სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ
რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ

რო­გორც grozny-inform.ru იუ­წყე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს რამ­ზან კა­დი­როვს გა­დას­ცეს მე­და­ლი, რომ­ლი­თაც აქამ­დე მეც­ნი­ე­რებს ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის აჯილ­დო­ებ­დნენ.

ამ­ჯე­რად ე.წ. კურ­ჩა­ტო­ვის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი კა­დი­რო­ვი გახ­და.

და­ჯილ­დო­ე­ბამ­დე მან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, რუ­სე­თის აკა­დე­მი­ის დე­ლე­გა­ტებ­სა და კურ­ჩა­ტო­ვის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­მელ­ზეც გა­ნი­ხი­ლეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხე­ბი და ასე­ვე რე­გი­ო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი. ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვად ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა და­წე­რა. რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს და მე­და­ლიც უბო­ძეს. მოკ­ლედ, კა­დი­რო­ვის ჯილ­დო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ას უკვე ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის გან­მა­ვი­თა­რებ­ლის მე­და­ლიც ამ­შვე­ნებს. ის ზო­გა­დად გა­მო­ირ­ჩე­ვა იმი­თაც, რომ ხში­რად სა­კუ­თარ თავს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბით ანე­ბივ­რებს, მა­გა­ლი­თად, ამას­წი­ნათ თავი ჩეჩ­ნე­თის გმი­რის მედ­ლით და­ი­ჯილ­დო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA
0

ამ მასხარას რუსებმა ჭადრაკის გროსმაისტერობაც მიანიჭეს.

ტიპი, ალბათ, ჭადრაკს და ნარდს ვერ ანსხვავებს.

გული მიგრძნობს, ლილიპუტის გულის მოსაგებად, ამ დღეებში 10-12 ათას ჩეჩენს გაწირავს ბახმუტში.

ამაყო ვაინახებო, თქვენი გამკვირვებია.

ელგუჯა
8

კადიროვის, რა გიკვირთ.გაიხსენეთ, მეცნიერების აკადემიის მილოცვა, ბიძინაზე, სადაც ივანიშვილს, მეცნიერი უწოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ

რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ

როგორც grozny-inform.ru იუწყება ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ.

ამჯერად ე.წ. კურჩატოვის ოქროს მედლის მფლობელი კადიროვი გახდა.

დაჯილდოებამდე მან შეხვედრა გამართა, რუსეთის აკადემიის დელეგატებსა და კურჩატოვის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, რომელზეც განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და ასევე რეგიონის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროების განვითარების გზები. ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში თავად ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა. როგორც ირკვევა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მას მადლობა გადაუხადეს და მედალიც უბოძეს. მოკლედ, კადიროვის ჯილდოების კოლექციას უკვე ბირთვული ფიზიკის განმავითარებლის მედალიც ამშვენებს. ის ზოგადად გამოირჩევა იმითაც, რომ ხშირად საკუთარ თავს სახელმწიფო ჯილდოებით ანებივრებს, მაგალითად, ამასწინათ თავი ჩეჩნეთის გმირის მედლით დაიჯილდოვა.