სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ნაწილი, რომელთა შეცვლაც აუცილებელია, თუმცა მძღოლები არ ითვალისწინებენ
5 ნაწილი, რომელთა შეცვლაც აუცილებელია, თუმცა მძღოლები არ ითვალისწინებენ

უსაფრ­თხო და გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის ყვე­ლა მან­ქა­ნას ესა­ჭი­რო­ე­ბა მოვ­ლა, გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შეც­ვლა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მძღოლ­მა გა­მო­ი­მუ­შა­ოს ისე­თი ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უბიძ­გებს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი დრო­უ­ლად შე­ა­მოწ­მოს და არ უგუ­ლე­ბელ­ყოს სხვა­დას­ხვა გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც რო­გორც წესი, თა­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლი აძ­ლევს მძღოლს.

არ­სე­ბობს ნა­წი­ლე­ბი­სა თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბის შეც­ვლა­ზეც მძღო­ლე­ბი უპირ­ვე­ლე­სად ფიქ­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ის, რომ უნდა შეც­ვა­ლონ ზეთი, სა­ბუ­რა­ვე­ბი ან აკუ­მუ­ლა­ტო­რი, ეს თით­ქოს ყვე­ლას გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ისე­თი ნა­წი­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა შეც­ვლაც არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა, თუმ­ცა მძღო­ლე­ბი რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ამ ნა­წი­ლებს უთ­მო­ბენ. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რია: სა­ლო­ნის და ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრი, საწ­ვა­ვის ფილტრი, ან­ტიფ­რი­ზი და მი­ნის საწ­მენ­დის რე­ზი­ნე­ბი.

სა­ლო­ნის და ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრი

სა­ლო­ნის ფილტრი

რო­გორც წესი, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის იყე­ნებს გა­რე­დან შე­მო­მა­ვალ ჰა­ერს. ეს ჰა­ე­რი კი მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­თა თუ სხვა ელე­მენ­ტე­ბით ძა­ლი­ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. იმის­თვის, რომ მან­ქა­ნა­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ეს ბინ­ძუ­რი ჰა­ე­რი არ ისუნ­თქონ, გა­რე­დან შეს­ვლი­სას, სა­ლო­ნის ფილტრი წმენ­დს ჰა­ერს და ისე გა­მო­დის სუფ­თა ჰა­ე­რი სა­ლონ­ში. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­ლო­ნის ფილტრის შეც­ვლა ხდე­ბა სა­ჭი­რო იმ მი­ზე­ზით, რომ ამ ფილტრზე გროვ­დე­ბა მტვე­რი და ჭუ­ჭყის ნა­წი­ლა­კე­ბი, რაც ერ­თის მხრივ იმას იწ­ვევს, რომ ფილტრი ჰა­ე­რის გა­სუფ­თა­ვე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს და მე­ო­რეს მხრივ, შე­მა­ვა­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დიც მცირ­დე­ბა.

ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრი

იმის­თვის, რომ ძრა­ვამ გა­მარ­თუ­ლად იფუნ­ქცი­ო­ნი­როს, საწ­ვა­ვის გარ­და, ესა­ჭი­რო­ე­ბა ჰა­ე­რის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მი­წო­დე­ბაც. თუ ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრი და­ბინ­ძურ­და და ძრავს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სუფ­თა ჰა­ერს ვერ მი­აწ­ვდის, ძრა­ვა და­ზი­ან­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ჰა­ე­რის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­წო­დე­ბა იწ­ვევს საწ­ვა­ვის არა­თა­ნა­ბარ წვას და საწ­ვა­ვის ხარ­ჯის ზრდას.

საწ­ვა­ვის ფილტრი

მან­ქა­ნის კი­დევ ერთი ფილტრი საწ­ვა­ვის ფილტრია, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შეც­ვლა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ეს პე­რი­ო­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ხა­რის­ხის საწ­ვავს ას­ხამს მძღო­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში. ცუდი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი უფრო მალე აბინ­ძუ­რებს საწ­ვა­ვის ფილტრს. ეს იწ­ვევს საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბას და ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­საც­ვლელ­მა და ბინ­ძურ­მა საწ­ვა­ვის ფილტრმა მან­ქა­ნის ჩაქ­რო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ან­ტიფ­რი­ზი

ბევ­რი მძღო­ლი თვლის, რომ ან­ტიფ­რი­ზი მხო­ლოდ ზამ­თარ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა ავ­ტო­მო­ბილს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ან­ტიფ­რიზს წყლის გა­ყინ­ვის­გან დაც­ვის ფუნ­ქცი­ის გარ­და, ხელს უწყობს მოძ­რა­ო­ბის დროს მი­ლე­ბის შე­პოხ­ვას. ძვე­ლი ან­ტიფ­რი­ზი კი ზე­თო­ვან კონ­სის­ტენ­ცი­ას კარ­გავს და მის ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ ას­რუ­ლებს. ამის გამო მი­ლე­ბი შრე­ბა. ამის კონ­ტრო­ლი და თა­ვი­დან არი­დე­ბა კი ყვე­ლა სე­ზონ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ან­ტიფ­რი­ზის დრო­უ­ლად შე­უც­ვლე­ლო­ბის ან უბ­რა­ლოდ მისი გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის გამო მან­ქა­ნას შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სი დას­ჭირ­დეს.

მი­ნის საწ­მენ­დე­ბი

წვი­მი­ან სე­ზონ­ზე, გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე, მი­ნის საწ­მენ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო და უფრო ხშირ­დე­ბა. ზამ­თარ­სა და ზა­ფხულ­ში კი პი­რი­ქით. სწო­რედ ამ დროს, ნაკ­ლე­ბი ტე­ნი­ა­ნო­ბის, წვი­მის და მეტი მკაც­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან სი­ცხის ან დიდი ყინ­ვის გამო, რე­ზი­ნე­ბი შრე­ბა და ხმე­ბა. ამის შემ­დეგ, როცა მძღო­ლებს სჭირ­დე­ბათ მი­ნის გაწ­მენ­და, რე­ზი­ნე­ბი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია და თა­ვი­ანთ ფუნ­ქცი­ას გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ ას­რუ­ლე­ბენ. ამ მი­ზე­ზე­ბის გამო აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ზა­ფხულ­სა თუ შე­მოდ­გო­მით მი­ნის საწ­მენ­დის შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათი გა­მოც­ვლა.

რე­ზი­ნე­ბის გა­მოშ­რო­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად კი შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ზამ­თრის­თვის არ­სე­ბობს ყინ­ვა მე­დე­გი ზე­თო­ვა­ნი სი­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წყალ­თან ერ­თად ზავ­დე­ბა, ზა­ფხუ­ლის­თვის კი ასე­ვე წყლი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხის ნა­ზა­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია საწ­მენ­დი რე­ზი­ნე­ბის გა­მოშ­რო­ბის­გან დაც­ვა.

სტა­ტია შე­მოგ­თა­ვა­ზათ მო­გომ.

ასე­ვე ნა­ხეთ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი მო­გოს­გან: მარ­თვის მოწ­მო­ბა | და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი | ავტო ლომ­ბარ­დი | მან­ქა­ნის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა

ასე­ვე იხი­ლეთ მო­გოს პრო­დუქ­ტე­ბი: lizingi | უკუ­ლი­ზინ­გი | სკუ­ტერ ლი­ზინ­გი | სპე­ცტექ­ნი­კა

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

5 ნაწილი, რომელთა შეცვლაც აუცილებელია, თუმცა მძღოლები არ ითვალისწინებენ

5 ნაწილი, რომელთა შეცვლაც აუცილებელია, თუმცა მძღოლები არ ითვალისწინებენ

უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა მანქანას ესაჭიროება მოვლა, გარკვეული ნაწილების კონტროლი და ხშირ შემთხვევაში შეცვლა. მნიშვნელოვანია, მძღოლმა გამოიმუშაოს ისეთი ჩვევები, რომლებიც უბიძგებს, რომ ავტომობილი დროულად შეამოწმოს და არ უგულებელყოს სხვადასხვა გაფრთხილებები, რომლებსაც როგორც წესი, თავად ავტომობილი აძლევს მძღოლს.

არსებობს ნაწილებისა თუ აქსესუარების ჩამონათვალი, რომლების შეცვლაზეც მძღოლები უპირველესად ფიქრობენ. მაგალითად, ის, რომ უნდა შეცვალონ ზეთი, საბურავები ან აკუმულატორი, ეს თითქოს ყველას გათავისებული აქვს, თუმცა არსებობს ჩამონათვალი ისეთი ნაწილებისა, რომელთა შეცვლაც არანაკლებ საჭიროა, თუმცა მძღოლები რატომღაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ამ ნაწილებს უთმობენ. ჩამონათვალი შემდეგნაირია: სალონის და ძრავის ჰაერის ფილტრი, საწვავის ფილტრი, ანტიფრიზი და მინის საწმენდის რეზინები.

სალონის და ძრავის ჰაერის ფილტრი

სალონის ფილტრი

როგორც წესი, კონდიციონერი ფუნქციონირებისთვის იყენებს გარედან შემომავალ ჰაერს. ეს ჰაერი კი მანქანის გამონაბოლქვითა თუ სხვა ელემენტებით ძალიან დაბინძურებულია. იმისთვის, რომ მანქანაში მყოფმა ადამიანებმა ეს ბინძური ჰაერი არ ისუნთქონ, გარედან შესვლისას, სალონის ფილტრი წმენდს ჰაერს და ისე გამოდის სუფთა ჰაერი სალონში. დროთა განმავლობაში კი სალონის ფილტრის შეცვლა ხდება საჭირო იმ მიზეზით, რომ ამ ფილტრზე გროვდება მტვერი და ჭუჭყის ნაწილაკები, რაც ერთის მხრივ იმას იწვევს, რომ ფილტრი ჰაერის გასუფთავებას ვერ უზრუნველყოფს და მეორეს მხრივ, შემავალი ჰაერის ნაკადიც მცირდება.

ძრავის ჰაერის ფილტრი

იმისთვის, რომ ძრავამ გამართულად იფუნქციონიროს, საწვავის გარდა, ესაჭიროება ჰაერის შეუფერხებელი მიწოდებაც. თუ ძრავის ჰაერის ფილტრი დაბინძურდა და ძრავს საჭირო რაოდენობის სუფთა ჰაერს ვერ მიაწვდის, ძრავა დაზიანდება. გარდა ამისა, ჰაერის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება იწვევს საწვავის არათანაბარ წვას და საწვავის ხარჯის ზრდას.

საწვავის ფილტრი

მანქანის კიდევ ერთი ფილტრი საწვავის ფილტრია, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით შეცვლა ესაჭიროება. ეს პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის საწვავს ასხამს მძღოლი ავტომობილში. ცუდი ხარისხის საწვავი უფრო მალე აბინძურებს საწვავის ფილტრს. ეს იწვევს საწვავის მიწოდების შეფერხებას და ყველაზე უარეს შემთხვევაში გამოსაცვლელმა და ბინძურმა საწვავის ფილტრმა მანქანის ჩაქრობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ანტიფრიზი

ბევრი მძღოლი თვლის, რომ ანტიფრიზი მხოლოდ ზამთარში ესაჭიროება ავტომობილს. სინამდვილეში, ანტიფრიზს წყლის გაყინვისგან დაცვის ფუნქციის გარდა, ხელს უწყობს მოძრაობის დროს მილების შეპოხვას. ძველი ანტიფრიზი კი ზეთოვან კონსისტენციას კარგავს და მის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ამის გამო მილები შრება. ამის კონტროლი და თავიდან არიდება კი ყველა სეზონზე აუცილებელია. ანტიფრიზის დროულად შეუცვლელობის ან უბრალოდ მისი გამოუყენებლობის გამო მანქანას შეიძლება მრავალი ძვირად ღირებული სერვისი დასჭირდეს.

მინის საწმენდები

წვიმიან სეზონზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მინის საწმენდების გამოყენება უფრო და უფრო ხშირდება. ზამთარსა და ზაფხულში კი პირიქით. სწორედ ამ დროს, ნაკლები ტენიანობის, წვიმის და მეტი მკაცრი ტემპერატურის, მაგალითად, ძალიან სიცხის ან დიდი ყინვის გამო, რეზინები შრება და ხმება. ამის შემდეგ, როცა მძღოლებს სჭირდებათ მინის გაწმენდა, რეზინები გაფუჭებულია და თავიანთ ფუნქციას გამართულად ვეღარ ასრულებენ. ამ მიზეზების გამო აუცილებელია გაზაფხულსა თუ შემოდგომით მინის საწმენდის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოცვლა.

რეზინების გამოშრობისგან თავის ასარიდებლად კი შესაძლებელია სპეციალური სითხეების გამოყენება. ზამთრისთვის არსებობს ყინვა მედეგი ზეთოვანი სითხეები, რომლებიც წყალთან ერთად ზავდება, ზაფხულისთვის კი ასევე წყლისა და სპეციალური სითხის ნაზავით შესაძლებელია საწმენდი რეზინების გამოშრობისგან დაცვა.

სტატია შემოგთავაზათ მოგომ.

ასევე ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები მოგოსგან: მართვის მოწმობა | დამატებითი შემოსავალი | ავტო ლომბარდი | მანქანის ტექდათვალიერება

ასევე იხილეთ მოგოს პროდუქტები: lizingi | უკულიზინგი | სკუტერ ლიზინგი | სპეცტექნიკა

NS