სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ბრენდი დიდი მიზნით - Nami8 საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლას გეგმავს
ახალი ბრენდი დიდი მიზნით - Nami8 საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლას გეგმავს

წყა­ლი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი სი­თხეა. ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის გა­რე­შე უფრო დიდი ხანი ძლებს, ვიდ­რე წყლის გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ძა­ლი­ან ბევ­რს ჯერ კი­დევ არ გა­აჩ­ნია წყლის სმის შე­სა­ბა­მი­სი კულ­ტუ­რა. სულ ახ­ლა­ხან კი ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წყლის სმის კულ­ტუ­რის პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა და ეს სა­კი­თხი ხალ­ხს სულ სხვაგ­ვა­რად და­ა­ნა­ხა.

Nami8 ებ­რა­უ­ლი ჰოლ­დინ­გის Tsur Group-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა. ის ბუ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ცალ­კე­ულ მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ბიზ­ნე­სებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის ინო­ვა­ცი­ურ წყლის დის­პენ­სე­რებს სთა­ვა­ზობს. წყლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის წყა­ლი მი­ი­ღე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კომ­პა­ნი­ას ბრენ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­ა­გენ­ტო Leavingstone და­ეხ­მა­რა. სწო­რედ Leavingstone-ის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბი­თა და სტრა­ტე­გი­ით გა­იც­ნო Nami8 სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ბრენ­დი შემ­დე­გი გზავ­ნი­ლე­ბით გა­მოჩ­ნდა ბა­ზარ­ზე: „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი ოჯა­ხის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი სი­ლა­მა­ზის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი სი­ჯან­სა­ღის­თვის“…

კომ­პა­ნი­ის იდენ­ტო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია თა­ვად ბრენ­დის სა­ხელ­სა და მის გზავ­ნილ­საც. ნა­მის წვე­თე­ბი არის ყვე­ლა­ზე წმინ­და და სუფ­თა სა­ხის წყა­ლი ბუ­ნე­ბა­ში, ხოლო 8 უსას­რუ­ლო­ბის ნიშ­ნის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

Leavingstone-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ მათ გა­და­წყვი­ტეს კომ­პა­ნი­ას დიდ ში­ნა­არ­სობ­რივ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბაც ჰქო­ნო­და.

„გან­ვიზ­რა­ხეთ, რომ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი იდენ­ტო­ბა ჰქო­ნო­და. ფე­რა­დი წრე­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცია, ერთი მხრივ, უნი­კა­ლუ­რად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს ხდის ბრენ­დს, აძ­ლევს თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­სი­ათ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­წყო­ბას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ასო­ცირ­დე­ბა წყლის ბუშ­ტუ­კებ­თან, რაც სხვა­დას­ხვა ნივთზე ბეჭდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში დიდ გა­სა­ქანს იძ­ლე­ვა. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბრენ­დინ­გის გარ­და ლი­ვინგსტონ­მა იმუ­შა­ვა ბრენ­დის სტრა­ტე­გი­ა­ზე, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ო­ზე, ბა­ზარ­ზე შეს­ვლის გეგ­მა­ზე, სა­ი­მი­ჯო ფო­ტო­ებ­სა და კრე­ა­ტი­ულ კამ­პა­ნი­ებ­ზე, რა­საც უკვე ძა­ლი­ან მალე იხი­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ერთი სი­ტყვით, ჩვენ Nami8-ის გუნდთან ერ­თად სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­სა და მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბებს. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე ბიზ­ნე­სის შე­დე­გე­ბი­თაც ერ­თად ვი­ა­მა­ყებთ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე.

სა­ინ­ტე­რე­სოა Nami8-ისა და ლი­ვინგსტო­ნის და­კავ­ში­რე­ბის ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, სტან­დარ­ტუ­ლი ბრი­ფით არ და­წყე­ბუ­ლა. ნა­მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ლი­ვინგსტო­ნის დამ­ფუძ­ნებ­ლებს გა­უ­ზი­ა­რეს ამ­ბი­ცი­უ­რი გან­ზრახ­ვა, რომ გეგ­მავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­მე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბის მხრივ პროგ­რე­სის შე­მო­ტა­ნას. კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის ეს გა­მოწ­ვე­ვა სა­ოც­რად შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„და­ეხ­მა­რო ბიზ­ნესს, რომ ნუ­ლი­დან აე­წყოს, ბა­ზარ­ზე სი­ახ­ლე და­ნერ­გოს და თა­ნაც სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს გა­რე­მო­ზე – ეს სწო­რედ ის თე­მაა, რაც ლი­ვინგსტონ­ში ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ დავ­სა­ხეთ ბრენ­დის სტრა­ტე­გია, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის გეგ­მა და გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა გავ­წე­რეთ. Nami8 არის ბრენ­დი, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მომ­ხმა­რებ­ლამ­დე კომ­ფორ­ტუ­ლად მო­აქვს ბუ­ნე­ბის სიმ­დიდ­რე – სუფ­თა წყა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო წყლის ქვე­ყა­ნაა და ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის წყა­ლო­ბით სუფ­თა წყა­ლი მარ­თლაც უხ­ვად გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად ვხვდე­ბით ბუ­ნე­ბა­ში. ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს ქა­ლაქ­ში ვა­ტა­რებთ. ქა­ლა­ქებ­ში კი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს რის­კი, რომ ჩვე­ნამ­დე ჩა­მოღ­წე­უ­ლი წყა­ლი მთლად წყა­როს წყა­ლი­ვით სუფ­თა აღარ იყოს. ჩნდე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ სუფ­თა წყა­ლი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გვქონ­დეს, ბოთ­ლე­ბის ყიდ­ვის გა­რე­შე. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებს Nami8. ჩა­ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს ბრენ­დი ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის თა­ნაკ­ვე­თა­ზე აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე Nami8-ს.

Nami8 მომ­ხმა­რე­ბელს ჰპირ­დე­ბა, რომ მის ცხოვ­რე­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და ჯან­სა­ღი წყლის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ნა­ირ კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის. სახ­ლში თუ ოფის­ში, მუ­დამ გვერ­დით იქ­ნე­ბა, ყო­ველ­გვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე.

R

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
0

ვყიდი ჟანგბადს სახელად "ვაკუუმი" იყიდეთ,იყიდეთ,იყიდეთ თორემ.........

d
0

მეამა მახსენდება. უგემური სასმელი გაპრანჭული ინფრასტრუქტურით.

ეხლა ნამი. ვინმემ ტარიფები ნახა? შაყირობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ახალი ბრენდი დიდი მიზნით - Nami8 საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლას გეგმავს

ახალი ბრენდი დიდი მიზნით - Nami8 საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლას გეგმავს

წყალი მაცოცხლებელი სითხეა. ადამიანი საკვების გარეშე უფრო დიდი ხანი ძლებს, ვიდრე წყლის გარეშე. მიუხედავად ამისა ძალიან ბევრს ჯერ კიდევ არ გააჩნია წყლის სმის შესაბამისი კულტურა. სულ ახლახან კი ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ფართო საზოგადოებაში წყლის სმის კულტურის პოზიტიურად შეცვლა გადაწყვიტა და ეს საკითხი ხალხს სულ სხვაგვარად დაანახა.

Nami8 ებრაული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანიაა. ის ბუნებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებით, ცალკეულ მომხმარებლებსა და ბიზნესებს უახლესი ტექნოლოგიის ინოვაციურ წყლის დისპენსერებს სთავაზობს. წყლის სპეციალური ბარების საშუალებით, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის წყალი მიიღება.

საინტერესოა, რომ კომპანიას ბრენდად ჩამოყალიბებაში სააგენტო Leavingstone დაეხმარა. სწორედ Leavingstone-ის მიერ ჩამოყალიბებული ვიზუალური იდენტობითა და სტრატეგიით გაიცნო Nami8 საზოგადოებამ. ბრენდი შემდეგი გზავნილებით გამოჩნდა ბაზარზე: „გაფილტრული წყალი, შენი ჯანმრთელობისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი ოჯახისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი სილამაზისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი სიჯანსაღისთვის“…

კომპანიის იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თავად ბრენდის სახელსა და მის გზავნილსაც. ნამის წვეთები არის ყველაზე წმინდა და სუფთა სახის წყალი ბუნებაში, ხოლო 8 უსასრულობის ნიშნის სიმბოლური გამოხატულებაა.

Leavingstone-ის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე გვიამბობს, რომ მათ გადაწყვიტეს კომპანიას დიდ შინაარსობრივ დატვირთვასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული ვიზუალური იდენტობაც ჰქონოდა.

„განვიზრახეთ, რომ ვიზუალურ მხარეს მკვეთრად გამოხატული იდენტობა ჰქონოდა. ფერადი წრეების კომბინაცია, ერთი მხრივ, უნიკალურად დასამახსოვრებელს ხდის ბრენდს, აძლევს თანამედროვე ხასიათსა და მრავალფეროვანი ცხოვრების განწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, ასოცირდება წყლის ბუშტუკებთან, რაც სხვადასხვა ნივთზე ბეჭდვის შემთხვევაში დიდ გასაქანს იძლევა. ვიზუალური ბრენდინგის გარდა ლივინგსტონმა იმუშავა ბრენდის სტრატეგიაზე, საინფორმაციო ვიდეოზე, ბაზარზე შესვლის გეგმაზე, საიმიჯო ფოტოებსა და კრეატიულ კამპანიებზე, რასაც უკვე ძალიან მალე იხილავს საზოგადოება. ერთი სიტყვით, ჩვენ Nami8-ის გუნდთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ბრენდის პოზიციონირებასა და მარკეტინგულ აქტივობებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბაზარზე შესვლიდან ძალიან მალე ბიზნესის შედეგებითაც ერთად ვიამაყებთ,“ - აღნიშნავს ლევან ლეფსვერიძე.

საინტერესოა Nami8-ისა და ლივინგსტონის დაკავშირების ისტორიაც, რომელიც ტრადიციულად, სტანდარტული ბრიფით არ დაწყებულა. ნამის დამფუძნებლებმა ლივინგსტონის დამფუძნებლებს გაუზიარეს ამბიციური განზრახვა, რომ გეგმავდნენ საქართველოში სასმელი წყლის მოხმარების მხრივ პროგრესის შემოტანას. კრეატიული სააგენტოსთვის ეს გამოწვევა საოცრად შთამაგონებელი აღმოჩნდა.

„დაეხმარო ბიზნესს, რომ ნულიდან აეწყოს, ბაზარზე სიახლე დანერგოს და თანაც სასარგებლო გავლენა მოახდინოს გარემოზე – ეს სწორედ ის თემაა, რაც ლივინგსტონში ძალიან გვიყვარს. ნაბიჯ-ნაბიჯ დავსახეთ ბრენდის სტრატეგია, შევიმუშავეთ ბაზარზე შესვლის გეგმა და განვითარების გრძელვადიანი ხედვა გავწერეთ. Nami8 არის ბრენდი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლამდე კომფორტულად მოაქვს ბუნების სიმდიდრე – სუფთა წყალი. საქართველო წყლის ქვეყანაა და ჩვენი ბუნების წყალობით სუფთა წყალი მართლაც უხვად გვაქვს ქვეყანაში, თუმცა თანამედროვე ქართველები ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნაკლებად ვხვდებით ბუნებაში. ცხოვრების უდიდეს ნაწილს ქალაქში ვატარებთ. ქალაქებში კი ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ჩვენამდე ჩამოღწეული წყალი მთლად წყაროს წყალივით სუფთა აღარ იყოს. ჩნდება საჭიროება, რომ სუფთა წყალი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ადვილად ხელმისაწვდომი გვქონდეს, ბოთლების ყიდვის გარეშე. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Nami8. ჩავიფიქრეთ, რომ ეს ბრენდი ბუნების ჰარმონიულობისა და ტექნოლოგიური პროგრესის თანაკვეთაზე აგვეშენებინა,“ - ასე ახასიათებს ლევან ლეფსვერიძე Nami8-ს.

Nami8 მომხმარებელს ჰპირდება, რომ მის ცხოვრებას გააუმჯობესებს და ჯანსაღი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით ყველანაირ კომფორტს შეუქმნის. სახლში თუ ოფისში, მუდამ გვერდით იქნება, ყოველგვარი სირთულეების გარეშე.

R