კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?" - კახა კალაძე "უცნობის" ორგანიზებულ აქციაზე
"არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?" - კახა კალაძე "უცნობის" ორგანიზებულ აქციაზე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­უძ­ლია და­ეს­წროს პო­ლი­ტი­კურ თუ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ცი­ებს არა­სა­მუ­შაო დროს.

რო­გორც მან მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, 30 აპ­რილს „აი უც­ნო­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხოვ­დნენ მშვი­დო­ბას, რაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა.

„ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლა მი­ვი­დეს ამა თუ იმ აქ­ცი­ა­ზე. თქვენ არ გი­ნა­ხავთ, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა აქ­ცი­ებ­ზე? არ გი­ნა­ხავთ ისი­ნი დრო­შით ხელ­ში? გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ითხოვ­დნენ მშვი­დო­ბას. ის, რომ ჩვენ დღეს სტა­ბი­ლუ­რად ვცხოვ­რობთ, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დე და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა. მშვი­დო­ბას არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო და პატ­რი­ო­ტიზ­მი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, მისი თქმით, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მოძ­რა­ო­ბა „აი უც­ნო­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მშვი­დო­ბი­სა და ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის მო­სურ­ნე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო გა­მო­სუ­ლი.

კახა კა­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვეყ­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

„აქ­ცი­ას ჰყავ­და თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო გა­მო­სუ­ლი. მე ერთ რა­მეს ვი­ტყვი - ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვის­თვი­საც მშვი­დო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო არის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. მინ­და, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, ვინც გამ­სჭვა­ლუ­ლია პატ­რი­ო­ტიზ­მით, ვი­საც უხა­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. მშვი­დო­ბა დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გა­დავ­ხე­დავთ, რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რა ხდე­ბა რე­გი­ონ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რია შე­მო­ტე­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მშვი­დო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა-ლა
3

როგორ არ გვინახავს გვინახავს. საჯარო მოხელეების აქციაზე წასასვლელების სიას სუსი,რომ ადგენს ისიც გვინახავს, ვინც არ წავა,სამსახურიდან რომ გააგდებენ ისიც ვიცით!

მსაჯული
58

მე იმაზე ვღადაობ ყო ელთვის. ნებისმიერი მთავრობა ესე შვება უნდა არ უნდა ადამიანს თუ აქციას მართავენ მიყავთ ძალით. ან სამსახურს დატოვებენ)()))) ეს მაგარი წესი გვაწვს საქარგველოში. 

ავტორი:

"არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?" - კახა კალაძე "უცნობის" ორგანიზებულ აქციაზე

"არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?" - კახა კალაძე "უცნობის" ორგანიზებულ აქციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა.

„ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი - ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.