მოსკოვში, "გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, - ამის შესახებ CNN იუწყება.
ტელეკომპანია განმარტავს, რომ ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა.
შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკი.
დღევანდელ აღლუმზე კი არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, გამოფენილი იყო 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
CNN-ის ცნობით, წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.
სად დარჩათ მაგათ ტანკი.
ყველამ თავის მამიდას მიხედოს. რუსებს რაც უნდათ და როდესაც უნდათ, არ ინერვიულოთ, გამოიყვანენ. დღეს ჩინეთის, ირანის და ინდოეთის გარდა, მსოფლიოს წინააღმდეგ, ერთნი შერჩნენ. ჩვენ ვიკითხოთ თორემ, ყველას პატრონი ჰყავს.