სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხს" ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც არა­ერთ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, - რა შემ­თხვე­ვა­ში და­აბ­რუ­ნებს უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ელჩს, - მან ასე უპა­სუ­ხა:

"ნიკა გვა­რა­მია პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, ის ჟურ­ნა­ლის­ტია და მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, მე ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი, ვინც წავა პრე­ზი­დენ­ტთან და თბი­ლის­ში ელ­ჩის გაშ­ვე­ბას სთხოვს".

არ­ხა­მი­ამ კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლავს თუ არა ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას, გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მას­ზე მო­რი­გი "ფეიკ ნი­უ­სი" გა­ავ­რცე­ლა.

"არა, სრუ­ლე­ბით არა. გავ­რცელ­და მო­რი­გი ფე­ი­კი, მო­რი­გი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ჩემ­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით და ჩემი გზავ­ნი­ლე­ბი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. ახლა არის ორი დიდი პარ­ტია: "ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", შუ­ა­ში არი­ან პა­ტა­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი. ხში­რად მი­ფიქ­რია, ამ პი­რო­ბებ­ში რო­გორ უნდა შე­იქ­მნას კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რაც ბევრ ქარ­თველს უნდა, ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სურს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა და არ უნდა რუ­სეთ­თან ომი. რაც სრუ­ლი­ად მარ­თა­ლია, ახლა რუ­სეთ­თან ომი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

ანუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბით, შავ ზღვა­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მათ შო­რის ფოთი ილი­ჩოვ­სკის პორ­ტე­ბის კავ­ში­რე­ბით, ომის შემ­დეგ ტვირ­თე­ბის გა­და­სა­ზი­დი კარ­გი მარ­შრუ­ტი იქ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ზა­რი ღია იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის, ინ­დუსტრი­ის­თვის. ეს იქ­ნე­ბა კარ­გი გზა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის­კენ. ამ ყვე­ლა­ფერს რაც ახლა ამუხ­რუ­ჭებს არის, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება", - ამ­ბობს არა­ხა­მია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
9

უნიჭიერესი ადამიანია.. ძალიან განათლებული....საკუთარი IT კომანია ნულიდან დაიწყო და 30 მლნ დოლარად გაყიდა..

ალექს
16

გვარამია ნაცმოს პოლიტბიუროს წევრია-იდეოლოგია და პროპაგანდა მიყავს, გებელსივით , ჰოო, ბოკერიაცა !

ავტორი:

"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, - რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა საქართველოში ელჩს, - მან ასე უპასუხა:

"ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ის ჟურნალისტია და მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს".

არხამიამ კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მასზე მორიგი "ფეიკ ნიუსი" გაავრცელა.

"არა, სრულებით არა. გავრცელდა მორიგი ფეიკი, მორიგი ცრუ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან ჩემზე. ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა, მათ შორის სოციალური მედიით და ჩემი გზავნილები სწორედ ამ ადამიანებთან კომუნიკაციის საფუძველზე ყალიბდება. ახლა არის ორი დიდი პარტია: "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", შუაში არიან პატარა ოპოზიციური პარტიები. ხშირად მიფიქრია, ამ პირობებში როგორ უნდა შეიქმნას კოალიციური მმართველობა, რაც ბევრ ქართველს უნდა, ქართველების უმეტესობას სურს ევროკავშირში გაწევრება და არ უნდა რუსეთთან ომი. რაც სრულიად მართალია, ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია.

ანუ დემოკრატიული საქართველო, ეკონომიკური კონტაქტებით, შავ ზღვაზე თანამშრომლობით, მათ შორის ფოთი ილიჩოვსკის პორტების კავშირებით, ომის შემდეგ ტვირთების გადასაზიდი კარგი მარშრუტი იქნება. უკრაინული ბაზარი ღია იქნება ქართველი ფერმერებისთვის, ინდუსტრიისთვის. ეს იქნება კარგი გზა ევროკავშირისკენ, ევროპული ბაზრისკენ. ამ ყველაფერს რაც ახლა ამუხრუჭებს არის, პოლიტიკური ნება", - ამბობს არახამია.

იხილეთ ასევე: