კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?
სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის გარ­შე­მო მო­რი­გი სკან­და­ლია. რო­გორც სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას სპი­კე­რი აცხა­დებს, წყვილს პა­პა­რა­ცე­ბის ჯგუ­ფი აე­დევ­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით, ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მო­ბი­ლით მის­დევ­დნენ, რის გა­მოც, წყვი­ლი რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მე­გან­თან და ჰა­რის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მე­გა­ნის დე­დაც. რო­გორც ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, წყვი­ლის­თვის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა "გა­მოწ­ვე­ვად" იქცა.

  • რა მოხ­და?

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია ნიუ-იორკში ქალ­თა ფონ­დის მიერ გა­მარ­თულ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ, სა­დაც ჯილ­დო მე­გან მარ­კლსაც გა­და­ე­ცა ქალ­თა და გო­გო­ნა­თა ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მა­ნ­ჰე­ტე­ბის Ziegfeld Ballroom-ში გა­ი­მარ­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. და­ჯილ­დო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჰარი, მე­გა­ნი და მე­გა­ნის დედა, 22:00 სა­ათ­ზე ჩას­ხდნენ შავ ავ­ტო­მო­ბილ­ში და ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის სპი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, "აგ­რე­სი­უ­ლი პა­პა­რა­ცე­ბის ჯგუ­ფი მათ, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დევ­და." მი­სი­ვე თქმით, დევ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი არ­ღვევ­დნენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, მათ შო­რის, გა­და­დი­ოდ­ნენ შუქ­ნი­შან­ზე, როცა წი­თე­ლი იყო ან­თე­ბუ­ლი.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში მი­ვიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მან­ქა­ნა გა­მოც­ვა­ლეს, ტაქ­სი­ში გა­დას­ხდნენ, იმის­თვის, რომ პა­პა­რა­ცებს კვა­ლი არე­ო­დათ.

მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ტაქ­სის მძღოლ­მაც. მისი თქმით, ჰარი და მე­გა­ნი "გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი ჩან­დნენ". მძღო­ლი ამ­ბობს, რომ პა­პა­რა­ცე­ბი მა­ინც აე­დევ­ნენ, თუმ­ცა ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლად არ იქ­ცე­ოდ­ნენ. ტაქ­სის მძღო­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წყვი­ლის სპი­კე­რი დევ­ნას "ოდ­ნავ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს".

გა­მო­ძი­ე­ბა ახლა ოთხი ფო­ტოგ­რა­ფის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც სავ­რა­უ­დოდ, დევ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი და­ეხ­მარ­ნენ ჰა­რი­სა და მე­განს პა­პა­რა­ცე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შე­ჯა­ხე­ბა და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არა­ვის მი­უ­ღია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვავა
2

Ვაი თქვენს პატრონს. Მეტი საქმე არ გაქვთ? Ჰარი კი არა გარი ჰქვია ეს ერთი და სტინგი შეუმოწმეთ მეგანს ხომ არ უჭერს დუნდულებში. 

`
3

თუ ორი საათი მისდევდნენ და ვერ დაეწივნენ, მსოფლიო ჩემპიონები ყოფილან მარათონულ სირბილში :)

ავტორი:

სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გარშემო მორიგი სკანდალია. როგორც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სპიკერი აცხადებს, წყვილს პაპარაცების ჯგუფი აედევნა და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში, ფოტოების გადაღების მიზნით, ავტომობილით მისდევდნენ, რის გამოც, წყვილი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

მეგანთან და ჰარისთან ერთად იმყოფებოდა მეგანის დედაც. როგორც ნიუ იორკის პოლიციაში აცხადებენ, წყვილისთვის სახლში დაბრუნება "გამოწვევად" იქცა.

  • რა მოხდა?

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ნიუ-იორკში ქალთა ფონდის მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, სადაც ჯილდო მეგან მარკლსაც გადაეცა ქალთა და გოგონათა ადვოკატირებისა და გაძლიერებისთვის.

ღონისძიება მანჰეტების Ziegfeld Ballroom-ში გაიმართა და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო. დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ჰარი, მეგანი და მეგანის დედა, 22:00 საათზე ჩასხდნენ შავ ავტომობილში და ტერიტორია დატოვეს.

სასექსის ჰერცოგის სპიკერის განცხადებით, "აგრესიული პაპარაცების ჯგუფი მათ, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მისდევდა." მისივე თქმით, დევნაში მონაწილე პირები არღვევდნენ საგზაო მოძრაობის წესებს, მათ შორის, გადადიოდნენ შუქნიშანზე, როცა წითელი იყო ანთებული.

ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ნიუ იორკის პოლიციის სამმართველოში მივიდნენ, საიდანაც მანქანა გამოცვალეს, ტაქსიში გადასხდნენ, იმისთვის, რომ პაპარაცებს კვალი არეოდათ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ტაქსის მძღოლმაც. მისი თქმით, ჰარი და მეგანი "განერვიულებულები ჩანდნენ". მძღოლი ამბობს, რომ პაპარაცები მაინც აედევნენ, თუმცა ისინი აგრესიულად არ იქცეოდნენ. ტაქსის მძღოლი მიიჩნევს, რომ წყვილის სპიკერი დევნას "ოდნავ გაზვიადებულად წარმოაჩენს".

გამოძიება ახლა ოთხი ფოტოგრაფის საქმეზე მიმდინარეობს, რომლებიც სავრაუდოდ, დევნაში მონაწილეობდნენ.

ნიუ იორკის პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი დაეხმარნენ ჰარისა და მეგანს პაპარაცებისგან თავის დაღწევაში. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, არ დაფიქსირებულა შეჯახება და ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია.