სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევის მიხედვით, 57 ქვეყნიდან 51-ში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს
კვლევის მიხედვით, 57 ქვეყნიდან 51-ში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს

მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი 57 ქვეყ­ნი­დან 51 ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გო­გო­ნებს წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში უკე­თე­სი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ, ვიდ­რე ბი­ჭებს. 6 ქვე­ყა­ნა­ში კი ბი­ჭე­ბი ახერ­ხე­ბენ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში გო­გო­ნე­ბის მსგავ­სი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­დეთ.

მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შე­დე­გე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ (IEA) გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან PIRLS-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 190 სკო­ლის 5 637 მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კი კვლე­ვა­ში 57 ქვეყ­ნის 346 992 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2021 წლის კვლე­ვა სოფ­ლის სკო­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გამო სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლებს შო­რის სხვა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბას გვიჩ­ვე­ნებს.

ამას­თან, რო­გორც ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, PIRLS-ის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვია მიღ­წე­ვე­ბის არ­სე­ბი­თი გა­უ­ა­რე­სე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო არ არის იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­დაც წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში სა­შუ­ა­ლო ქუ­ლის კლე­ბა გა­მოვ­ლინ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად კვლე­ვის ამო­ცა­ნას მოს­წავ­ლის წიგ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვებ­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე სკო­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და ოჯა­ხის ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლაც წარ­მო­ად­გენს.

„ამ ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე, კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი კვლე­ვის ან­გა­რი­შის სა­ხით მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ ეტაპ­ზე გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე ზო­გად მიგ­ნე­ბას: კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი 57 ქვეყ­ნი­დან ბი­ჭე­ბი მხო­ლოდ 6 ქვე­ყა­ნა­ში ახერ­ხე­ბენ გო­გო­ნე­ბის მსგავ­სი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­დეთ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში. და­ნარ­ჩენ 51 ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გო­გო­ნებს წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში უკე­თე­სი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ, ვიდ­რე ბი­ჭებს. კვლე­ვა­ში ჩარ­თულ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ბი­ჭებს არ აქვთ უპი­რა­ტე­სო­ბა გო­გო­ნებ­თან შე­და­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში სქე­სის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ნარ­ჩუნ­დე­ბა კვლე­ვის მთე­ლი ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში; ბოლო წლე­ბის კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის სკო­ლე­ბის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში ნაჩ­ვე­ნებ მიღ­წე­ვებ­ში ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას ავ­ლენს, თუმ­ცა 2021 წლის კვლე­ვა სოფ­ლის სკო­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გამო სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლებს შო­რის სხვა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბას გვიჩ­ვე­ნებს. სოფ­ლის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ასე­ვე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და 2019 წლის მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ მიღ­წე­ვებ­ში (TIMSS 2019);

2021 წლის კვლე­ვა­ში კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა შე­ნარ­ჩუნ­და. კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი უკე­თე­სად არ­თმე­ვენ თავს წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

PIRLS 2021-ის კვლე­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის გამო წინა ციკ­ლებ­თან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტარ­და. კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტი­რე­ბის­თვის შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კვლე­ვის სან­დო­ო­ბის და­საშ­ვებ პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი იყო, რის გა­მოც 14 ქვე­ყა­ნა­ში (ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ბაჰ­რე­ი­ნი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, ირ­ლან­დია, კა­ტა­რი, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა, მა­რო­კო, სა­უ­დის არა­ბე­თი, უნ­გრე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია, ხორ­ვა­ტია, სა­ქარ­თვე­ლო), სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა ტეს­ტი 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ნაც­ვლად შე­მოდ­გო­მა­ზე წე­რეს, ხოლო 6 ქვე­ყა­ნა­ში ტეს­ტი­რე­ბა ერთი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტარ­და. ამ ქვეყ­ნებ­ში ტეს­ტი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლე­ბის ახალ­მა ნა­კად­მა მი­ი­ღო.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­ში პან­დე­მი­ის გამო არ­სე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის, ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დი­სა და მოს­წავ­ლე­თა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით (IEA), მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ერ­თმა­ნეთს არ შე­დარ­დეს იმ ქვეყ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, რომ­ლებ­მაც ტეს­ტი შე­მოდ­გო­მა­ზე წე­რეს იმ ქვეყ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან, რომ­ლებ­მაც ტეს­ტი გა­ზა­ფხულ­ზე შე­ას­რუ­ლეს.

ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 თვით აღე­მა­ტე­ბო­და ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მოს­წავ­ლე­თა სა­შუ­ა­ლო ასაკს. მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია იყო კი­დევ 13 ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წინა ციკ­ლებ­თან შე­და­რე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაა, რო­მელ­საც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია (IEA) 2001 წლი­დან ატა­რებს. სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ოთხ ციკლში (2006, 2011, 2016 და 2021 წლე­ბი) მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვას შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კვლე­ვის ჯგუ­ფი უძღვე­ბა. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავს 9-10 წლის (მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი) მოს­წავ­ლე­ე­ბის კი­თხვის უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას და იმის დად­გე­ნას, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის სწავ­ლის პრო­ცეს­ზე ისე­თი კონ­ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სას­წავ­ლო გა­რე­მო, მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, სკო­ლის მარ­თვა, მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვ.

PIRLS კი­თხვის მიზ­ნებ­სა და მხატ­ვრუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­სტე­ბის გა­აზ­რე­ბის პრო­ცე­სებ­ზე ახ­დენს ფო­კუ­სი­რე­ბას. PIRLS-ის შე­ფა­სე­ბის ნა­ხე­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი − ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
3

რა სამწუხაროა, რომ მანდილოსნების ინტელექტუალური რესურსის მიზანმიმართული უგულვებელყოფა მიმდინარეობდა პატრიარქალურ წყობილებაში, ვინ იცის, რა შესაძლებლობები, ბრწყინვალე ნაშრომები თუ ლიტერატურული შედევრები დაკარგა კაცობრიობამ ამის გამო. 

ბედნიერი ერი
1

რა დროს ეგაა,როცა რაშისტანთან უვოზოს მივაღწიეთ....ვაშა ხალხოოოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

კვლევის მიხედვით, 57 ქვეყნიდან 51-ში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს

კვლევის მიხედვით, 57 ქვეყნიდან 51-ში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს

მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგების მიხედვით, კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. 6 ქვეყანაში კი ბიჭები ახერხებენ წიგნიერებაში გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ.

მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგები საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) გამოაქვეყნა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წელს საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობა 190 სკოლის 5 637 მოსწავლემ მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი კვლევაში 57 ქვეყნის 346 992 მოსწავლე მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს.

ამასთან, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება, თუმცა საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.

მათივე ცნობით, წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს.

„ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად მიგნებას: კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში; ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);

2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას.

PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, შესაბამისად, ტესტირებისთვის შერჩეული სკოლების საკლასო ოთახებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა კვლევის სანდოობის დასაშვებ პროცენტზე ნაკლები იყო, რის გამოც 14 ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, კატარი, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, საუდის არაბეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, საქართველო), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით, მოსწავლეებმა ტესტი 2021 წლის გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე წერეს, ხოლო 6 ქვეყანაში ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა. ამ ქვეყნებში ტესტირებაში მონაწილეობა მეოთხეკლასელების ახალმა ნაკადმა მიიღო.

კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.

ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება გართულებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 2001 წლიდან ატარებს. საქართველომ ბოლო ოთხ ციკლში (2006, 2011, 2016 და 2021 წლები) მიიღო მონაწილეობა. საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება. კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ.

PIRLS კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრების პროცესებზე ახდენს ფოკუსირებას. PIRLS-ის შეფასების ნახევარი ლიტერატურული გამოცდილების მიღებაზე ფოკუსირდება, მეორე ნახევარი კი − ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებაზე.