კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია "ხოხბის ერთი შეფრთხიალების" ფასი, ანუ რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?
როგორია "ხოხბის ერთი შეფრთხიალების" ფასი, ანუ რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა 12 მა­ისს, გორ­ში, რეს­ტო­რან "ნა­ჭარ­მა­გევ­ში" მო­სა­მარ­თლის დღე წი­ნას­წარ აღ­ნიშ­ნეს. რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დო­კად­რე­ბი­დან ჩან­და, 300-კა­ცი­ა­ნი ლხი­ნის სუფ­რის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უვა­დო მო­სა­მარ­თლე და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იყო. შე­გახ­სე­ნებთ, ის კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე აშშ-ს მიერ სა­ვი­ზო სან­ქცია და­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თია. რეს­ტო­რან­ში და­წყე­ბუ­ლი დროს­ტა­რე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა რეს­ტორ­ნის ეზო­ში, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ცეკ­ვით, პო­ე­ზი­ი­თა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რით გა­აგ­რძე­ლეს.

"სო­ლო­მო­ნის განძს, კრე­ზის სიმ­დიდ­რეს,

ლე­გენ­დად ოქ­როს, ლალს მობ­დღვრი­ა­ლეს,

მე მირ­ჩევ­ნია ერთი ხო­ხო­ბი,

ალა­ზან­ზე რომ შე­იფრ­თხი­ა­ლებს" - შე­ზარ­ხო­შე­ბულ­მა მუ­რუ­სი­ძემ გოგ­ლას ამ სტრი­ქო­ნე­ბით უპა­სუ­ხა სან­ქცი­ებს და სცა­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ სუფ­თა პრინ­ცი­პე­ბის კა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად კო­რუფ­ცი­ა­შიც ვერ იქ­ნე­ბა გახ­ვე­უ­ლი. მა­ნამ­დე კი მან სა­მო­მავ­ლო შეკ­რე­ბის ად­გი­ლად რაჭა და­ა­სა­ხე­ლა. არ მე­ში­ნია, ვერ მო­მე­რე­ვით! - ამ­ბობ­და კა­მე­რე­ბის წინ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო. ის 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გახ­ლდათ. მას, რო­გორც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის წევ­რს, 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ.

2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე “ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა”. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ… რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.“ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უკავ­ში­რე­ბენ მუ­რუ­სი­ძის სა­ხელს, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მეა. 2006 წლის 23 ივ­ნისს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ უშუ­ა­ლოდ წა­ი­კი­თხა გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. რო­დე­საც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბით ნა­წა­მე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ფო­ტო­ე­ბი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­თი­ას იორ­შის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე ვან­და­ლუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი მის პრაქ­ტი­კა­ში, წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ღია წე­რი­ლი მო­ლაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ოთხ მუხ­ლში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და ის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რა.

  • პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე 1975 წლის 1-ლ მარტს და­ი­ბა­და ქ. თბი­ლის­ში; 1991 წელს და­ამ­თავ­რა N170 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა; 1998 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი; 2000-2004 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­ლე­გი­ა­ში მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წედ; 2004-2005 წლებ­ში იყო გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წე;

2005 წელს იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე; 2006-2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე; 2013-2017 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი; 2016 წლის იან­ვრი­დან არის თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე; 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; გამ­წე­სე­ბუ­ლია უვა­დოდ, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე 2022 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ამ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რად აირ­ჩია.

  • ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ქო­ნე­ბა

2022 წლის 6 აგ­ვის­ტოს ეთერ­ში გა­ვი­და "სტუ­დია მო­ნი­ტო­რის“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ქო­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი მათ ქო­ნე­ბას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ უთი­თე­ბენ და სხვა­თა სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მათი მდიდ­რუ­ლი და გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა, ამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. (წა­ი­კი­თხეთ: სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სკან­და­ლუ­რი საქ­მე­ე­ბი, ბიზ­ნე­სი თუ გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა)

მას შემ­დეგ, რაც და­სან­ქცი­რე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:

"სი­მარ­თლე გი­თხრათ არ მე­ში­ნია, გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, რო­გორც არის. არ არის ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ არც იმის მე­ში­ნია - ქო­ნე­ბა არ მაქვს, რომ ან­გა­რი­შე­ბი და­მი­ყა­და­ღონ. მე მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს ღირ­სე­უ­ლად, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხოლო თუ ვი­ღა­ცებს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი აქვთ, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დონ, მერე მარ­თონ და ამას და­არ­ქვან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა...".

მარ­თა­ლია, მუ­რუ­სი­ძე იმე­დი­ა­ნად არის და ამ­ბობს, რომ "ქო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია", თუმ­ცა "მო­ნი­ტო­რის" გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ისიც და ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლა­ნიც რე­კორ­დუ­ლად გაზ­რდი­ლი ქო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით გა­იც­ნო, დღეს მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ან­გა­რიშ­ზე მდიდ­რუ­ლი აგა­რა­კი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და დიდი ქო­ნე­ბაა.

2022 წლის ივ­ნის­ში ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიერ შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­ეც­ნო­ბით, ნა­ხავთ, რომ მო­სა­მარ­თლე მხო­ლოდ ერთ ბი­ნას ფლობს თბი­ლის­ში ავ­ტო­ფა­რე­ხი­თურთ, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვეთს მცხე­თა­ში და ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნას. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ბინა თბი­ლის­ში 2009 წელს იყი­და - 100.03 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, 40 ათას აშშ დო­ლა­რად, ასე­ვე ავ­ტო­ფა­რე­ხი 5 ათას აშშ დო­ლა­რად. მი­წის ნაკ­ვე­თი მცხე­თა­ში, სო­ფელ ძეგ­ვში, 10 500 აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის მო­სა­მარ­თლეს 2019 წელს შე­უ­ძე­ნია.

2020 წელს კი, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენ­ცი“ 102 420 ლა­რად იყი­და. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მო­სა­მარ­თლე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­უ­თი­თებს, რომ მას ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს აღე­ბუ­ლი სეს­ხი 30 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 2018 წლი­დან და 2021 წელს ამ სეს­ხის ნა­წი­ლის და­სა­ფა­რად 10 ათა­სი აშშ დო­ლა­რი დას­ჭირ­და.

ირ­კვე­ვა, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ძეგ­ვში მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ნე­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით, მუ­რუ­სი­ძე ქო­ნე­ბას სწო­რედ ლელა ჭა­ნი­ა­ზე აფორ­მებს.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის სხვა წევ­რებს არ ასა­ხე­ლებს. სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა“ კი გა­არ­კვია, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აქვს ლელა ჭა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სია. მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა თვე­ში 2750 ლა­რია და 2015-2016 წლებ­ში, მხო­ლოდ ორ წე­ლი­წად­ში - 166 200 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა - 3 ბინა (თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში) და 2 მი­წის ნაკ­ვე­თი. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მუ­რუ­სი­ძის დეკ­ლა­რა­ცია კი­თხვებს ბა­დებს და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, უკვე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუმ­ცა მოქ­მე­დი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, მათ ამის იმე­დი არ აქვთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
20

რა კომენტარებია. კაცი ღვინოს სვამს, რას ერჩით? აბა, რა ქნას, ჩაიკეტოს და სასამართლოს შენობიდან არ გავიდეს? 

ზურა
14

ირონიას მურუსიძე კი არა, ის ადამიანები იწვევენ, ვინც საქართველოში ადამიანის სუფრასთან მოლხენას აკრიტიკებს. მოსამართლე ჩვეულებრივი ადამიანია და თავისუფალ დროს ისე ატარებს, როგორც მისთვის მისაღებია. ისე, პასუხისმგებლობასთან მიმართებაში დაბალი ხელფასი ჰქონია. 

ავტორი:

როგორია "ხოხბის ერთი შეფრთხიალების" ფასი, ანუ რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?

როგორია "ხოხბის ერთი შეფრთხიალების" ფასი, ანუ რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?

ყველასთვის ცნობილია, რომ მოსამართლეებმა 12 მაისს, გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლის დღე წინასწარ აღნიშნეს. როგორც გავრცელებული ვიდოკადრებიდან ჩანდა, 300-კაციანი ლხინის სუფრის მთავარი ორგანიზატორი უვადო მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე იყო. შეგახსენებთ, ის კორუფციაში მონაწილოებაშია ეჭვმიტანილი და ამის საფუძველზე აშშ-ს მიერ სავიზო სანქცია დადებულთაგან ერთ-ერთია. რესტორანში დაწყებული დროსტარება მოსამართლეებმა რესტორნის ეზოში, დემონსტრაციულად ცეკვით, პოეზიითა და მრავალხმიანი სიმღერით გააგრძელეს.

"სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს,

ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს,

მე მირჩევნია ერთი ხოხობი,

ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს" - შეზარხოშებულმა მურუსიძემ გოგლას ამ სტრიქონებით უპასუხა სანქციებს და სცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ სუფთა პრინციპების კაცია, შესაბამისად კორუფციაშიც ვერ იქნება გახვეული. მანამდე კი მან სამომავლო შეკრების ადგილად რაჭა დაასახელა. არ მეშინია, ვერ მომერევით! - ამბობდა კამერების წინ ლევან მურუსიძე.

მოგეხსენებათ, მოსამართლე ლევან მურუსიძე საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეებით გაიცნო. ის 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. მას, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომელშიც ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე, რომელსაც მუდმივად უკავშირებენ მურუსიძის სახელს, სულხან მოლაშვილის საქმეა. 2006 წლის 23 ივნისს ლევან მურუსიძემ უშუალოდ წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულის ფოტოები, გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, სულხან მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომ ოთხ მუხლში უდანაშაულოდ ცნო და ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარა.

  • პირადი ინფორმაცია

ლევან მურუსიძე 1975 წლის 1-ლ მარტს დაიბადა ქ. თბილისში; 1991 წელს დაამთავრა N170 საშუალო სკოლა; 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე;

2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; 2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე; გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე 2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.

  • ლევან მურუსიძის ქონება

2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა "სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლო ხელისუფლების ლიდერები მათ ქონებას დეკლარაციაში არ უთითებენ და სხვათა სახელზე გაფორმებული მათი მდიდრული და გადამალული ქონება, ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე მიანიშნებს. (წაიკითხეთ: სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება)

მას შემდეგ, რაც დასანქცირების ამბავი შეიტყო, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება...".

მართალია, მურუსიძე იმედიანად არის და ამბობს, რომ "ქონება არ გააჩნია", თუმცა "მონიტორის" გამოძიების თანახმად, ისიც და ე.წ. სასამართლო კლანიც რეკორდულად გაზრდილი ქონებით გამოირჩევა - მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ მოსამართლე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა - 100.03 კვადრატული მეტრი, 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია.

2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა "მერსედეს ბენცი“ 102 420 ლარად იყიდა. ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის ნაწილის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა.

ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე ფეშენებელურ სახლში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ლელა ჭანიაზე აფორმებს.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია "მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ანაზღაურება თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში - 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა - 3 ბინა (თბილისსა და ბათუმში) და 2 მიწის ნაკვეთი. სასამართლო სისტემის ექსპერტები ამბობენ, რომ მურუსიძის დეკლარაცია კითხვებს ბადებს და ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მოქმედი სისტემის პირობებში, მათ ამის იმედი არ აქვთ.

იხილეთ ასევე: