სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა
ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, ანა წით­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს 3 არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის არ­ჩე­ვას ხმა ოპო­ზი­ცი­ი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით გა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ მის­ცა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზუს­ტებს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვა­დაც მას­თან სა­უბ­რი­სას და­ა­დას­ტუ­რა და ეს 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით ახ­სნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, ბლო­კი­დან "ძალა ერ­თო­ბა­შია“ კი­დევ ვინ ეს­წრე­ბო­და კენ­ჭისყრას და შე­საძ­ლოა თუ არა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა და ნატო ჩხე­ი­ძე, ანა წით­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

"ეს არის ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო. ყვე­ლა­ფერს უნდა და­ერ­ქვას თა­ვი­სი სა­ხე­ლი და ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა ახ­სნან, რას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ხუთ ადა­მი­ან­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, მე მომ­ხრე ვარ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რი გა­სა­ჯა­როვ­დეს. რა­ტომ მი­ი­ღეს იმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ "კლა­ნის“ წევ­რებს და­უ­ჭი­რეს მხა­რი? ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა ჩემ­თა­ნაც. მისი არ­გუ­მენ­ტი, რომ ეს ყო­ფი­ლა 12- პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში შე­მა­ვა­ლი რე­კო­მენ­და­ცია, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს არის არას­წო­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვარ­კვევთ, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა არის რთუ­ლი, მაგ­რამ არა შე­უძ­ლე­ბე­ლი. უნდა ვი­ცო­დეთ, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და რა­ტომ მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა, ნატო ჩხე­ი­ძე დღეს სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა არ იქ­ნე­ბა სწო­რი და­უ­ზუს­ტებ­ლად ვთქვა მათ­ზე რამე“, - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დე­პუ­ტა­ტებ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე 5 წევ­რი­დან მხო­ლოდ 3 წევ­რის ტრის­ტან ბე­ნაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი გზო­ბა­ვა­სა და ზუ­რაბ გუ­რას­პაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა შეძ­ლეს. კან­დი­და­ტე­ბის კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი ოპო­ზი­ცი­ამ მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის­თვის სა­ჭი­რო 90 ხმის მო­საგ­რო­ვებ­ლად მმარ­თველ გუნდთან ერ­თად, კან­დი­და­ტებს ხმა ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რი­სას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მაც მის­ცეს. კენ­ჭისყრა­ზე სულ 29 კან­დი­და­ტია წარ­დგე­ნი­ლი, კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რა მე-11 კან­დი­და­ტის კენ­ჭისყ­რი­სას შე­წყდა. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში კი­დევ ორი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,AMPREDUZZO,,
1

რაც ამ ,,ოპოზიციონერმა,, პარლამენტარებმა გააკეთეს ქვეყნისთვის, ბევრი ვერ ,,წავიდოდა,, ამაზე, იარლიყების მიწებების გამო,, P.S. ,,ლამაზისეულ,, წითლიძეს, რომ არ ,,მოეწონა,, დეპუტატების ქმედება, ე.ი. მართდბული ქმედება იყო. 👍 👍 👍

რომანიკო გოწირიძე
1

ჯიგრები ხართ!!!!!!!!!!! ნაც სექტასსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან "ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც მასთან საუბრისას დაადასტურა და ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობით ახსნა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ბლოკიდან "ძალა ერთობაშია“ კიდევ ვინ ესწრებოდა კენჭისყრას და შესაძლოა თუ არა ყოფილიყვნენ ეს დეპუტატები ბაჩუკი ქარდავა და ნატო ჩხეიძე, ანა წითლიძის განცხადებით, ისინი სხდომას ესწრებოდნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ეს არის ძალიან სამარცხვინო. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რას დაუჭირეს მხარი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ ხუთ ადამიანში ოპოზიციის მხრიდან, მე მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანების სახელი და გვარი გასაჯაროვდეს. რატომ მიიღეს იმაში მონაწილეობა, რომ "კლანის“ წევრებს დაუჭირეს მხარი? ნიკა მაჭუტაძემ დაადასტურა ჩემთანაც. მისი არგუმენტი, რომ ეს ყოფილა 12- პუნქტიან გეგმაში შემავალი რეკომენდაცია, ჩემთვის მიუღებელია, ეს არის არასწორი. ჯერჯერობით, ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ინფორმაციის მოძიება არის რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე დღეს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა არ იქნება სწორი დაუზუსტებლად ვთქვა მათზე რამე“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან მხოლოდ 3 წევრის ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა შეძლეს. კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ მას შემდეგ დატოვა, რაც არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მოსაგროვებლად მმართველ გუნდთან ერთად, კანდიდატებს ხმა ფარული კენჭისყრისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრია ასარჩევი.