სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?
პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

Washington Post-ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლად" წო­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი 2023 წლის იან­ვარ­ში უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლობ­და. პრი­გო­ჟინ­მა ამე­რი­კულ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას ყალ­ბი უწო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, სტა­ტია პენ­ტა­გო­ნის "გა­ჟო­ნილ“ დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზად­და, რაც პრი­გო­ჟი­ნის უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვას­თან სა­ვა­რა­უ­დო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ 2023 წლის იან­ვარ­ში პრი­გო­ჟინ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას, ბახ­მუ­ტის და­ტო­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ორმა უკ­რა­ი­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა Washington Post-ს და­უ­დას­ტუ­რა, რომ პრი­გო­ჟი­ნი არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ დი­რექ­ტო­რატს (GUR). ერთ-ერ­თმა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ პრი­გო­ჟინ­მა არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბა ბახ­მუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვა.

რო­გორც BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი წერს, პრი­გო­ჟი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად ირო­ნი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"რა თქმა უნდა, შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო ეს ინ­ფორ­მა­ცია. არა­ფე­რი გვაქვს და­სა­მა­ლი უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან. ახ­ლაც კი ბუ­და­ნოვ­თან ერ­თად (უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - რედ.) აფ­რი­კა­ში ვართ", - და­წე­რა მთა­ვარ­მა "ვაგ­ნე­რელ­მა" სა­კუ­თარ "ტელგრა­მარხზე". თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და მისი აუ­დი­ო­კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც სტა­ტი­ას ვი­ღა­ცის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი უწო­და. "ვი­ღა­ცამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან გა­და­წყვი­ტა "ეკა­ი­ფა", - თქვა მან.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა. პა­სუ­ხის გა­ცე­მას თავი აა­რი­და უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მაც.

რო­გორც გა­ირ­კვა, Washington Post-მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს კი­ე­ვის პრი­გო­ჟინ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის სა­კი­თხი წა­მოჭ­რა. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი შე­კი­თხვა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

”ეს არის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სა­კი­თხი, გინ­დათ, სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლონ? ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ნამ­დვი­ლად გაქვთ თუ არა ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ან ვინ ლა­პა­რა­კობს დაზ­ვერ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ჩვე­ნი მთავ­რო­ბი­დან? მინ­და გკი­თხოთ, რა წყა­რო­ებს უკავ­შირ­დე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში? ვინ ლა­პა­რა­კობს ჩვე­ნი დაზ­ვერ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე? ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ვერ ვხვდე­ბი რა არის თქვე­ნი მი­ზა­ნი - რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბა?"

უკ­რა­ი­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს, რომ მოს­კოვ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ აწარ­მო­ებს. გა­მო­ნაკ­ლი­სია პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტის ეგი­დით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ანი შა­ვიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქ-ნ დეგნანს, იდეის სახით, უსასყიდლოდ.
19

მართლა ბაიდენის ქვეყანა, აქამდე დაეცა ამერიკის პროპაგანდა

Qeto
488

ბრეჟნევივით ამ საცოდავებსაც როგორ უყვართ ჯინჯილების ჩამოკიდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

Washington Post-ის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი და "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინი 2023 წლის იანვარში უკრაინის დაზვერვასთან მოლაპარაკებას ცდილობდა. პრიგოჟინმა ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას ყალბი უწოდა. როგორც ირკვევა, სტატია პენტაგონის "გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა, რაც პრიგოჟინის უკრაინის დაზვერვასთან სავარაუდო მოლაპარაკებებს შეეხებოდა.

  • გამოცემა წერს, რომ 2023 წლის იანვარში პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის დატოვების სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

გამოცემა წერს, რომ ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Washington Post-ს დაუდასტურა, რომ პრიგოჟინი არაერთხელ დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის მთავარ დირექტორატს (GUR). ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა ისიც, რომ პრიგოჟინმა არაერთხელ გაიმეორა თავისი წინადადება ბახმუტთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, პრიგოჟინი თავდაპირველად ირონიულად გამოეხმაურა ამ ინფორმაციას.

"რა თქმა უნდა, შემიძლია დავადასტურო ეს ინფორმაცია. არაფერი გვაქვს დასამალი უცხოური სპეცსამსახურებისგან. ახლაც კი ბუდანოვთან ერთად (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი - რედ.) აფრიკაში ვართ", - დაწერა მთავარმა "ვაგნერელმა" საკუთარ "ტელგრამარხზე". თუმცა მოგვიანებით, გავრცელდა მისი აუდიოკომენტარი, რომელშიც სტატიას ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა. "ვიღაცამ ჟურნალისტებიდან გადაწყვიტა "ეკაიფა", - თქვა მან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პასუხის გაცემას თავი აარიდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმაც.

როგორც გაირკვა, Washington Post-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დროს კიევის პრიგოჟინთან კონტაქტების საკითხი წამოჭრა. ზელენსკის განცხადებით, მსგავსი შეკითხვა რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

”ეს არის სამხედრო დაზვერვის საკითხი, გინდათ, სახელმწიფო ღალატში დამადანაშაულონ? ამასთანავე ძალიან საინტერესოა, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეს დოკუმენტები ან ვინ ლაპარაკობს დაზვერვის საქმიანობაზე ჩვენი მთავრობიდან? მინდა გკითხოთ, რა წყაროებს უკავშირდებით უკრაინაში? ვინ ლაპარაკობს ჩვენი დაზვერვის საქმიანობაზე? ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვხვდები რა არის თქვენი მიზანი - რუსეთის დახმარება?"

უკრაინა ოფიციალურად აცხადებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. გამონაკლისია პატიმრების გაცვლის შესახებ დაზვერვის მთავარი დირექტორატის ეგიდით ჩატარებული მოლაპარაკებები. წყარო

  • მოამზადა ანი შავიშვილი