კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი, უკრაინაში საბრძოლველად, ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
"რუსეთი, უკრაინაში საბრძოლველად, ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუსი სამ­ხედ­რო რეკ­რუ­ტე­რე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან ჩა­სუ­ლი მიგ­რან­ტი მუ­შა­კე­ბის უკ­რა­ი­ნის ომში საბ­რძოლ­ვე­ლად გა­და­ბი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, რეკ­რუ­ტე­რე­ბი ამ მიზ­ნით მე­ჩე­თებ­სა და სა­ი­მიგ­რა­ციო ოფი­სებს ეწ­ვივ­ნენ.

"სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ტა­ჯი­კურ და უზ­ბე­კურ ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ცდი­ლო­ბენ მიგ­რან­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბას", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რა­დიო „თა­ვი­სუ­ფალ ევ­რო­პა­ზე” დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს, რომ რეკ­რუ­ტე­რე­ბი მიგ­რან­ტებს რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ ბო­ნუ­სის სა­ხით 2 390 აშშ დო­ლარს, ხელ­ფა­სის სა­ხით კი თვე­ში 4 160 აშშ დო­ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზო­ბენ.

„მიგ­რან­ტებს ასე­ვე შეს­თა­ვა­ზეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სწრა­ფი გზა ექ­ვსი თვი­დან ერთ წლამ­დე ვა­და­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხუთი წლის ნაც­ვლად”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

უწყე­ბის შე­ფა­სე­ბით, მა­ღა­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი და სა­რე­გის­ტრა­ციო ბო­ნუ­სი ზო­გი­ერთ მიგ­რანტ მუ­შაკს აი­ძუ­ლებს, და­რე­გის­ტრირ­დეს. „ამ ახალ­წვე­უ­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­ზავ­ნი­ან უკ­რა­ი­ნის ფრონტზე, სა­დაც მსხვერ­პლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, მიგ­რან­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წილს, რომ­ლის მი­ზა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად 400 000 მო­ხა­ლი­სე შეკ­რი­ბოს.

ხაზი
2

მაინც მასე იქნება, რაც საქართველოში რუსია გამოქცეული. ასევე თურქეთში, ყაზახეთში, ემირატებში, ტაილანდში. აღარ დარჩა რუსი რუსეთში. 

ავტორი:

"რუსეთი, უკრაინაში საბრძოლველად, ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

"რუსეთი, უკრაინაში საბრძოლველად, ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუსი სამხედრო რეკრუტერები ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტი მუშაკების უკრაინის ომში საბრძოლველად გადაბირებას ცდილობენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რეკრუტერები ამ მიზნით მეჩეთებსა და საიმიგრაციო ოფისებს ეწვივნენ.

"საიმიგრაციო სამსახურის ტაჯიკურ და უზბეკურ ენაზე მოლაპარაკე თანამშრომლები რეგულარულად ცდილობენ მიგრანტების გადაბირებას", - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რადიო „თავისუფალ ევროპაზე” დაყრდნობით აცხადებს, რომ რეკრუტერები მიგრანტებს რეგისტრაციის სანაცვლოდ ბონუსის სახით 2 390 აშშ დოლარს, ხელფასის სახით კი თვეში 4 160 აშშ დოლარამდე შემოსავალს სთავაზობენ.

„მიგრანტებს ასევე შესთავაზეს რუსეთის მოქალაქეობის მიღების სწრაფი გზა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადაში, ჩვეულებრივი ხუთი წლის ნაცვლად”, - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების შეფასებით, მაღალი ყოველთვიური ხელფასი და სარეგისტრაციო ბონუსი ზოგიერთ მიგრანტ მუშაკს აიძულებს, დარეგისტრირდეს. „ამ ახალწვეულებს, სავარაუდოდ, გაგზავნიან უკრაინის ფრონტზე, სადაც მსხვერპლის მაჩვენებელი ძალიან მაღალია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მიგრანტების გადაბირება წარმოადგენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილს, რომლის მიზანია უკრაინაში საბრძოლველად 400 000 მოხალისე შეკრიბოს.