სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიწყო თუშეთის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება - სად ჩატარდება თავდაპირველად სამუშაოები: გზების დეპარტამენტის ინფორმაცია
დაიწყო თუშეთის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება - სად ჩატარდება თავდაპირველად სამუშაოები: გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს 72 კმ-იანი გზის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, პირ­ვე­ლი, 13.5 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს გზის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის პრო­ფი­ლის აღ­დგე­ნას, წყალ­გამ­ტა­რი, წყა­ლამ­რი­დი და ხე­ლოვ­ნუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბის მო­წყო­ბას, მოძ­რა­ო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სრულ­ყო­ფილ აღ­დგე­ნას, მი­წის ვა­კი­სის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, გა­გა­ნი­ე­რე­ბას და მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ბო­გი­რო­ვა­ნი ზღუ­და­რე­ბის მო­წყო­ბას.

თუ­შე­თის გზის პრო­ექ­ტი 8 მო­ნაკ­ვე­თა­დაა და­ყო­ფი­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია 5 პრო­ექ­ტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მო­ნაკ­ვე­თის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­ცავს და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ჯამ­ში, 43.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. დარ­ჩე­ნილ 43.6 კმ-ზე კი, რო­მე­ლიც 3 მო­ნაკ­ვე­თის­გან შედ­გე­ბა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია, ხოლო 2-ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

ფშა­ვე­ლი-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის პირ­ველ მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ფალ­ტი­სა და ბე­ტო­ნის სა­ფა­რის მო­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნარ­ჩე­ნი მო­ნაკ­ვე­თე­ბის სა­ფა­რი, რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გრუნ­ტი­ა­ნი დარ­ჩე­ბა, აღ­დგე­ბა გზის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი.

თუ­შე­თამ­დე მი­სას­ვლე­ლი ერ­თა­დერ­თი გზა ფშა­ვე­ლი-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზაა, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფშა­ვე­ლი­დან იწყე­ბა და აბა­ნოს უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით ომა­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. თუ­შე­თის გზა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­შია გაყ­ვა­ნი­ლი, აბა­ნოს უღელ­ტე­ხილ­ზე გა­დის, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2950 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­სა და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, გზა­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 თვის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს გზის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტი ეტა­პობ­რი­ვად, 2025 წელს დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტის სა­ერ­თო სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

თუ ამ გზასაც ის კომპანია გააკეთებს რაც რიკოთის მონაკვეთზე მუშაობს სჯობს ფრთხილად ვიყოთ ყველა და შემოვლითი საცალფეხო ბილიკები ვეძებოთ

ილკარი
1

აუფ ჩაუვარდებათ ახლა გელიკებით სპეკულიანტებს საქმე... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დაიწყო თუშეთის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება - სად ჩატარდება თავდაპირველად სამუშაოები: გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

დაიწყო თუშეთის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება - სად ჩატარდება თავდაპირველად სამუშაოები: გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი, აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია.