვთ, არ გამოიყვანენ, რუსი ამის გამო თავს არასდროს იწუხებს.

- საკუთარ პიროვნებაშიც თუ ხედავთ ქართულ ხასიათს?

- რა თქმა უნდა, მებრძოლი ხასიათი ქართველებისგან გადმომეცა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე ვარ წმინდა სისხლის ქართველი, სამეგრელოდან. ძალიან ვამაყობ ამით.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- საქართველოში ბოლოს 2014 წელს ვიყავი. ხობის რაიონში, სოფელ ნოჯიხევში მამაჩემის სახლის გაკეთება გადავწყვიტე. დეიდა მეხმარება ამ საქმეში. ომი რომ დამთავრდება, ერთი წლით ჰოლანდიაში წავალ, დაწყებულ საქმეებს მოვაგვარებ და მერე საქართველოში დავბრუნდები. ჩემს სამშობლოში უნდა მოვიწყო ბუდე.

- რა სპეციალობა გაქვთ, ომში წასვლამდე რას საქმიანობდით?

- რკინის ოსტატი ვარ. ამასთანავე, სამხედრო სკოლაც მაქვს დამთავრებული, უფროსი სერჟანტის წოდება მაქვს. ახლა ძალიან მიხარია, რომ თავის დროზე სამხედრო განათლება მივიღე, ძალიან გამომადგა.

- ომის დაწყებამდე, რუსების მიმართ როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

- ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსების მხოლოდ 10 % -ია ნორმალური, დანარჩენი, უბრალოდ, ბიოლოგიური ნაგავია.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ ომში თქვენთვის?

- ყველაზე რთულია, როდესაც შენი მებრძოლები შენს იმედზე არიან და ვერ ეხმარები. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ქალაქ პოპასნადან ჩემი ხალხი ვერ გამომყავდა. ვიცოდი, რომ დაჭრილები იყვნენ და მინდოდა, დროულად მივშველებოდი. ჯერ ბრძანება არ იყო, მერე ბრძანება მოვიდა, მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა. ძალიან რთული ბრძოლის შედეგად შევძელით ალყაში შეღწევა და ჩვენი ბიჭების გამოყვანა. მეორე შემთხვევა იყო ტოშოვკაში, დაჭრილები გვყავდა, "ვაგენერელებს" ვებრძოდით და უკან დახევა არ შეგვეძლო. მაშინ " ვაგნერელების" ბატალიონი ციხიდან გამოყვანილი ქურდებისა და ბანდიტებისგან კი არ შედგებოდა, პროფესიონალი მებრძოლებისგან იყო დაკომპლექტებული.

- რისი თქმა შეგიძლიათ, ნამდვილი "ვაგნერელების" საბრძოლო შესაძლებლობებზე, ლეგენდები მათ შესახებ სიმართლესთან რამდენად ახლოსა არის?

- "ვაგნერელებთან" 24-საათიანი ბრძოლა მოგვიწია, ასმეტრიანი დისტანციიდან. შეიძლება ითქვას, რომ სასტიკი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ის დანაყოფი სრულად გავანადგურეთ. ალაფად ორი ტანკი, ორი ბეტეერი და იარაღი წამოვიღეთ.

- რას ელით ამ ომიდან?

- მხოლოდ გამარჯვებას, სხვას არაფერს. ძალიან მინდა, რომ "კავკასიური ლეგიონი“ კიდევ უფრო გაიზარდოს, გაძლიერდეს და კავკასიიდან რუსები ჩვენ გავყაროთ.