სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს..." - ღარიბაშვილის სიტყვის მთავარი გზავნილები რეიკიავიკის სამიტზე
"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს..." - ღარიბაშვილის სიტყვის მთავარი გზავნილები რეიკიავიკის სამიტზე

სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის მე­თა­უ­რე­ბის სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. ფო­რუ­მი რე­ი­კი­ა­ვიკ­ში იმარ­თე­ბა

მან უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

"ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ევ­რო­საბ­ჭოს სა­ხელ­მწი­ფოს და მთავ­რო­ბე­ბის მე­თა­უ­რე­ბის მე­ო­თხე სა­მი­ტში. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ ერ­თგუ­ლი ვართ ადა­მი­ა­ნის, დე­მოკ­რა­ტი­ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის. დღეს ჩვენ ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვიმ­ყო­ფე­ბით, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც არ­ღვევს გა­ე­როს, ჰელ­სინ­კის და სხვა დეკ­ლა­რა­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს ის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი, რო­მე­ლიც 2008 წელს რუ­სეთ­თან გვქონ­და. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სი გან­ვი­ცა­დეთ სი­ცო­ცხლის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ის კუ­თხით. ქარ­თვე­ლებ­მა კარ­გად ვი­ცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვი­დო­ბას. მას შემ­დეგ, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­ვიბ­რუ­ნეთ და რამ­დე­ნი­მე ომი გა­ვი­ა­რეთ, ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რაც შე­დე­გი მო­აქვს ომს და მე­ტად ვა­ფა­სებთ მშვი­დო­ბას. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი მშვი­დო­ბა არ­სე­ბობ­დეს. დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­რო, წეს­რი­გი იც­ვლე­ბა და ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტო ვერ­ცერ­თმა ქვე­ყა­ნამ შე­იძ­ლე­ბა იპო­ვოს. ამი­ტომ, გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თად ყოფ­ნა. ერ­თად ყოფ­ნით შევ­ძლებთ ამ მიზ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ბოლო წლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ებ­მა ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა იწ­ვნი­ეს, ამ გა­მოწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცე და მე­დე­გია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს წინსვლა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არის ქვეყ­ნის სა­მიზ­ნე ორი­ენ­ტი­რი.

"ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ორი­ენ­ტი­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­ვა­კე­თეთ გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ერის დიდი მი­ზა­ნი. კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მი­ვი­ღეთ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, ამით და­დას­ტურ­და, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვენ მწყობ­რად მივ­დი­ვართ წინ და ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო მი­ზა­ნი არის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ჩვენ ამ მიზ­ნით და მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ და ყვე­ლა, თორ­მე­ტი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმი­სათ­ვის, რომ მი­ვი­ღოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რია და სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი ცხად­ყოფს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია კე­თილ­დღე­ო­ბას და მშვი­დო­ბას მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო ამ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იცავს და ელის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­საბ­ჭო­ში, თქვენ­თან ერ­თად, დიდი მად­ლო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
26

ბატონი ირაკლი საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკოსი, ლიდერი და ერის მამაა. შორს არ არის ის დრო როცა მას წმინდანად შერაცხავს მადლიერი ქერთველი ერი და ეკლესია

ეჰ
2

აღარ არიან ევროპელები გოიმები. გაუქრათ ილუზიები. აქ, ევროპაშიო, დიდი ხნის ჩასულები მიყვებიან, ადრე გაწმენდდი მაღაზიას და ვერავინ გამჩნევდაო, ახლა დღეში სამჯერ გიჭერენო. ფაფუუ ის გულუბრყვილო ევროპა, პუტინს რომ წვიმაში საათობით ელოდნენ. ყველა ყველაფერს მიხვდა, ტრიუკები აღარ ჭრის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს..." - ღარიბაშვილის სიტყვის მთავარი გზავნილები რეიკიავიკის სამიტზე

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს..." - ღარიბაშვილის სიტყვის მთავარი გზავნილები რეიკიავიკის სამიტზე

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფორუმი რეიკიავიკში იმართება

მან უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ძალიან ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ევროსაბჭოს სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მეოთხე სამიტში. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გულისხმობს, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც 2008 წელს რუსეთთან გვქონდა. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის კუთხით. ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რაც შედეგი მოაქვს ომს და მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს. დღევანდელი სამყარო, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება იპოვოს. ამიტომ, გვჭირდება ერთიანობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს, ამ გამოწვევის მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი.

"ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა,“- განაცხადა პრემიერმა.