სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს
"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს

თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 კვი­რა რჩე­ბა და რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვე­ბი უჩ­ვე­ნებს, ერ­დო­ღა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კა გა­აძ­ლი­ე­რა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო-LGBT თე­მის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­იხ­სე­ნია.

სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­ტინგზე, პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სერ­ვა­ტი­ულ მუს­ლიმ ამომ­რჩევ­ლებს მი­მარ­თა:

"AK პარ­ტია და ჩვე­ნი ალი­ან­სის წევ­რი სხვა პარ­ტი­ე­ბი არას­დროს იქ­ნე­ბი­ან LGBT თე­მის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რად­გან ოჯა­ხი ჩვენ­თვის წმინ­დაა. ამ პრო - LGBT პო­ლი­ტი­კო­სებს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში დავ­მარ­ხავთ", - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა. თურ­ქე­თის პირ­ველ­მა პირ­მა ბოლო წლებ­ში ლგბტ თე­მის წი­ნა­აღ­მდეგ რი­ტო­რი­კა გა­ამ­კაც­რა და მათ ხში­რად უწო­დებს "დე­ვი­ან­ტებს“ (სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ნორ­მებს აც­დე­ნი­ლი, გა­დახ­რის მქო­ნე).

ერ­დო­ღა­ნი მის მთა­ვარ კონ­კუ­რენტს, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის (PKK) მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოპო­ზი­ცია გმობს ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბებს და მის რი­ტო­რი­კას სა­ში­შად აფა­სებს.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
geno
4

ერდოღანი ამ არჩევნებს არც ერთ შემთხვევაში არ წააგებს. შედეგად ამერიკა უკვე ოფიციალურად მიიღებს კიდევ ერთ მოწინააღმდეგე მონსტრს, რომელიც თითონ შექმნა.

ნონო
19

ამან რომ წააგოს თურქეთიც გადაგვემტერება?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს

"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირა რჩება და როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უჩვენებს, ერდოღანი მმართველობის ოცი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო რიტორიკა გააძლიერა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრო-LGBT თემის მხარდამჭერებად მოიხსენია.

სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე, პრეზიდენტმა კონსერვატიულ მუსლიმ ამომრჩევლებს მიმართა:

"AK პარტია და ჩვენი ალიანსის წევრი სხვა პარტიები არასდროს იქნებიან LGBT თემის მხარდამჭერები, რადგან ოჯახი ჩვენთვის წმინდაა. ამ პრო - LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პირველმა პირმა ბოლო წლებში ლგბტ თემის წინააღმდეგ რიტორიკა გაამკაცრა და მათ ხშირად უწოდებს "დევიანტებს“ (საზოგადოებრივ ნორმებს აცდენილი, გადახრის მქონე).

ერდოღანი მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხრიდან მხარდაჭერაშიც ადანაშაულებს. ოპოზიცია გმობს ერდოღანის განცხადებებს და მის რიტორიკას საშიშად აფასებს.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა