სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავების ვინაობა - შსს -ს ინფორმაციით, პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, დაკავებულია
ცნობილია ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავების ვინაობა - შსს -ს ინფორმაციით, პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, დაკავებულია
  • ფო­ტო­ზე: ვანო ბა­სა­ნი­ძე და ომარ ქა­რე­ლი

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გორი-ქა­რე­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ვანი ბა­სა­ნი­ძე და ომარ ქა­რე­ლი.

მომ­ხდარ­ზე სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს შიდა ქარ­თლში, ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო, რა­მაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­სხვერ­პლა.

1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გ.ლ. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვერ­დულ­ზე მდგომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს და­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ომარ ქა­რე­ლი და 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვანო ბა­სა­ნი­ძე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ლ და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

31 წლის ვანო ბა­სა­ნი­ძეს შსს-ში მუ­შა­ო­ბა ორი წლის და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ნათელში იყავით ბიჭებო. კანონია შემოსაღები როცა პატრული ამოწმებს მანქანას ყველა გამლვლელი მანქანა ნელა უნდა უვლიდეს გვერდს

გიგა
3

ძალიან გულდასაწყვეტია, ღმერთმა გაანათლოს მათი სული, სამწუხაროდ კიდევ ერთი მაგალითი თვითშეუგნებლობის და დაუსჯელობის სინდრომის, დღეს ნასვამი დადის ან ეგეთი გარეწარი ან ბობოლა პოლიციელი და ქსივის მქონე რეგვენი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ცნობილია ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავების ვინაობა - შსს -ს ინფორმაციით, პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, დაკავებულია

ცნობილია ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავების ვინაობა - შსს -ს ინფორმაციით, პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, დაკავებულია
  • ფოტოზე: ვანო ბასანიძე და ომარ ქარელი

უმძიმესი ავარია მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია.

დაღუპულები არიან ვანი ბასანიძე და ომარ ქარელი.

მომხდარზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.

1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

31 წლის ვანო ბასანიძეს შსს-ში მუშაობა ორი წლის დაწყებული ჰქონდა.

იხილეთ ასევე: