პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი
"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი

გორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის მო­ზარ­დის მკურ­ნა­ლი ექი­მი, "ტვ პირ­ველ­თან" პირ­ველ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. ნანა ნი­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, ჩუ­ტყვა­ვი­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შის მდგო­მა­რე­ო­ბა კვი­რა დღის ჩათ­ვლით, სტა­ბი­ლუ­რი იყო. მისი თქმით, ბო­ლოს, 16 მა­ისს რო­დე­საც ბავ­შვი გა­სინ­ჯა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იყო.

"სა­ღა­მოს, კვი­რას და­მი­კავ­შირ­და ტე­ლე­ფო­ნით, რჩე­ვა მკი­თხა, მე და­ვი­ბა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე და 16-ში დი­ლის სა­ა­თებ­ში მო­იყ­ვა­ნა ბავ­შვი. დამ­ძი­მე­ბის­კენ, რომ ყო­ფი­ლი­ყო რო­გორ გა­ვუშ­ვებ­დი ბი­ნა­ზე, დე­დის გად­მო­ცე­მით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თვი­თონ გა­მო­ნა­ყა­რიც ალა­გე­ბის პრო­ცეს­ში იყო, თუმ­ცა­ღა გა­მო­ნა­ყა­რი იყო ძა­ლი­ან ჭარ­ბი.

არ­სე­ბობს ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი მე­ო­რე ტალ­ღით წა­მოს­ვლა და­ა­ვა­დე­ბი­სა, რო­დე­საც ხდე­ბა ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში იგი­ვე გა­მო­ნა­ყა­რის წა­მოს­ვლა, რო­გორც არის გა­რეგ­ნუ­ლად, ანუ კან­ზე, ეს იწ­ვევს შემ­დეგ სეპ­ტი­ურ შოკს. მე ვფიქ­რობ, რომ მოხ­და გარ­თუ­ლე­ბა, მე­ო­რე ტალ­ღად გან­ვი­თარ­და ეს ჩუ­ტყვა­ვი­ლას შე­ტე­ვა. მე გავ­სინ­ჯე ბავ­შვი, ფილ­ტვებ­ზე მო­ვუს­მი­ნე, სუნ­თქვა ნორ­მა­ლუ­რი იყო, გუ­ლის­ცე­მა ნორ­მა­ლუ­რი იყო, ბავ­შვი ადეკ­ვა­ტუ­რი იყო, აქ­ტი­უ­რი იყო, აბა სხვა­ნა­ი­რად სახ­ლში, რო­გორ გა­ვუშ­ვებ­დი" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მკურ­ნა­ლი ექი­მი ნანა ნი­ნი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში, 4 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩუ­ტყვა­ვი­ლა გახ­და - ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბირ­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში ადას­ტუ­რე­ბენ.

ბავ­შვის ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ გორ­ში ექი­მე­ბი სა­კუ­თარ საქ­მეს გულ­გრი­ლად მო­ე­კიდ­ნენ, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი გახ­და. თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია კლი­ნი­კა "გორ­მე­დი". მო­ზარ­დის მკურ­ნა­ლი ექი­მი ამ­ტკი­ცებს, რომ კვი­რა დღის ჩათ­ვლით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრმა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მარი გი­უ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბა გახ­და.

ამას­თა­ნა­ვე, 4 წლის ბავ­შვის საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ.

რაც შე­ე­ხე­ბა "გორ­მედს“, კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბის-გა­მოკ­ვლე­ვის სქე­მა და ამის­თვის სა­ჭი­რო იყო მისი მო­თავ­სე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, რა­ზეც პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს უარი, თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვეს კლი­ნი­კა“, - აცხა­დებს "გორ­მე­დის“ პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ლა­ზა­რა­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

უ გ უ ლ ო - ვ ი თ ო მ ე ქ ი მ ი !

უფალმა მოგკითხოს ამ პატარა ანგელოზის დაღუპვისათვის !

მარინა
1

რა ექიმი ხარ და რამდენია შენნაირი უსულგულო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი

"დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმი

გორში გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, "ტვ პირველთან" პირველ განმარტებას აკეთებს. ნანა ნინიაშვილის თქმით, ჩუტყვავილათი ინფიცირებული ბავშის მდგომარეობა კვირა დღის ჩათვლით, სტაბილური იყო. მისი თქმით, ბოლოს, 16 მაისს როდესაც ბავშვი გასინჯა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

"საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.

არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად, ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა - ინფორმაციას გორის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ბავშვის ოჯახი ამტკიცებს, რომ გორში ექიმები საკუთარ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. თავის მართლების რეჟიმშია კლინიკა "გორმედი". მოზარდის მკურნალი ექიმი ამტკიცებს, რომ კვირა დღის ჩათვლით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

რაც შეეხება "გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, - აცხადებს "გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.

ასევე იხილეთ: